საკითხავი
როგორ შევინახოთ მაღალყელიანი ჩექმები ისე, რომ არ დეფორმირდეს
ლამაზი და მოდური ფეხსაცმელი ძალიან მიყვარს, ხოლო მაღალყელიანი ჩექმები ჩემს სიაში ნომერ პირველია. სამწუხაროდ, ასეთი ფეხსაცმელი სეზონურია. ადრე თუ გვიან ჩნდება კითხვა, თუ როგორ შევინახოთ სწორად. თუ მაღალ ფასს და განსაკუთრებულ ტყავის ნაწარმს გავითვალისწინებთ, უბრალოდ ყუთებში ჩაწყობა ვარიანტი არაა. ჩექმის ყელზე ნაკეცები და ნაოჭები გარეგნულ იერს მთლიანად აფუჭებს.
ადამიანის გამოგონებას საზღვარი არ აქვს. ისინი მუდმივად ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ ხელთ არსებული მასალები. აქაც, ხრიკს გვერდი ვერ ავუარეთ. თუ დღემდე თავს იმტრევთ, როგორ დაიცვათ ფეხსაცმელი ნაკეცებისგან, მაშინ სწორ ადგილას იმყოფებით. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ გრძელი ჩექმის შენახვის 6 მეთოდს.
როგორ შევინახოთ მაღალყელიანი ჩექმები სწორად
პოლიეთილენის ქაფი მილებისთვის
თუ რემონტის დასრულების შემდეგ მილებისთვის განკუთვნილი თბოიზოლაციის საშუალება დაგრჩათ, გადაგდება არ იჩქაროთ. ჰაეროვანი მილები ჩვენი მიზნისთვის შესანიშნავად გამოგადგებათ. ჩექმის ყელის სიმაღლეზე გადაჭერით და ჩექმაში ჩადეთ. მასალა მკვრივი უნდა იყოს, მხოლოდ ასე შეძლებს ყელის სწორი ფორმის შენარჩუნებას.
მაკულატურა
ამ მეთოდს ჯერ კიდევ ჩვენი მშობლები იყენებდნენ. ადრე გაზეთების დასტას თითქმის ნებისმიერ სახლში იპოვიდით, ამიტომ მათ გამოყენებას ცდილობდნენ. შესაძლოა, მეთოდი ყველაზე პრაქტიკული არაა, მაგრამ ეფექტურობაზე ვერ შეედავებით. ქაღალდის ფურცლები მოცულობით ბურთებად დაკუჭეთ და ამით ჩექმები გაავსეთ.
თუ ჩექმის ყელი ძალიან მაღალი არაა, სქელი ჟურნალი უბრალოდ დაახვიეთ და ჩექმაში ჩადეთ. ყურადღება მიაქციეთ, ჩექმის სიგრძე და ჟურნლის სიგრძე უნდა ემთხვეოდეს.
ბოთლები
სახლში მინის ან პლასტმასის ბოთლებს ყოველთვის იპოვით. თუ პირველთან ყველაფერი გასაგებია, მეორეს მომზადება სჭირდება. პლასტმასმა ფორმა კარგად რომ შეინარჩუნოს წყლით, მარცვლეულით ან ქვიშით გაავსეთ.
ფეხსაცმლის ქვესადგამი
პროგრესის მხარდამჭერებისთვის თანამედროვე გამოგონება არსებობს. თქვენ შეგიძლიათ მაღალყელიანი ფეხსაცმელებისთვის სპეციალური თარო შეიძინოთ. მზად იყავით, რომ ამისთვის მსხვილი თანხის გადახდა მოგიწევთ. სადგამი კედელზეც მაგრდება, ჩექმები შეგიძლიათ საიმედო ადგილას შეინახოთ.
საკიდები
ასევე შეგიძლიათ ფეხსაცმელები საკიდით დაკიდოთ და ისე შეინახოთ. მათ სპეციალური საჭერები მოყვება. ტყავზე ნაკეცებს მოიშორებთ, თუ საჭერების ქვეშ სქელ ნაჭერს ან მუყაოს გამოიყენებთ.
ჩექმის ფორმის დამჭერი
ასეთ მოწყობილობას ფეხსაცმლის მაღაზიაში ხშირად დაინახავთ. ის იდეალურია ყელის ფორმის შესანარჩუნებლად. არ წელავს და გამოსაყენებლად მარტივია. რამდენიმე ფორმის დამჭერი შეიძინეთ და თქვენი ჩექმები ეფექტურ გარეგნულ იერს დიდხანს შეინარჩუნებს.
მოფრთხილებით და ზრუნვით ნივთებს გამოყენების ვადას მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივებთ. თუ ფეხსაცმლის შენახვის წესებს უგულებელყოფთ, მალე აღმოაჩენთ, რომ ძვირადღირებული ჩექმები ლამაზად აღარ გამოიყურება. ამასთან ყელის ფიქსაცია მხოლოდ რამდენიმე წამს მოითხოვს, შედეგი კი ამად ღირს.