ჯანმრთელობა
რომელი მოცხარია უფრო სასარგებლო: შავი, წითელი თუ თეთრი
ზაფხული მრავალფეროვანი ვიტამინებით სხვადასხვა გამოვლინებით გვახარებს. ახალ ბოსტნეულის სალათზე ახლად მომზადებული კენკრის კომპოტით დაყოლებით ორგანიზმს გაამდიდრებთ სასარგებლო მიკროელემენტებით, რომლებიც ზამთარში ასე გვაკლია. უდავოდ, მოცხარით ყველაზე გემრიელი, არომატული და გაჯერებული კომპოტი გამოდის. რომელი მოცხარია უფრო სასარგებლო?
ერთი შეხედვით, მოცხარის გემო და სარგებელი ჩვენს შორეულ წინაპრებს უნდა აღმოეჩინათ. სინამდვილეში, ეს ბუჩქი მხოლოდ 500 წლის წინ მოაშენეს. ამ დროში მოცხარი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. ხალხმა მისი სასარგებლო თვისებები და საოცარი გემო დააფასა. გარდა ამისა, მოცხარის გამოყენების სპექტრი სამზარეულოსა და ხალხურ მედიცინაში წარმოუდგენლად ფართოა!
რომელი მოცხარია უფრო სასარგებლო: შავის, წითელის და თეთრის შედარება
შავი მოცხარი
ეს ბუჩქი იმდენად სასარგებლოა, რომ არა მხოლოდ კენკრას, არამედ კვირტებსა და ფოთლებსაც სამკურნალოდ იყენებენ. შავი მოცხარის კენკრა С ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს. ცნობისთვის, უფრო მეტ ასკორბინის მჟავას მხოლოდ ხურტკმელი შეიცავს.
ბუჩქის ფოთლები კენკრის მოსავლის აღებისთანავე შეგიძლიათ შეაგროვოთ. მცოდნე მფლობელები როგორც ახალ, ასევე ხმელ ფოთლებს იყენებენ. სოუსების და სასმელების მოსამზადებლად, სოკოს და ბოსტნეულის დასაკონსერვებლად კარგია. შავი მოცხარის კვირტებიც ასე გამოიყენება, მაგრამ მცირე კონცენტრაციით. აპრილში შეაგროვეთ. ეს პროდუქტი C ვიტამინით, ეთერზეთებით, კაროტინით და ფიტონციდებით მდიდარია.
წითელი და თეთრი მოცხარი
აღმოჩნდა, რომ წითელი და თეთრი მოცხარი ერთი სახეობაა. თუ ბუჩქზე ყვითელ, წითელ, თეთრ ან ვარდისფერ კენკრას ხედავთ, იცოდეთ, რომ თქვენს წინაშეა წითელი მოცხარი. მასში შედის ნაკლები შაქარი (იგრძნობა, რომ უფრო მჟავეა) და უფრო მეტი თავისუფალი მჟავა. წითელი მოცხარი С და Р ვიტამინების წყაროა. ეს კენკრა დაავადების შემდეგ აღსადგენად, მადის გასაუმჯობესებლად აუცილებელია. წითელი მოცხარის ფოთლები და კვირტები არ გამოიყენება, მხოლოდ კენკრა. მისგან სასარგებლო და გემრიელი მურაბა, ჯემი და წყურვილის მომკვლელი სასმელი გამოდის.
როგორ შევინახოთ კენკრის სასარგებლო თვისებები
1. მოამზადეთ. ახალი მოცხარის კენკრა პეროგის, კექსის, კომპოტის, სმუზის და კრემის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
2. მაცივარში შეინახეთ. შავი მოცხარის კენკრა მაცივარში 2 კვირა შეგიძლიათ შეინახოთ, წითელი – 2 თვემდე! ამ დროში ნამდვილად მოიფიქრებთ, სად და როგორ გამოიყენოთ.
3. გაყინეთ. სეზონის შემდეგაც მოცხარისგან საკმარისი ვიტამინები და გემო რომ მიიღოთ. საყინულეში გაყინეთ. გახსოვდეთ, რომ გაყინულ მოცხარში ვიტამინები და სასარგებლო თვისებები მხოლოდ 3 თვე ინახება. ამის შემდეგ მხოლოდ მისი გემოთი შეგიძლიათ დატკბეთ.
4. დააკონსერვეთ. ზამთარში ქილა მოცხარის მურაბის გახსნა სასიამოვნოა! კენკრიდან შეგიძლიათ მოამზადოთ ჯემი, წვენი, სიროფი, ჟელე, პოვიდლო. გარდა ამისა, მოცხარის დამწნილება ან გახმობა სცადეთ.
იცით თუ არა, რომ არსებობს კიდევ ერთი სახეობა – ოქროსფერი მოცხარი? ზოგიერთ რეგიონში მას კოწახურს უწოდებენ. ამ კენკრის გემო ტკბილი და გაჯერებულია. ოქროსფერი მოცხარის შემადგენლობაში ბევრი ვიტამინი და სასარგებლო მიკროელემენტია. თქვენ რომელი მოცხარის სახეობა გიყვართ?