Connect with us

ჯანმრთელობა

როდესაც ორგანიზმი შველას გვთხოვს, ის ამ 10 სიგნალს გვიგზავნის.

ადამიანის ორგანიზმი ყველაზე რთული მექანიზმია, რომელშიც ათასობით პროცესი მიმდინარეობს ერთდროულად. სამწუხაროდ, თანამედროვე ცოხვრების სტილისა და მავნე ჩვევების შედეგად ჩვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს გამართულად ფუნქციონირებას. ყოველივე ამან შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს.

მაშინ, როდესაც ჩვენს ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის, ეს უნიკალური მეანიზმი გვიგზავნის სხვადასხვა ნიშნებსა და სიგნალებს, რათა გვამცნობოს კონკრეტული პრობლემის შესახებ. ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს არ აქვს ამ ნიშნების წაკითხვისა და ამოცნობის უნარი, რის შედეგადაც პრობლემა დროთა განმავლობაში მწვავდება და გაცილებით უფრო სერიოზულ სახეს იძენს.

1. მშრალი კანი

კანის სიმშრალე ორგანიზმში E ვიტამინის დეფიციტითაა განპირობებული. ამ პრობლემის გადასაჭრელად მიირთვით დიდი რაოდენობით ნუში, კომბოსტო, მცენარეული ზეთი, ისპანახი, თევზი, კვერცხი და ა.შ.

2. მტვრევადი თმა და ფრჩხილები

როგორც წესი, ამ პრობლემას D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი განაპირობებს. პრობლემის გადასაჭრელად გაამდიდრეთ კვების რაციონი კარტოფილითა და ბროკოლით, რეგულარულად მიირთვით ნატურალური რძე, იოგურტი და კეფირი.

3. მოთხოვნილება ტკბილეულზე

მოთხოვნილება ტკბილ პროდუქტებზე გვიჩნდება სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი ნერვული სისტემა გამოფიტულია და საჭიროებს დამატებით ენერგიას. თუ გსურთ დაიკმაყოფილოთ ეს მოთხოვნილება ისე, რომ არ მიაყენოთ ზიანი საკუთარ ფიგურას, ჩაანაცვლეთ შოკოლადი ნატურალური თაფლით.

4. მიდრეკილება მჟავე და ცხარე საკვებისკენ

მჟავე პროდუქტებზე მოთხოვნილება ღვიძლთან ან შარდის ბუშტთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიგვითითებს. პრობლემის გადასაჭრელად მიირთვით ლიმონი და მოცვი.

5. მოთხოვნილება ზღვის პროდუქტებზე

ზღვის პროდუქტების მირთმევის დაუოკებელი სურვილი გვიჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზმი იოდის დეფიციტს განიცდის. ამაში საგანგაშო არაფერია. შეგიძლიათ გაამდიდროთ კვების მენიუ ზღვის პროდუქტებით, რათა შეივსოთ ორგანიზმში იოდის მარაგი.

6. სისხლდენა ღრძილებიდან

ეს უსიამოვნო მოვლენა ორგანიზმში C ვიტამინის დეფიციტზე მიგვითითებს. პრობლემის გადასაჭრელად გაამდიდრეთ კვების რაციონი კომბოსტოთი, ბროკოლით, კივით, კენკრით, პომიდვრით, ბარდით და პაპაიათი.

7. მოთხოვნილება მლაშე, მარილიან პროდუქტებზე

მოთხოვნილება მარილიან პროდუქტებზე და კერძებზე სასქესო ორგანოს ან საშარდე გზების ინფექციებზე მიგვითითებს.

8. გაღიზიანებადობა, ქვედა კიდურების კრუნჩხვები, უხარისხო ძილი

ზემოთ ჩამოთვლილი უსიამოვნო პრობლემები განპირობებულია ორგანიზმში კალიუმისა და მაგნიუმის დეფიციტით. იმისათვის, რომ შეივსოთ ამ მნიშვნელოვანი მინერალების მარაგი, გაამდიდრეთ კვების რაციონით შემდეგი პროდუქტებით: თხილეული, კომბოსტო, ისპანახი, სელის თესლი, მზესუმზირის თესლი და ნუში.

9. იდაყვების კანის ზედმეტად გამოშრობა

ეს უსიამოვნო სიმტომი ორგანიზმში A და C ვიტამინის დეფიციტზე მიგვითითებს. პრობლემის გადასაჭრელად მიირთვით დიდი რაოდენობით გოგრა, ფორთოხალი და გარგარი.

10. მოთხოვნილება უმ პროდუქტებზე

თუ თქვენ გიჩნდებათ მოთხოვნილება უმ პროდუქტებზე, დაიკმაყოფილეთ ეს სურვილი ნედლი ხილისა და ბოსტნეულით მირთმევით.

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.