Connect with us

ჰოროსკოპი

როდის სჯობს დაორსულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ბავშვის ყოლის სურვილი ყოველთვის მოულოდნელად მოდის. თქვენ იღვიძებთ და ხვდებით, რომ დედობისთვის მზად ხართ. თუმცა მხოლოდ სურვილით შორს ვერ წახვალთ. სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორები არსებობს. ნანატრი ბავშვი არა მხოლოდ სიყვარულით, არამედ ყურადღებით და ზრუნვით უნდა უზრუნველყოთ.

ნანატრი ბავშვი

ჩვენს დროში 30 წლის შემდეგ ბავშვის დაბადება ნორმას წარმოადგენს. ზოგჯერ ეს კარგიცაა, რადგან ზუსტად იცით, თუ რა გსურთ ცხოვრებიდან. ადამიანების უმეტესობა ამ ასაკისთვის ცხოვრების მოწყობას და ზოგიერთი მიზნის მიღწევასაც ასწრებს. თუ წყვილმა ყველაფერი კარგად აწონდაწონა და ბავშვის ყოლისთვის მზადაა, თითოეული წვრილმანი დეტალურად უნდა განიხილოს.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ადგილი და მასში ბავშვისთვის სივრცე. ფული დიდ როლს თამაშობს. აი, როგორ განვსაზღვროთ დრო? ჩასასახად რომელი დრო შევარჩიოთ? თუ თქვენთვის ასეთ მომენტს მნიშვნელობა აქვს, გირჩევთ ასტროლოგების რჩევას მოუსმინოთ. შესაძლოა, ვარსკვლავებმა მიგანიშნოთ, თუ როდის სჯობს ბავშვის ჩასახვა.

ყველაზე წარმატებული დღეები ბავშვის ჩასასახად სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნისთვის

ვერძი

ვერძის ცხოვრებაში კარგად მოფიქრებული გეგმა ყოველთვის საიმედო საფუძველი იქნება. ყველაფერი წვრილმანებამდე გათვლილი და ვადებში შესრულებული უნდა იყოს. ასეთი პასუხისმგებლიანი ქალები დედები 25 ივნისიდან 15 ივლისამდე, ასევე 25 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ხდებიან.

კურო

სიჯიუტე, სიჯიუტე და კიდევ ერთხელ სიჯიუტე. ეს თქვენს სასიკეთოდ რატომ არ გამოვიყენოთ? მაგალითად, გარკვეულ დღეს ბავშვის ჩასასახად. დღე 25 ნოემბერსა და 15 დეკემბერს შორის ან 25 მარტსა და 15 აპრილს შორის შეარჩიეთ.

ტყუპები

ტყუპები თავიანთ შვილებს ძალიან ბუნებრივად და მარტივად ეპყრობიან. მშვენიერი სანახავია! ყველაზე წარმატებული დღეები ჩასასახად: 25 აგვისტო – 15 სექტემბერი და 25 აპრილი – 15 მაისი.

კირჩხიბი

დედობრივი ზრუნვის გამოვლენისას საკუთარი თავი არ უნდა დაგავიწყდეთ. დაღლილ და დაქანცულ დედასაც სიყვარული და ზრუნვა ესაჭიროება. სანამ ისვენებთ, ბავშვის ჩასასახად თარიღი შეარჩიეთ: 25 ივლისი – 15 აგვისტო ან 15 მარტი – 15 აპრილი.

ლომი

ლომს დედობის და სამსახურის კომბინაცია შეუძლია. ასეთი მებრძოლი ქალები უკვე მეორე კვირას დეკრეტული შვებულებიდან გამოდიან. ბავშვის ჩასასახად კარგი დღეები 25 ივნისიდან 15 ივლისამდე.

ქალწული

პასუხისმგებლობა და ყურადღება ნებისმიერი ახალგაზრდა დედის უცვლელი თვისებაა. თარიღის შერჩევასაც პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდი საუკეთესოა.

სასწორი

ამ ზოდიაქოს ნიშნის სხვა დადებით თვისებებს შორის მოთმინება პირველ ადგილასაა. ნელა და გონივრულად აირჩიეთ თარიღი: 25 სექტემბერი – 15 ოქტომბერი ან 25 მაისი – 15 ივნისი.

მორიელი

ბავშვის გაჩენის საკითხი ამ ზოდიაქოს ნიშანს მარტივად არ გადაუწყვეტია. ამიტომ თარიღიც პასუხისმგებლობით უნდა შეარჩიოს. ზამთრის ბოლო (25 თებერვალი – 15 მარტი) კარგი პერიოდი იქნება.

მშვილდოსანი

ოპტიმისტი მშვილდოსანი დედობის შესახვედრად ემზადება. სჯობს შეჩერდეთ და ჩასახვისთვის ლამაზი თარიღი შეარჩიოთ! შესაძლოა, 25 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი მოგეწონებათ.

თხის რქა

ამ ნიშნისთვის სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ, როდის მოხდება კარიერის და დედობის კომბინაცია უკეთ. ეს თარიღები შეიძლება დაგეხმაროთ: 25 ოქტომბერი – 15 ნოემბერი.

მერწყული

მერწყულს გაზრდა ძალიან უჭირს, რა უნდა ვთქვათ ბავშვზე. თუმცა მოსამზადებელი პერიოდი მისთვისაც დადგება. თარიღი 25 მარტსა და 15 აპრილს შორის შეარჩიეთ.

თევზები

მგრძნობიარე თევზები სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ყურადღებას აქცევს. ვიმედოვნებთ, რომ ინტუიცია კარგ დროს შეგარჩევინებთ ამ პერიოდებს შორის: 25 მაისი – 15 ივნისი ან 25 სექტემბერი – 15 ოქტომბერი.

რედაქციისგან

დაე, თქვენი ნანატრი შვილი ამქვეყნად მოევლინოს მაშინ, როცა ამისთვის ნამდვილად მზად იქნებით. სასიამოვნო და მარტივ დედობას გისურვებთ!