Connect with us

ჰოროსკოპი

რომელი სანელებელი მიესადაგება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

სანელებლები – ნებისმიერი კერძის განუყოფელი ნაწილია. ყველაზე ახალბედა მზარეულმაც კი იცის, რომ სანელებელს კერძის გემოს გახსნა და მისთვის ახალი არომატის შეძენა შეუძლია. დღეს სხვადასხვა სანელებელს ზოდიაქოს ნიშნებს მივუსადაგებთ და წესით, ძალიან საინტერესო ჰოროსკოპი გამოგვივა…

ვერძი – ინტენსიური როზმარინი

როზმარინს სხვა სანელებლებთან ერთად იშვიათად იყენებნ. მისი რამდენიმე ფოთოლი საკმარისია კერძის კარგად გასაჯერებლად. ავერძებსაც არ ჭირდებათ დიდი კომპანიები და დამხმარე სანელებლები, ისინი უფრო დამოუკიდებლობასა და მარტოობას აფასებენ. ისინი დაინტერესებულები არიან მედიტაციით და თვითშემეცნების სხვა ხერხებით. ამ ნიშანს ლიდერობა უყვარს და ეს კარგადაც გამოსდის.

კურო – არაპრიგნოზირებადი ქარრი

ქარრი – სანელებელთა ნარევით მირებული სუნელია, მას განსაზღვრული გემო არ აქვს. ის ყოველთვის სხვადასხვანაირია, ხან მსუბუქად მარილიანი, ხან დაუნდობლად ცხარე. სწორედ ასეთივე ხასიათი აქვს კუროებსაც, მათთან ვერასდროს მოიწყენთ. კუროები ფიქრობენ, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი უნდა მიიღოთ და თქვენი საქციელი სხვებისთვის მაგალითად უნდა იქცეს. კუროების სახით საინტერესო მეგობარსა და სხვადასხვა ცხოვრებისული თავგადასავლების მეგზურს შეიძენთ!

ტყუპები – ცხარე მუსკატის კაკალი

უმი სახით მუსკატის კაკალი ძალიან ცხარეა, თუმცა თუ მას ცხელ სოუსს ან სასმელს დაუმატეთ მისი დახვეწილი არომატი გაიხსნება და გემრიელი, მოტკბო გემო გაუჩნდება. ასევეა ტყუპების შემთხვევაში: ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან უხეში მოგეჩვენოთ, თუმცა თუ მათ ცოტაოდენ სიყვარულსა და სითბოს აჩუქებთ, მათში ისეთ ადამიანს დაინახავთ რომელთანაც დაშორება მტელი სიცოცხლის მანძილზე არ მოგინდებათ.

კირჩხიბი – მყუდრო კარდამონი

კარდამონი ყავისა და ტკბილეულის შესანიშნავი დანამაია, ის ოჯახურ სიმყუდროვესთან ასოცირდება. კირჩხიბებთანაც ყოველთვის სიმყუდროვე და სითბოა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შემოქმედებითი და გახსნილი ადმაიანები არიან. თუ ყავას ზედმეტ კარდამონს დაუმატებთ, გემო გამწარდება, სწორედ იგივე მოხდება თუ მშვიდ კირჩხიბს წყობიდან გამოიყვანთ.

ლომი – ცხარე მიხაკი

მიხაკი ძალაუფლების სიმბოლოა, მისი ბუტონები მეფის კვერთხს წააგავს, რომლებსაც ლომებ ამაყად ატარებენ ცხოვრების მანძილზე. ისინი შეჩვეული არიან სხვათა მართვასა და მანიპულირებას. მიხაკის ბოლოებს მომწარო გემო აქვს თავს კი ტკბილი, იგივეა ლომების შემთხვევაშიც – გააჩნია რომელი მხრიდან მიუდგებით. ეცადეთ ხშირად შეაქოთ ზოდიქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ამით მათ კეთილგანწყობას დაიმსახურებთ.

ქალწული – ტკბილ-მწარე სეზამი

სეზამის გემოს შეჩვევა ჭირდება, თუმცა შემდეგ მის მარცვლებს ყველა კერძში ჩაამატებთ! იგივე ხდება ქალწულების შემთხვევაში: თავიდან უცნაურად და ალოგიკურად იქცევიან, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათ შესანიშნავ მხარეებსაც დაინახავთ. ამასთანავე, მათი “დაგემოვნება” არც ისე იოლია. თუმცა თუ მათ კეთილგანწყობას დაიმსახურებთ, მათ მთელს სინაზეს შეიგრძნობთ.

