Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ შევიმციროთ ინსულინის დონე, რათა წონა დავიკლოთ. შიმშილი საჭირო არ არის

ჰორმონი ინსულინი, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვლის განსაკუთრებული უჯრედები გამოჰყოფენ, მიმართულია გლუკოზის ენერგიად გარდაქმნისაკენ. ასევე, ინსულინი უშუალოდ მონაწილეობს ცილებისა და ნახშირწყლების მიმოცვლის პროცესში.

3-26 ერ/მლ – ქალის სისხლში ინსულინის ნორმაა უზმოზე. მოზარდებსა და მოხუცებში ეს მაჩვენებელი მაღალია. ჰორმონის უკმარისობა იწვევს შაქრიან დიაბეტს(თანდაყოლილს ან შეძენილს). ინსულინის სიჭარბე კი მეტაბოლისტურ სინდრომს აჩენს.

რა გავლენას ახდენს ინსულინი წონაზე

მეტაბოლისტური სინდრომი – ესაა მდგომარეობა, როდესაც უჯრედებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობა ეკარგება, რაც იწვევს ცილებისა და ნახშირწყლების მიმოცვლის დარღვევას. ამასთან, ვისცერალური ცხიმების მოცულობა შეუჩერებლად იზრდება, ვითარდება ჰიპერტონია. დროთა განმავლობაში, ჰიპერინსულინემიას მეორე ტიპის დიაბეტის გამოწვევა შეუძლია.

პრინციპურლი განსხვავება მეტაბოლისტური სინდრომის დროს გასუქებასა და ჩვეულებრივ ჭარბ წონას შორის ისაა, რომ დიეტები ვერ გშველით პირველ შემთხვევაში. თუ გასახდომად ყველაფერს აკეთებთ, თუმცა ვერავითარ შედეგს ვერ იღებთ, ჩააბარეთ ანალიზი სისხლში ინსულინის დონეზე.

გარდა ამისა, ინსულინის სიჭარბის სიმპტომია ჭარბი ოფლიანობა, მუდმივად ჭამის სურვილი, სწრაფი დაღლა, ქოშინი უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროს, კუნთების ტკივილი, კანის ქავილი, ჭრილობების ნელი შეხორცება.

ჰიპერინსულინემია სასიხარულო დიაგნოზი არაა, თუმცა, არც პანიკის მიზეზად უნდა ვაქციოთ. მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება, თუ მენიუსა და ცხოვრების წესს შეცვლით. ჩვენ გთავაზობთ ენდოკრინოლოგებისა და დიტოლოგების რეკომენდაციებს სისხლში ინსულინის კონცენტრაციის შესამცირებლად, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისა და გახდომის პროცესის ჩასაშვებად.

როგორ შევამციროთ ინსულინის დონე

1. გადადით დაბალკალორიულ დიეტაზე. აღვნიშნავტ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საუბარი არაა ნახშირწყლებზე უარის თქმაზე, არამედ სწრაფი ნახშირწყლების აკრძალვაზე: საკონდიტრო ნაწარმი, თაფლი, წვენები, ტკბილი ხილი, ნამცხვრები, ხორბლის პური და მაკარონის პროდუქტი სწრაფი ნახშირწყლების საბადოა.

2. დამტკიცებულია, რომ ვაშლის ძმარი გავლენას ახდენს მეტაბოლისტურ რეაქციებზე. ჩართეთ რაციონში ვაშლის ძმრის შემცველი სასმელები ორგანიზმის ეფექტურად გასაწმენდად.

3. იკვებეთ დაყოფით: მიირთვით ხშირად, მცირე ულუფებად.

4. გაზარდეთ ცელულოზას რაოდენობა რაციონში. იგი ყველაზე უფრო ნელა მიემართება ნაწლავებისკენ და ორგანიზმს დიდხანს აძლევს დანაყრების სიგნალს. ეს ხელს უშლის შაქრის დონის მკვეთრ ცვლილებებსა და ინსულინის ზედმეტ გამოყოფას. მიირთვით მეტი ბოსტნეული, პარკოსნები, ქატო, სელისა და სეზამის თესლი.

5. მიირთვით მეტი მწვანე ჩაი. დადგენილია, რომ ანტიოქსიდანტი კატეხინი, რომელსაც ეს სასმელი შეიცავს, გვეხმარება ინსულინის მიმართ რეზისტენტულობასთან ბრძოლაში.

6. მინიმუმამდე დაიყვანეთ წითელი ხორცის მოხმარება, გაზარდეთ რაციონში თევზისა და ზღვის პროდუქტის რაოდენობა. ეს მაღალხარისხიანი ცილისა და უჯერი ცხიმოვანი მჟავების წყაროა.

7. მიირთვით მეტი წყალი: უზმოზე 1 ჭიქა მაინც.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: არ დაგეზაროთ ექიმთან მისვლა, თუ ხვდებით, რომ ვერ ახერხებთ გახდომას არამხოლოდ ძალისხმევის ნაკლებობის, არამედ გაურკვეველი მიზეზის გამო. ჩააბარეთ სისხლის ანალიზი. მკაცრი დიეტები, მეტაბოლისტური სინდრომის დროს, მდგომარეობას გაამწვავებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.