მოდა და სტილი
როგორ შევიღებოთ წამწამები ისე, რომ ორჯერ უფრო სქელი გამოჩნდეს
ყველა ვიზაჟისტი ასე აკეთებს, მაგრამ ამ საიდუმლო ხრიკის გამხელა ყველას არ სურს. ჩვენ, თითქმის საიდუმლო გამოძიება ჩავატარეთ და მზად ვართ შედეგი თქვენ გაგიზიაროთ.
1. პუდრა გამოიყენეთ
წამწამები შეიღებეთ და გაშრობა არ აცადოთ ისე ფუმფულა ფუნჯით პუდრა წაისვით. ახლა ტუშის მეორე ფენა გადაისვით. ეს რჩევა სქელი წამწამების ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ, მაგრამ მხოლოდ მათ შეეფერებათ, ვისაც საკმაოდ გრძელი წამწამები აქვს.
2. ძირები შეიღებეთ
არც თუ ისე სასიამოვნო პროცედურაა, მაგრამ ნამდვილად მუშაობს. მკვრივი ფუნჯით გელიანი ლაინერი აიღეთ და წამწამების ძირები კარგად დაფარეთ. თუ მიჩვეული არ ხართ, შეიძლება თვალები აგიცრემლდეთ, ამიტომ სჯობს წყალგამძლე ლაინერი გამოიყენოთ. ეცადეთ ლორწოვანი გარსიც დაფაროთ, ასე უფრო გამოხატულ ეფექტს მიიღებთ. შემდეგ წამწამები ტუჩით ჩვეულებრივ შეღებეთ.
3. ორ ფერში ითამაშეთ
ეს ხრიკი ყველას გამოადგება. წამწამებზე ჯერ შავი ტუში, შემდეგ კი ფერადი (მაგალითად, ყავისფერი, თუ შავგრემანი ხართ) და კვლავ შავი ტუში წაისვით. ფერადი პიგმენტი შავში გაიელვებს და უფრო მოცულობითი წამწამების ეფექტს შექმნის.
4. ზიგზაგურად იმოძრავეთ
წამწამების შეღებვის დროს ტუჩი არა უბრალოდ ძირიდან წვერამდე გადაუსვით, არამედ მარცხნივ-მარჯვნივ მცირე რყევები შეასრულეთ. ასე თითოეული წამწამი უფრო მეტ საღებავ პიგმენტს მიიღებს.
5. ბოლოდან დაიწყეთ
ტუჩის წასმა წამწამების ბოლოდან დაიწყეთ, გაშრობა აცადეთ, შემდეგ კი მთელი სიგრძე შეიღებეთ. შესქელებული წამწამების წვერები უფრო სქელი წამწამების ოპტიკურ ილუზიას შექმნის.
6. ისრები დაიხატეთ
წამწამების ზრდის ხაზზე ლაინერი უბრალოდ არ წაისვათ, არამედ თვალის გარე კუთხეში ისარი დახატეთ და კუთხიდან 2 მმ-ს დაშორებით გაიყვანეთ. გასაოცარია, მაგრამ ასე წამწამები ვიზუალურად გრძელდება.