Connect with us

კულინარია

როგორ შევინახოთ ხახვი და ნიორი ბინაში

ხახვი და ნიორი – ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი, მაგრამ, ამავდროულად ყველაზე სასარგებლო პროდუქტებია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმისთვის, რომ მთელი წლის მანძილზე ხარისხიანი და ახალი ნიორი და ხახვი გვქონდეს, აუცილებელია ვიცოდეთ თუ სად და როგორ შევინახოთ ისინი ზამთარში.

არსებობს რამდენიმე გავრცელებული მეთოდი, რომლებიც ხახვსა და ნიორს ახალი მოსავლის აღებამდე უნარჩუნებს ხარისხსა და სიახლეს.

როგორ შევინახოთ ხახვი ბინაში

პრაქტიკულად არცერთი საკვები არ მზადდება დაჭრილი ხახვის გარეშე: სალათი, კოტლეტი, წვნიანები… ქალაქის მცხოვრებთათვის რომლებსაც საკუჭნაო არ აქვთ მათი შენახვა ორმაგად რთულია.

1. მომზადება შენახვისთვის

იმისთვის, რომ ხახვი დიდხანს და კარგად შეინახოს, ის აუცილებლად ბოლომდე მომწიფებული უნდა იყოს. მოუმწიფებელ ხახვს საკმარისი ფოჩები არ აქვს, რომლებიც ხახვს გამოშრობისგან იცავს.

მეორე მხრივ, ხახვს რომელიც ზედმეტად მწიფეა შეიძლება ფესვები წამოეზარდოს. ასეთი ნაყოფი დიდხანს არ ინახება. აჯობებს თუ მოსავლის აღებისას ხახვს ფრთხილად ამოიღებთ და ფრთხილად დაბერტყავთ რადგან შეიძლება დააზიანოთ ისინი რაც მათი შენახვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.

ხახვი აჯობებს გამოშრობის შემდეგ შეინახოთ. ამისთვის ხახვი ფოთლებთან ერთად თხელ ფენად დაალაგოთ სუფთა ჰაერზე. გამოშრობისთვის აჯობებს ბადე გამოიყენოთ, რადგან ამ დროს მას არც მიწასთან აქვს კონტაქტი და ვენტილაციაც კარგი აქვს.

მას შემდეგ რაც ხახვი გაშრა მას ზედმეტი ფოთლები წააჭერით, დაუტოვეთ 4-6 სანტიმეტრის ყელი, ხოლო ხახვს თუ დაწნულად ინახავთ თავის სიგრძე 15 სანტიმეტრამდე უნდა იყოს.

დაათვალიერეთ ხახვი სათითაოდ, ისინი დაზიანებული არ უნდა იყოს, არ უდნა ქონდეთ რაიმე ავადმყოფობა, არც წანაზარდები. შეარჩიეთ მხოლოდ ჯანმრთელი და მშრალი ნაყოფი.

2. ხახვის შენახვა კოლგოტში

ხის ყუთებში, მოქსოვილ კალათებში, ტომრებში – კარგი ვენტილაციის გაკეთება შეიძლება, თუმცა ძნელია ხახვის მეზობელ ხახვებთან კონტაქტისგან დაცვა, ერთ-ერთი ხახვი შეიძლება დალპეს და 2 კილოგრამი მოსავალი გაგიფუჭოთ.

ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამოცდილი მეთოდია ხახვის დაწნული შენახვა. ასეთ ნაწნავში ხახვი დიდხანს ინახება, მას შეუძლია დიდხანს გემსახუროთ როგორც სამზარეულოს გაფორმება. თუმცა ასეთი ნაწნავის დამზადებას შრომისმოყვარეობა და დიდი მოთმინება ჭირდება.

მაცივარში ხახვი რამდენიმე თვე ინახება და არავითარ შემთხვევაში არ გაახვიოთ ის პოლიეთილენში. ხახვს არ უყვარს ეს მასალა, მასში მაღალი სინესტეა და ვენტილაცია საერთოდ არ არის, ამას კი ხახვის დალპობამდე მივყავართ.

მარტივი და ეფექტური მეთოდია ხახვის ქალის კოლგოტში შენახვა. ეს მეთოდი კარგად ინახავს ხახვს და იცავს მას ლპობისგან. განსაკუთრებით თუ ყოველი ხახვის შემდეგ ნასკვს გავაკეთებთ. ჩადებთ ხახვს, განასკვავთ, შემდეგ გაიმეორებთ იგივეს. თუ ხახვი დაგჭირდებათ უბრალოდ მოაჭრით საჭირო ნასკვს და სხვა ხახვებს არ შეეხებით.


როგორ შევინახოთ ნიორი

შენახვა ნაწნავად და კონებად

თუ ზამთრისთვის შესანახი ნიორი ბევრი არ არის, ყველაზე ოპტიმალური მეთოდია მათი ნაწნავებად ან კონებად შენახვა. ნივრის გვირგვინების შენახვა სიგრილეში – საკუჭნაოში ან სითბოში – კედელზე, სამზარეულოს ჭერზე ან აივანზე დაკიდებით შეიძლება.

შენახვა ქილებში

უბრალო და მოსახერხებელი მეთოდი ზამთარში ნივრის შესანახად – მისი მინის ქილაში შენახვაა. შენახვამდე აუცილებელია ქილის სტერილიზაცია, რათა გათავისუფლდეთ ბაქტერიებისგან, რომლებიც ლპობასა და გაფუჭებას იწვევს. შემდეგ გაავსეთ ქილა მშრალი ნივრით და დაახურეთ თავი მშრალი სუფთა ნაჭრით.

ასეთი ქილა შეიძლება გრილ ადგილას შეინახოთ. თუ ეს სამზარეულოს კარადის თარო იქნება, აჯობებს თუ ქვედა თაროს აირჩევთ, რადგან იქ უფრო გრილა. ქალაქის ბინის პირობებშიც – ნიორი ქილაში შემოდგომამდე ძლებს ისე, რომ გემოვნურ თვისებებს ოდნავადაც არ კარგავს.

შენახვა მარილში

ბევრი დიასახლისის აზრით, ნიორი ყველაზე უკეთ მარილში ინახება. თუ ქილებში შენახვისასა ზოგიერთი ნიორი ღვივდება, მარილში შენახვის შემთხვევაში ეს არ მოხდება!

მარილში შენახვისთვის მოათავსეთ მთლიანი, გაურჩეველი ნიორის თავები სუფთა ქილაში, შემდეგ კი უხვად მოაყარეთ საკვები მარილი (მსხვილი მარილი). დაახურეთ თავი ქილას და შეინახეთ გრილ ადგილას. ამ მეთოდის მინუსი ისაა, რომ ასე ბევრ ნიორს ვერ შეინახავთ.

ზამთრისთვის ხახვისა და ნიორის შენახვა სახლის პირობებშიც საკმაოდ იოლია. მთავარია მომზადების ყველა წესი დაიცვათ და თქვენთვის შესაფერისი შენახვის მეთოდი აარჩიოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.