Connect with us

ჰოროსკოპი

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალბატონები არ გამოგადგებათ ოჯახური თანაცხოვრებისთვის

სწორად შერჩეული ქალი, ყვეაფერში 100%-იან წარმატებას უდრის. დრეს მოგითხრობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალები არ გამოგადგებათ ოჯახური ტანაცხოვრებისთვის, ამ სტატიას ზედმეტად სერიოზულადაც ნუ მიუდგებით, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ყველა ხუმრობაშია სიმართლის ნაპერწკალი.

ლომი

ლომები ლამაზები და მომხიბვლელები არიან, თუმცა ქმარზე ზრუნვას მისგან ნუ მოელით, ისინი ძირითადად საკუთარ თავსა და თავის სურვილებზე არიან კონცენტრირებული. ამ ზოდიაქოს წარმომადგენელთაგან ბევრი ქმარს ისე უყურებს როგორც საფულეს, თუ მზად არ ხართ, რომ მეუღლე მხოლოდ შემოსავლებისა და მატერიალური მირწევების მიხედვით დაგაფასებს მაშინ ცხოვრების მეგზურად კირჩხიბი ან კურო აირჩიეთ.

მორიელი

მორიელები მიმზიდველები, იდუმალები და ლამაზებია რიან. მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა, თუმცა მათთან მშვიდ და წყნარ თანაცხოვრებაზე ნუ იოცნებებთ. ამ ზოდიაქოს იშნის წარმომადგენლებს ყველაფრის გაკონტროლების წყურვილი კლავთ და შინაურებისგან მათი სურვილების და ბრძანებების შეუპასუხებლად შესრულებას ელიან. მათ სკანდალებისა და ისტერიკების მოწყობის არაჩვეულებრივი უნარი აქვთ. ასეთ მეგზურთან ნამდვილად არ მოიწყენთ თუმცა ნურც შინაურული სიმყუდროვისა და ჰარმონიის ქონის იმედი ნუ გექნებათ.

ტყუპები

ტყუპები ძალიან პირდაპირები არიან. ასეთ ქალთან შექმნილი ოჯახი მხოლოდ მამაცი და საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცისთვის იქნება ბედნიერი, რომლებსაც თავის თავზე სიმართლის მოსმენის არ ეშინია. ამ ალბატონება სულში ცახედვა იციან და ყველა მზად არ არის საკუთარი სულის სიღრმეში მცხოვრები დემონების გასაცნობად.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ერუდირებულები და საინტერესოები არიან. ასეთ ქალს ნებისმიერ თემაზე საუბარი და კარგი რჩევის მიცემა შეუძლია. თუმცა გემრიელი სადილის და იდეალურად გაუთოვებული პერანგის იმედი ნამდვილად ნუ გექნებათ. ამ ქალბატონთან ქორწინების შემთევავში შინაურული საქმეების მიხედვა თავად მამაკაცებს მოუწევთ.