Connect with us

ჰოროსკოპი

რომელი ვარსკვლავური სუნამო შეეფერება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს?

ცნობილი ასტოლოგი ჯეიკ რეგისტერი კარგიად ერკვევა არა მხოლოდ ვარსკვლავებში არამედ ოსტატურად შეუძლია გირჩიოთ, თუ რომელი ვარსკვლავის მიერ შექმნილი სუნამო მოგიხდებათ თქვენმ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ჰოლივუდელი ვარსკვლავთმრიცხველი გვპირდება, რომ თუ ამ სუნამოებს გამოიყენებთ, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი სასურველი გზით წარიმართება.

ვერძი

ვერძები – ძლიერი პიროვნებები არიან, რომლებიც ტრენდებს აყალიბებენ და საქმეში სიახლეები შემოაქვთ. არომატი Lady Gaga Fame ბელადონას, ჟასმინის, თაფლის, ზაფრანისა და ლადანის არომატებით – სრულიად შეეფერებათ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს. ნუ რელავთ, შავი სითხე კანთან შეხებისას გამჭვირვალე ხდება, ასე რომ მისი მოხმარების შემდეგ, ლეოპარდივით ლაქები არ გაგიჩნდებათ, თუმცა ყურადღების ცენტრში კი ნამდვილად მოხვდებით!

კურო

ძლიერსა და ურყევ მიწის სტიქიის ნიშანს – ვერძს, ხის ტონები მოუხდება. მაგალითად SJP Stash – კედრის, ფაჩულის, მუშკის, შავი წიწაკის, ვეტივერიასა და გრეიფრუტის ტონებით.

ტყუპები

მუდამ დაკავებულსა და ინტელექტუალ ტყუპებს შესაბამისად რთული არომატი ესაჭიროებთ, რომელიც ურთიერთსაწინააღდეგო ინგრედიენტებს გააერთიანებს. ეს ყველაფერი კი KKW Fragrance Body-ის არომატში გვხვდება, რომელიც ჯერ მწვანე ბერგამოტის, მანდარინის, ვარდისფერი წიწაკის ნოტებით იხსნება და შემდეგ კი, ჟასმინისა და ვარდი არომატები გადაწონიან. ბოლოში კი ვეტივერიას, სანდალის, ამბრისა და მუშკის არომატებს ვგრძნობთ.

კირჩხიბი

კირჩხიბი საკმაოდ ემოციური, მაგრამ ამასთანავე თავშეკავებული, დახვეწილი, დაუცველი ხასიათი აქვთ. მათ ტკბილი და მსუბუქი არომატი შეეფერებათ, მაგალითად Ten by Jessica Simpson – რომელშიც ატმის, ქლიავის, ვეფხვისებრი ლილიას, თეთრი შოკოლადისა და ვანილის არომატები ირევა.

ლომი

ლომები – მამაცი, კაშკაშა პიროვნებები არიან, რომელთა გამოჩენაც შეუმჩნეველი არასდროს რჩება. ეს ზაფხულის ზოდიაქოს ნიშანია, ამიტომ მათ მსუბუქი, ხილის არომატები მოუხდებათ. თუმცა სუნამო ძალიან სექსუალური და მწიფე არ უნდა იყოს, რადგან ლომებს ბავშვური თვისებები ახასიათებთ (მაგალიტად ინფანტილურობა). Harajuku Lovers by Gwen Stefani Pop Electric G ქოქოსის ნაღებით, მუშკის და თეთრი ყვავილების ნოტებით – იდეალური არჩევანია ლომებისთვის.

ქალწული

ქალწული – შრომისმოყვარე პერფექციონისტები, რომლებიც ჩუმ სახეებს უკან იმალებიან. ეს ზაფხულის უკანასკნელი ნიშანია, რომელიც შემოდგომაში გადადის, ამიტომ ქალწულებს თბილი არომატები მოეწონებათ. Beyoncé Heat – ატმის, მაგნოლიის, თაფლის, ნუშის, ქარვისა და სეკვოიას ნოტების ნაზავი.

სასწორი

ეს ჰაერის ნიშანი ჰარმონიასა და ბალანსს ძალიან აფასებს, შესაბამისად მათ რამე ნაზი, მსუბუქი და გამაგრილებელი არომატი მოუხდებათ, ისეთი, როგორიც Ariana Grande Cloud გახლავთ, მსხლის, ათქვეფილი ნაღების, ბერგამოტისა და თეთრი ორქიდეის ნოტებით.

მორიელი

მორიელი – ყველაზე სექსუალური და ვნებიანი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც აღმერთებს ფლირტსა და ცდუნებას. ამიტომ, მათ ეროტიული (კარგი გაგებით) არომატი, შავი ფლაკონის Reb’l Fleur Love Always by Rihanna შეეფერებათ, რომელშიც წითელი კენკრის, ქლიავის, იის, ფაჩულის, ვანილის და მუშკის არომატები იგრძნობა.

მშვილდოსანი

ცეცხლის ნიშანი, რომელიც ყოველთვის მოძრაობაშია, უყვარს მოგზაურობა, სიახლეების შესწავლა და არასდროს არაფერს ნანობს. აღმოსავლური არომატი Katy Perry’s Indi Visible – სანდალის ხის, ფაჩულის, ვარდისფერი წიწაკის და მუშკის არომატებით მათთვის სწორედ იდეალური “partner in crime” იქნება.

თხის რქა

მკაცრი თხის რქა, რომელსაც ყველაფერი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს და ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა მიდიოდეს. მას კონტრასტული Taylor Swift Incredible Things მოუხდება გრეიფრუტის, თეთრი ორქიდეის, ველური პასიფლორის, ზამშის, თეთრი ქარვისა და ვეტივერიას არომატებით.

მერწყული

თუ მორიელები – ყველაზე სექსუალური ნიშნები არიან, მერწყულები – ყველაზე ექსცენტრიულები და პროგრესულები გახლავთ! ის ყველას რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს, ამიტომ ამ ზოდიაქოს ნიშნის წამრომადგენლებს არაჩვეულებრივი, სრულიად ახალი სუნამო ესაჭიროებათ. მათ შეუძლიათ უნისექს არომატი Britney Spears Prerogative აირჩიონ – ყავის, გოჯის მარცვლების, სანდლის ხისა და ხის ქარვის არომატით.

თევზები

თევზები ზამთრისა და გაზაფხულის გასაყარზე დგანან, ეს კი ნიშნავს, რომ მათ ხილისა და ყვავილების არომატი Platinum Rush Paris Hilton For Women მოუხდებათ, რომელშიც მანგოს, წითელი ვაშლის, მაგნოლიის, მუშკის, ამბრისა და მდელოს შროშანის არომატები იმალება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.