Connect with us

საკითხავი

რომანტიკული ცისფერი ვეფხვის სია: რა უნდა აჩუქოთ ახლობლებს ახალი წლის ღამეს

ბევრი ადამიანი ახალი წლისთვის წინასწარ ემზადება. ასე ზედმეტ ნერვიულობას და წინასაახალწლო ქაოსს თავიდან აიცილებთ. ყველას რომ ასიამოვნოთ, თან დაზოგვაც შეძლოთ, საჭირო დეტალები მოიფიქრეთ და საჩუქრები ხელსაყრელ ფასად შეუკვეთეთ. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ საუკეთესო საჩუქრების იდეას 2022 წლისთვის.

წლის სიმბოლო დიდი და ფუმფულა ვეფხვი, არაპრაქტიკული არსებაა. მას სულიერი საჩუქრები სჭირდება, ასე მთელი 2022 წელი იღბალი არ მიგატოვებთ.

2022 წლის საახალწლო საჩუქრების იდეა

ვეფხვს რომ ასიამოვნოთ, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, თეთრი, ნარინჯისფერი, გამომწვარი თიხისფერი, ლურჯი ან მწვანე ფერის საჩუქრები შეარჩიეთ.

წლის მფარველს ვეფხვის სიმბოლოს ნივთები გაახარებს. ეს შეიძლება იყოს ლამაზი მტაცებლის ფორმის გულსაბნევი, საყურე, სტატუეტი და რბილი სათამაშო.

აი, კატის ოჯახის სხვა წარმომადგენელი ალტერნატივად არ გამოგადგებათ. ვეფხვმა შეიძლება იეჭვიანოს.

სხვათა შორის, ვეფხვის სიმბოლოს აქსესუარი შეგიძლიათ 2022 წლის წარმატების თილისმად გამოიყენოთ.

პოსტპანდემიურ ეპოქაში სახლში მეტ დროს ვატარებთ, ამიტომ სახლის მოწყობასა და კომფორტთან დაკავშირებული საჩუქრები ისეა აქტუალური, როგორც არასდროს. ეს შეიძლება იყოს ლამაზი სანთლები ან გირლანდები.

მცენარე ქოთანში სასაჩუქროდ კარგი იდეაა. განსაკუთრებით გამოგადგებათ ფიკუსი, ალოე, კალანჰოე ან სანსევიერია. ეს მცენარეები მორწყვის მხრივ მომთხოვნი არ არიან. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ კაშპო ავტომორწყვით – სუპერ კომფორტული ნივთი, განსაკუთრებით მოგზაურობის მოყვარულთათვის.

სახლისთვის შეგიძლიათ აჩუქოთ ჭიქების ნაკრები ან ყველის თეფშების ნაკრები დასაჭრელი დანით და დაფით. ყველის მოყვარულები დააფასებენ!  ბევრს ფრენჩპრესიც გაუხარდება. როგორც სახლისთვის, ასევე ოფისისთვის გამოდგება!

საჩუქრად ასევე შეგიძლიათ სახლის ჩუსტები შეარჩიოთ. ოღონდ არა უახლოესი სუპერმარკეტიდან, არამედ ნატურალური, ხარისხიანი. თბილი და ლამაზი წინდებიც კარგი იდეაა!

ორთოპედიული ბალიშიც კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ძილი ადამიანის ცხოვრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მყუდრო, თბილი გადასაფარებელი საჩუქრის კიდევ ერთი კარგი ვარიანტია.

დასასვენებლად – სამაგიდო თამაში. ახლა სამაგიდო თამაშების ბევრი ვარიანტია. პირადად, კლასიკური „მონოპოლია“ ან ფრანგული ფერადი ასოციაციური თამაში „დიქსიტი“ ძალიან გამიხარდებოდა.

შეგიძლიათ Netflix–ის გამოწერა ან ინტერნეტ კურსები აჩუქოთ. მთავარია, კარგად იცოდეთ, რა აინტერესებს ადამიანს, ვისაც ჩუქნით.

თუ სახლის და ინტერნეტის თემას გადავუხვევთ, პოზიტიური ემოციები საუკეთესო საჩუქარია. ბილეთები კინოში, თეატრში, მუსიკალურ კონცერტზე, ცირკში ან პლანეტარიუმში. მთავარია, რომ ადამიანს მოეწონოს!

რომანტიკოსებს აეროსტატით ფრენა ან პარაშუტით ხტომის ვაუჩერები (ეს უკვე მამაცებისთვის) გაუხარდებათ. საოცნებო საჩუქარი – მოგზაურობა ლამაზ ადგილას ან ახალ ქალაქში, სადაც არასდროს ყოფილა.

„შხაპგელი, შამპუნი და სუნამო ცუდი საჩუქრებია“ – ამბობენ ეზოთერიკოსები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ წლის მფარველი ვეფხვი, როგორც ყველა კატა, მძაფრ სუნებს ვერ იტანს.

აი, კოსმეტოლოგთან ან SPA პროცედურის აბონემენტს ყველა დააფასებს!

ჰაერის დამატენიანებელი სასარგებლო საჩუქარია, რომელიც ყველას ნამდვილად გამოადგება, განსაკუთრებით გათბობის სეზონზე.

ნოუთბუქის და ტელეფონის სადგამი კეთილდღეობისთვის კარგი საჩუქარია (ზურგზე ზრუნვა). ასევე კარგი იდეაა იოგის ხალიჩის და ჰანტელების ჩუქება ან სავარჯიშო დარბაზის, ცურვის აბონემენტი.

მასაჟის ვაუჩერი როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს გაუხარდებთ.

საჩუქრად შეგიძლიათ პორტატული დამტენი (ჩვენს ყოველდღიურობაში სასარგებლო ნივთი) ან ნოუთბუქის ჩანთა შეარჩიოთ. წიგნის მოყვარულები კრეატიულ სანიშნეებს ან წიგნს დააფასებენ, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს.

ნამცხვრების ყუთი საახალწლო წინასწარმეტყველებით ან სურვილებით ან ხილით სავსე კალათა კარგი სასაჩუქრე იდეაა. ჭამა ყველას უყვარს!

რედაქციის რჩევა

მთავარია, კონკრეტული ადამიანის სურვილებიდან გამომდინარე ინდივიდუალური ხასიათის საჩუქრები შეარჩიოთ. აი, ბანალურ სასაჩუქრე ნაკრებზე შხაპგელით და სხვა წვრილმანებით სჯობს უარი თქვათ.

იმედი გვაქვს, რომ 2022 წლის სასაჩუქრე იდეები გამოგადგებათ. გადახედეთ, შთაგონება მიიღეთ, დაფიქრდით და ახლობლებისთვის საჩუქრების მომარაგება დაიწყეთ!

Advertisement