Connect with us

საკითხავი

როგორ ჩავანაცვლოთ ცოცხალი ნაძვის ხე ბურთებით

ჩემი და უკვე ნოემბრის შუა რიცხვებიდან ნაძვის ხის სათამაშოების ყიდვას იწყებს. და ამას ნაძვის ხის მოსართავად არ აკეთებს. მისი აზრით, ყველაზე კარგი ნაძვის ხე ისაა, რომელიც ტყეში იზრდება. სათამაშოების დახმარებით სახლის ერთ-ერთ კედელზე ორიგინალურ ნაძვის ხეს ქნის.

ასეთი ხელნაკეთი ნივთი ოჯახის წევრების და სტუმრების ყურადღებას ნამდვილად მიიზიდავს. 2020 წლის ყველაზე კრეატიული ნაძვის ხეების სიაში ასეთი საახალწლო დეკორი ლიდერობს და მას ბევრი უპირატესობა გააჩნია: დიდ ადგილს არ იკავებს (რაც პატარა ბინებში განსაკუთრებით აქტუალურია), ყოველდღიურ დალაგებას არ საჭიროებს, შეგიძლიათ თითოეულ ოთახში დაკიდოთ. ჩემს შემთხვევაში სათამაშო მთელიც რჩება, რადგან კატა მწვანე ლამაზმანის გადმოყირავებას ვეღარ ახერხებს.

დღეს შთამაგონებელ იდეებს გთავაზობთ, თუ სათამაშოების დახმარებით ორიგინალური საახალწლო ხე როგორ გააკეთოთ. ასეთი იდეები პატარა ბინის მფლობელებს განსაკუთრებით მოეწონებათ.

საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები

1. სხვადასხვა საგნების დეკორაცია, ოჯახური რელიქვია და ფოტოსურათები არა მხოლოდ ახალი წლის სიმბოლოს წარმოადგენს, არამედ ერთგვარ „ოჯახურ ხეს“ ქმნის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისეთ ნივთებს დაკიდებთ, რომლებიც კარგ მოგონებებს იწვევენ: შორეული ქვეყნებიდან მოტანილი სუვენირები, სურათები, რომლებზეც ბედნიერი მომენტებია აღბეჭდილი.

2. ნაძვის სახით კედელზე გაკრული გირლანდები ყველაზე ეფექტური ვარიანტია. ასეთი დეკორი იკაშკაშებს და წვეულების განწყობას შექმნის.

მის გასაკეთებლად 15-20 წუთი თავისუფალი დრო და ძალიან მარტივი მასალა დაგჭირდებათ: ნაძვის ხის სხვადასხვა ფორმის ზიზილპიპილები, გირლანდები, სამაგრები, წებოვანი ლენტი. რა თქმა უნდა, ელექტრო გირლანდები და ნაძვის ხის სათამაშოები ზედმეტი არ იქნება.

3. ასეთი სილამაზის შექმნის დროს ფერად გამაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ, ან სრულად სხვადასხვა ფერები გამოიყენოთ და რომელიმე თანმიმდევრულ კომბინაციას არ მიჰყვეთ.

4. დეკორის ასეთი ვარიანტი როგორც სახლის, ასევე ოფისის გასართობად გამოგადგებათ.

5. ბურთები სათევზაო ძაფზე რომ ჩამოკიდოთ? ჰაერში მოფარფატე ბურთების ეფექტი ყველას ყურადღებას მიიზიდავს. უსაფრთხოების მიზნით შეგიძლიათ მაღლა დაკიდოთ, თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ. მსგავსი ნაძვის ხე სკოლის ან ბაღის სადღესასწაულოდ მოსართავადაც გამოგადგებათ.

ჰაეროვანი ნაძვის ხე ლამაზად რომ გააფორმოთ, სივრცე და წარმოსახვითი აზროვნება გამოიყენეთ. ასეთი ლამაზი დეკორი სტუმრებს და ოჯახის წევრებს მთელი დღესასწაულის განმავლობაში გაახარებს, ამასთან ერთი ცოცხალი ხეც არ დაიტანჯება, ხოლო საახალწლო განწყობა გარანტირებულად გექნებათ.

6. კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა.

7. შეგიძლიათ რთული სათამაშოებით, გირჩებით, თვითნაკეთი დეკორის ელემენტებით გააფორმოთ. ძალიან ბევრი იდეა არსებობს.

ასეთ იმპროვიზებულ ნაძვის ხეებზე თვითნაკეთი დეკორი ძალიან ლამაზად გამოიყურება. შეგიძლიათ დაკიდული ან კონუსური ნაძვის ხე გააკეთოთ, როემლიც საშობაო ბურთებით და დამატებითი მასალებით იქნება გაფორმებული. შეგიძლიათ უჩვეულო ჰაერის ბუშტები გამოიყენოთ. ზოგადად, საახალწლოდ ბევრი შესანიშნავი ვარიანტი არსებობს, რომ საახალწლო ნაძვის ხე თავად გააკეთოთ. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე უფრო მეტად მოგწონთ და სახლი ახლობლების გულის გასახარად გააფორმეთ.