Connect with us

ყვავილები

როდის დავიწყოთ ნერგების თესვა

ზამთრის მიწურული მებაღეებისა და მებოსტნეებისთვის ახალი სააგარაკო სეზონის დასაწყისს უდრის, რადგან მიუხედავად ფანჯრებს მიღმა არსებული ყინვისა, დგება მომენტი როცა პირველი ნერგის დათესვის მომენტზე უნდა დავფიქრდეთ.

თესლის პაკეტები და პლასტმასის სათლები თავის მომენტს ელიან, მხოლოდ რაფაზე მათი ადგილის შემზადება და იმის გადაწყვეტაღა დაგვრჩენია თუ რა უნდა დავთესოთ თებერვალში…

ჩითილი 2020 წელს

გვსურს შეგახსენოთ, რომ თებერვლის ჩითილის გაზრდას თავისი წესები აქვს. ამ თვეში პირველ რიგში გვიან მომწიფებადი და ნელა ზრდადი კულტურები უნდა დათესოთ, რომლებსაც ვეგეტაციის ხანგრძლივი პერიოდი ახასიათებთ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომლებსაც გამოცდილი ფერმერები ხშირად ითვალისწინებენ – მთვარის განლაგებაა. არსებობს ასეთი წესი: სავსემთვარეობაზე და მისი უახლოესი 2 დღის განმავლობაში თესვის დაწყება არ შეიძლება.

1. ბადრიჯანი

თებერვლის შუა რიცხვებში ბადრიჯნის თესვა დაიწყეთ. მას სითბო უყვარს, ამიტომ ისინი 25 – 30 გრადუს ტემპერატურაზე უნდა გაზარდოთ. თესლი შეგიძლიათ წინასწარ, ზრდის სტიმულატორით დაამუშავოთ.

ზედმეტი არ იქნება თუ დათესვამდე თესლს დეზინფექციას გაუკეთებთ – წყალბადის ზეჟანგის ხსნარით. ამისთვის 100 მილიგრამ წყალში 3 მილიგრამი პერეკისი დაამატეთ, გაათბეთ 40 გრადუსამდე და ხსნარში თესლი 10 წუთით ჩაალბეთ.

ვეგეტაციური პერიოდი ბადრიჯნის შემთხვევაში 100-დან 150 დღემდე გრძელდება, ამიტომ პირველად მათ თესავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავლის მიღებას ვერ მოვასწრებთ.

ოპტიმალური ასაკი ბადრიჯნის ნერგისთვის, ნიადაგში გადარგვამდე – 45 – 70 დღეა. მათი გადარგვა მაისის ბოლოს შეიძლება.

2. ბულგარული წიწაკა

მისი თესლის დამუშავებაც შეიძლება ზრდის სტიმულატორით, შემდეგ გააღვივეთ და ყუთებში გადარგეთ დაახლოებით 0,5 სანტიმეტრ სიღრმეზე. ამოსვლას ისინი 2-დან 3 კვირამდე ანდომებენ. ისევე როგორც ბადრიჯანს. მათაც 25-30 გრადუსი ტემპერატურა ესაჭიროებათ. ტკბილი წიწაკის დათესვა თებერვლის ბოლოდან შეგიძლიათ.

3. ნიახური

ნიახურის ფოთლოვანი სახეობები მოგვიანებით პირდაპირ კვალში შეგიძლიათ დათესოთ, მაგრამ სხვა სახეობები ჯერ ნერგად უნდა დათესოთ. ამ უკანასკნელის დასათესად საუკეთესო დრო თებერვლის ბოლო და მარტის პირველი დეკადაა, ნიადაგში გადარგვამდე 60-70 დღით ადრე.

ნიახურის თესლი ბევრ ეთერზეთს შეიცავს რაც მათ დატენიანებას და ნიადაგში გაფუებას უშლის ხელს. ისინი 20-25 დღის განმავლობაში ღივდებიან, განსაკუთრებით თუ ნიადაგში ცოტა ტენია. ამიტომ ნიახურის თესლი სასურველია წინასწარ შეამზადოთ თესვისთვის. ამისთვის ის წყალში დაალბეთ 2-3 დღე, შემდეგ გაამშრალეთ და დათესეთ ყუთებში!

4. პომიდორი

პოიმიდვრის ნერგების რაფაზე გაზრდა შემდეგ პირობებს მოითხოვს: სინათლის დიდი რაოდენობას (უკეთესია თუ ფანჯარა სამხრეთისკენ არის), მაღალი ტენიანობა (ნერგებს დღეში ორჯერ უნდა შეასხუროთ წყალი, არ იგულისხმება მორწყვა), ტემპერატურა კი 18-დან 25 გრადუსამდე უნდა შეინარჩუნოთ.

შეგიძლიათ თესლი წინსწარ არ გააღივოთ, მაგრამ მისი ზრდის სტიმულატორით დამუშავება ცუდი იდეა ნამდვილად არ იქნებოდა.

თესვისას ის მიწაში 1 სანტიმეტრით უნდა ჩადოთ. თებერვლის ბოლოდან შეგიძლიათ ადრეული სახეობები დარგოთ ღია ნიადაგში. მარტის მეორე ნახევარში კი სასათბურე ადრეული სახეობები.

5. კიტრი

კიტრის თესლს დათესვამდე წინასწარი დამუშავება ესაჭიროება. ჯერ ოთახის ტემპერატურის მქონე, მარილის სამპროცენტიან ხსნარში უნდა ჩაყაროთ – გარკვეული დროის შემდეგ ცარიელი თესლი მაღლა ამოტივტივდება, კარგი კი დაილექება.

შემდეგ თესლი 30 წუთი კალიუმის პერმანგანატში უნდა გააჩეროთ. ამის შემდეგ გარეცხეთ და სველ ქსოვილში გააღივეთ – 2-3 დღის მანძილზე, 25 – 30 გრადუს ტემპერატურაზე. როდესაც თესლს 3 – 4 მილიმეტრის წანაზარდები გაუჩნდება, ის შეგიძლიათ ნერგებად გადაიტანოთ.

კიტრის ნერგები ღია ნიადაგში 3 – 4 კვირის ასაკში ირგვება. ხოლო გადახურვის გარეშე 10 ივნისის შემდეგ რგავენ. ეს ნიშნავს რომ თესლის სანერგედ გამზადება 10-15 მაისიდან უნდა დაიწყოთ.

კიტრის სათბურში დარგვის საშუალებას ჩვენი კლიმატური პირობები აპრილიდან გვაძლევენ.

6. კომბოსტო

გირჩევთ მიწაში ცოტაოდენი ნაცარი დაამატოთ, რომელიც კომბოსტოს დაავადების გავრცელებისგან დაგიცავთ. ადრეული სახეოებები შეგიძლიათ 10 მარტიდან დათესოთ. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო – მარტის შუა რიცხვებიდან.

უნდა გვახსოვდეს, რომ თებერვალში დათესილი მცენარე გარდა მორწვის, განოყიერების და სითბოსი, დმატებით განათებასაც მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია ადრიდანვე ვიზრუნოთ სხვადასხვა მანათობელი საშუალებების მომზადებაზე.