ყვავილები
როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ
ხახვი ჩვენი კვლების ერთ–ერთი მთავარი ბინადარია. გაზაფხულის დადგომისთანავე თითოეული მეაგარაკე სვამს კითხვას: როდის სჯობს ხახვის დარგვა, რომ მოსავალი არ დაიკარგოს? დღეს Alltime-ს რედაქცია გიამბობთ, როდის დარგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ შედეგმა მოლოდინი გაამართლოს.
როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე
მეაგარაკეებს, განსაკუთრებით დამწყებს, ხახვის ნაადრევად დარგვის ხშირად ეშინიათ. მათი მღელვარება გასაგებია. ხახვს მსუბუქი ყინვების არ ეშინია, მაგრამ სიცივეში შენახვა და დარგვა არასასურველია. საქმე იმაშია, დაბალი ტემპერატურა ბოლქვების სწრაფად ამოყრას იწვევს. ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან ასე სრულყოფილი ხახვის ფორმირებას ვერ შეძლებთ. როგორ განვსაზღვროთ ოპტიმალური დრო დასარგავად?
პირველ რიგში, გარეთ ჰაერის ტემპერატურა განსაზღვრეთ. თუ საშუალო დღიური მაჩვენებელი +8 გრადუსია, ხახვი თამამად შეგიძლიათ დარგოთ. თუმცა მანამდე ამინდის პროგნოზს გადახედეთ: თუ ყინვებია მოსალოდნელი, დარგვა უფრო თბილი პერიოდისთვის გადადეთ.
ხახვის დასარგავად ყველაზე პოპულარული თვეა მაისი. რა თქმა უნდა, კონკრეტული თარიღები კლიმატურ ზონაზეა დამოკიდებული. ხახვს გაზაფხულის ტენიანი ნიადაგი ძალიან უყვარს, ასე რომ დრო არ გამოგეპაროთ. მეორე მხრივ, ჭარბი ტენიანობა კარგს არაფერს მოგიტანთ – ხახვის წვიმიან ამინდში დარგვა რეკომენდებული არაა.
საერთოდ, კალენდარს ბრმად არ ენდოთ. საკუთარ რეგიონში ამინდის პირობებს ყურადღება მიაქციეთ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ნიშნები, რომელსაც ჩვენი წინაპრები მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მახსოვს, ბებია სათესს კალენდარს არასდროს იყენებდა, უბრალოდ ბუნების ხმას ენდობოდა.
ნიშნები
რამდენიმე სანდო ნიშანი არსებობს, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ დროა ხახვი დარგოთ.
1. თუ ნაადრევი გაზაფზულია, ხახვს დიდი მარხვიდან 4-5 კვირის შემდეგ რგავენ. თუმცა წელს გაზაფხული ნაადრევი არაა, შეგიძლიათ ეს ნიშანი არ გამოიყენოთ.
2. ხახვი თამამად შეგიძლიათ დარგოთ, როგორც კი, პირველი ტიტები და ნარგიზები აყვავილდება. ვინ მიგანიშნებს სწორ დროს მცენარეზე უკეთ? ბებია სწორედ ამ ყვავილებით ხელმძღვანელობდა.
3. როცა ბაყაყების პირველ ყიყინს გაიგონებთ, შეგიძლიათ ხახვი დარგოთ.
4. ადრე ხახვს რგავდნენ, როცა პირველი არყის ფოთლები გაიშლებოდა, შოთხვის ყვავილობამდე.
თქვენ რა წესებით ხელმძღვანელობთ ხახვის დასარგავად? ენდობით ხალხურ ნიშნებს თუ მკაცრად იყენებთ სათეს კალენდარს? თქვენი გამოცდილება აუცილებლად გაგვიზიარეთ.