ჰოროსკოპი
როდის შევიჭრათ თმა 2021 წლის მარტში ფულის მოსაზიდად
ჩვეულებრივ, მსგავსი სისულელეების არ მჯერა. თუმცა ფულის მწვავე უკმარისობის დროს რას არ ცდის ადამიანი, ოღონდ კი ფინანსები გაზარდოს და კვლავ აღარ დაკარგოს. თმის შეჭრა ერთ–ერთი საიმედო და გამოცდილი მეთოდია ფულის მოსაზიდად. აქ, მხოლოდ პლანეტების განლაგება არაა მნიშვნელოვანი.
ვარცხნილობა ფულის მოსაზიდად
წარმატების გასანახლებლად ბრძენი რიშის ვედური კალენდარი საუკეთესო ორიენტირია. მთვარის კალენდარი დაგეხმარებათ თვის ყველაზე ხელსაყრელი დღეების განსაზღვრაში, რომ თმასთან ერთად ნეგატიური ენერგია მოიშოროთ, რომელიც თქვენს განვითარებას ხელს უშლის.
თუ ფინანსებში აღარ გიმართლებთ, სწორედ თმის შეჭრა დაგეხმარებათ. აუცილებელი არაა გრძელი თმა მოიჭრათ. თმის ცოტა განახლება და რამდენიმე სანტიმეტრის მოჭრა საკმარისია. სხვათა შორის, ბრძენი ხალხი გირჩევთ, თმა საკუთარი ხელით არ შეიჭრათ.
ექსპერტების თქმით, ამ მხრივ ზედმეტი დამოუკიდებლობა ზიანის მომტანია. ამბობენ, რომ როცა ადამიანი თმას თავად იჭრის, წარმატება ზურგს აქცევს.
რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა ცნობილ დალაქთან დარეკვას და თმის შესაჭრელად ჩაწერას აპირებთ? მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ სამი მთავარი პარამეტრი:
- კვირის დღე
- მთვარის დღეები ვედური კალენდრით
- მთვარის პოზიცია
2021 წლის მარტში მთვარე თვის დასაწყისიდან 11 მარტამდე კლებადია. შემდეგი კლება 29–ში, თვის ბოლოს იწყება. ბევრი თვლის, რომ კლებად მთვარეზე თმის შეჭრა კარგი არაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გრძელი თმა აქვს.
ამ თვეში ახალმთვარეობა 12 და 13 რიცხვში იყო. 14–დან მისი ზრდა დაიწყო. ეს პერიოდი ვარცხნილობის, ასევე გარეგნობის შესაცვლელად ხელსაყრელია. მარტში სავსემთვარეობა 28–ში იქნება, რომელიც სხვადასხვა ცვლილებებისთვის ასევე ხელსაყრელი დღეა.
კვირის დღეების, მთვარის ფაზების და მისი პოზიციის გათვალისწინებით ვარცხნილობისთვის ხელსაყრელი დღეებია 2, 3, 4, 5, 9, 10, 14, 16, 23, 24, 30 და 31. სჯობს სალონში დღის პირველ ნახევარში ჩაეწეროთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ თარიღს მნიშვნელობა არ აქვს. კარგი სპეციალისტი შეარჩიეთ. გაითვალისწინეთ არა მხოლოდ მისი პროფესიონალიზმი, არამედ საკუთარი შეგრძნებები. ერთი შეხედვით კლიენტის და დალაქის ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ასე არაა!
დადებითი განწყობა თავის როლს თამაშობს. თმის შესაჭრელად სალონში ცუდი განწყობით არ მიხვიდეთ. თუ გაიღვიძეთ და მიხვდით, რომ კარგი ფეხით აშკარად არ ამდგარხართ, სჯობს პროცედურა გადადოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ სპეციალისტთან გასაუბრება, სანამ ვარცხნილობას შეიცვლით.
თქვენთვის მნიშვნელოვანი ყველა მომენტის შესახებ მოუყევით. არ იფიქროთ, რომ სპეციალისტი თქვენს ფიქრებს წაიკითხავს. მოკლე თმის მიმართ თქვენი შიში გაუზიარეთ, ასევე მიზნის შესახებ მოუყევით. თუ სპეციალისტს ეცოდინება, რომ თმის გაზრდას აპირებთ, ამაზე ყურადღებას გაამახვილებს.