სასწორი – დახვეწილი კამა

კამა – ტკბილი და გამაგრილებელი სანელებელია. ადრე მას საღეჭი რეზინის ნაცვლად იყენებდნენ. ამიტომ სასწორი – მეოცნებე, იდეალისტი და ამაღლებული მიზნების მქონე ადამიანია. ეს სანელებელი ნებისმირ კერძს უხდება და მას დახვეწილობას მატებს. სასწორებს ასევე შეუძლიათ ნებისმიერ კომპანიას შეერწყას და დადებითი განწყობა აჩუქოს მათ. ისინი მგრძნობიარე ადამიანები არიან და მუდამ მზად არიან მხარი დაუჭირონ სხვებს.

მორიელი – მიმზიდველი ვანილი

ვანილი – ყველაზე ტკბილი არომატის მქონე სანელებელია, თუმცა თავის მოტყუება არ ღირს! მისი ნამდვილო გემო მოცხარო-მომწაროა, ამიტომ სანამ მას საკვებში ჩაამატებთ ვანილი შაქრის ფხვნილთან უნდა შეაზავოთ ან ტკბილი სიროფი მოამზადოთ.

მორიელს ერთი შეხედვით შეუძლია თქვენი მოჯადოება, შემდეგ კი არც თუ ისე სასიამოვნო ქმედებებით გაგაოცებთ. მათი გაგება რთულია ამიტომ ადამიანთა უმეტესობა მათ უბრალოდ გვერდს უვლის. სინამდვილეში ყველაფერი მარტივად არის – მორიელის მოსარჯულებლად მისთვის სიყვარულის, მოფერებისა და ზრუნვის ჩუქებაა საჭირო.

მშვილდოსანი – გამაგრილებელი პიტნა

პიტნა – შესანიშნავი სანელებელია რომელიც ნებისმიერი ტიპის კერძს თუ სასმელს უხდება. მშვილდოსნებიც ასეთები არიან – ძალიან მრავაფლროვნები და მრავალმხრივები. ისინი არაჩვეულებრივად უთავსებენ ერთამნეთს ცეკვებსა და საბრძოლო ხელოვნებას, ასევე აგროვებენ სხვადასხვა უნივერსიტეტებსა თუ კოლეჯებში მიღებულ დიპლომებს, მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერს ასწრებენ. მშვილდოსნები ისივი როგორც პიტნა – ადამიანებზე დამამშვიდებლად მოქმედებენ. მათ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ კარგი რჩევა მოგცენ.

თხის რქა – თბილი კოჭა

კოჭა ძალიან მწველია, თუმცა თუ მას ყავას ან ორცხობილას დაუმატებთ ის გაგათბობთ და სიმყუდროვის შეგრძნებას გაგიჩენთ. თხის რქები ხშირად ვარდებიან უკიდურესობებში: ან ძლაიან გამოხატავენ თავს, ან საკუტარ თავში იკეტებიან და გულგრილებ ხდებიან. ერთდროულად მწარე და ტკბილი გემოს მქონე კოჭა შესანიშნავად ერწყმის პრაქტიკულად ნებისმიერ სუნელს. ასევეა თხის რქების შემთხვევაში, ისინი ნებისმიერ კოლექტივს ერწყმიან.

მერწყული – პიკანტური კვლიავი

კვლიავი – ერთობ სპეციფიური სანელებელია, რომელიც ყველას არ მოსწონს, ისევე როგორც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები. თუ კვლიავს გასინჯავთ, სიცხარე მალე გავა და სასიამოვნო მოტკბო გემო დარჩება. თუ მერწყულს ახლოს გაეცნობით, შეამჩნევთ, რომ მისი ფეთქებადობის უკან, სასიამოვნ, კეთილი ადმაიანი იმალება.

ამ სანელებელზე ხშირად აყენებენ ალკოჰოლს, რომელიც შემდეგ ახლობელთა კოპანიაში ისმევა. წვეულებებზე უარს არც მერწყულები ამბობენ, ისინი ხშირად არიან წვეულებათა წამომწყებები და ინიციატორები.

თევზები – მათრობელა კორიანდრი

კორიანდრი – მას ხშირად უმატებენ გლინტვენში. ეს სასმელი ათრობს და ათბობს, ისივე როგორც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები. თევზებს გამოხატული ქარიზმა აქვთ, რომლის ვერ შემჩნევაც შეუძლებელია. მათ შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს შეაყვარონ თავი. კორიანდრს საშობაო სამსელშიც უმატებენ. თევზები საკმაოდ მეოცნებეები არიანდ ა ხშირად უყვართ ჯადოსნობაში გადაშვება. თუმცა ისინი არასდროს გამოდიან ტავიანთი შინაგანი სამყაროდან და როგორც წესი ბევრ წარმატებებს არწევენ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.