ტესტები
რომელი პერსონაჟი ხარჯავს ბევრ ფულს დიდი სიამოვნებით
თითოეულ ადამიანს სიმდიდრის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება აქვს. ზოგისთვის სიმდიდრე თითქმის მთელი ცხოვრების აზრი ან მიზანია, ზოგისთვის კი ოცნებების და სურვილების რეალიზების შესაძლებლობა. დიახ, თავად სიტყვა „სიმდიდრეს“ შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს. აქ, საქმე მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეს არ ეხება!
დღეს Alltime–ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ტესტს ინტუიციაზე, რომელიც გიჩვენებთ, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ სიმდიდრის და წარმატების მიმართ სინამდვილეში. პასუხით თქვენს შესახებ რაღაც საინტერესოს გაიგებთ!
დამოკიდებულება სიმდიდრის მიმართ
მოცემულ სურათს ყურადღებით დააკვირდით, შემდეგ უპასუხეთ კითხვას: როგორ ფიქრობთ, რომელი პერსონაჟის მდგომარეობაა სხვებზე უკეთესი? უყოყმანოდ აირჩიეთ, შინაგან ხმას მოუსმინეთ.
შედეგები:
კიდევ ერთი წუთით დაფიქრდით და შედეგების გაშიფვრაზე გადადით.
ქალი წითელ კაბაში
თუ აირჩიეთ lady in red, გილოცავთ, თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც უყვარს და ვინც იცის, როგორ იყოს ყურადღების ცენტრში. ოპტიმიზმი და პოზიტიური აზროვნება ეს თქვენზეა. თქვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. აპლოდისმენტები, ყვავილები და კომპლიმენტები – აი, რას ითხოვს თქვენი სული. თუმცა ადამიანები, რომლებმაც გოგონა წითელ კაბაში აირჩიეთ, ხშირად საკუთარ თავზე იმდენად კონცენტრირებულნი არიან, რომ სხვებში პატივმოყვარეობის და ეგოიზმის ასოციაციებს იწვევენ.
კარგი დიპლომატი ხართ. წარმატებული მოლაპარაკებები, რასაც არ უნდა ეხებოდეს, თქვენი ძლიერი მხარეა. თქვენთვის ფული დიდად მნიშვნელოვანი არაა. ფული მოდის და მიდის. და მაინც, ასეთი მარტივი ურთიერთობის წყალობით ფული ყოველთვის გაქვთ.
ოჯახი
თქვენთვის სიმდიდრის ცნება ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე უბრალოდ ფული. მატერიალური სიმდიდრე გჭირდებათ იმის მისაღწევად, რაც გსურთ და რაც აუცილებელია.
ფულს ქარს არ ატანთ და დაზოგვა შეგიძლიათ, მაგრამ ძუნწს ვერ გიწოდებთ. როგორც წესი, „უსაფრთხოების ბალიშში“ ფული ყოველთვის გადადებული გაქვთ. რაც მთავარია, ზუსტად იცით, რომ იყო მდიდარი, ნიშნავს ღმერთთან ახლოს იყო, ოჯახი გიყვარდეს, თითოეული დღე სიხარულს გვრიდეს და საკუთარ თავს და სხვებს სიყვარულით და სიკეთით ეპყრობოდე. ბედნიერებისკენ ისწრაფვით და ყველაზე მარტივ საგნებშიც მის შემჩნევას ახერხებთ!
მამაკაცი ძაღლით
თუ აირჩიეთ სავარძელში ჩამომჯდარი მამაკაცი, რომელიც ძაღლს უყურებს, ხელმძღვანელ პოზიციებზე დაფიქრდით. თქვენ ძლიერი ხართ და სხვების მართვა და მათი შთაგონება შეგიძლიათ. თქვენთვის სიმდიდრე ძალაუფლების სინონიმია.
თქვენთვის არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა სხვისი აზრი: არსებობს მხოლოდ თქვენი და არასწორი. სწორედ ამ კატეგორიულობის გამო შეიძლება სხვებს არ უყვარდეთ. არადა სულ ტყუილად, რადგან სწორედ ის ადამიანი ხართ, ვისაც რთულ წუთებში მოსვლა და გაჭირვებულისთვის დახმარების გაწევა შეუძლია. სიტყვის პატრონი ხართ, რაც ჩვენს დროში დიდი იშვიათობაა.
რედაქციისგან
ბოლო დროს ვცდილობ, რომ არსებულ ჩარჩოებს და თავს მოხვეულ მოსაზრებებს ჩამოვშორდე. ვსწავლობ, რომ გარკვეულ კონცეფციებს და საგნებს უფრო ფართოდ შევხედო, რადგან ყველაფერს საკუთარი ინტერპრეტაცია და ბევრი ელფერი აქვს. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ სიმდიდრის მიმართ? მოხარული ვიქნები, თუ ამ თემაზე თქვენს მოსაზრებას წავიკითხავ.