ჯანმრთელობა
როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი რძე მაღაზიაში?
თქვენ როგორ ირჩევთ მაღაზიაში რძეს? თარიღს და შემადგენლობას უყურებთ? ფიქრობთ, რომ ხარისხიანი რძე ახალი და ნატურალურია? აი, ექსპერტები გირჩევენ, რომ ყურადღება მხოლოდ ამას არ მიაქციოთ.
რატომ არ საუბრობს ახალი და ნატურალური ყოველთვის ხარისხზე
ნუთუ შესაძლებელია დაავადებული ძროხიდან მიღებულ ახალ რძეს ხარისხიანი ვუწოდოთ? თუ ნატურალური რძე არასწორი ტემპერატურით გადაჰქონდათ, მასში ბაქტერიები არის თუ წყალშია გაზავებული? გამოდის, რომ ახალი და ნატურალური ყველაზე მთავარი არაა. ასეთ დასკვნამდე მომხმარებელთა ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტები მივიდნენ. მათ რძის ხარისხის კრიტერიუმებს გადახედეს და საფუძვლად სისუფთავის აღება გვირჩიეს. ის სამ მნიშვნელოვან მომენტზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობა, დანამატების არ არსებობა და სწორი ტემპერატურის რეჟიმი.
ძროხის ჯანმრთელობა
თუ ძროხა ავადაა, მას ანტიბიოტიკებით კურნავენ, რაც რძეში თავისუფლად ხვდება. სხვათა შორის, ასეთი რძის ბუნებრივი ფერმენტები იმწამსვე ნადგურდება. პასუხისმგებელი ფერმერები ასეთ რძეს დაუყონებლივ გაანადგურებენ, ხოლო თავმოყვარე მწარმოებლები მას ქარხანაში არასდროს მიიღებენ.
დანამატების არ არსებობა
ეს იმას ნიშნავს, რომ რძეში წყალი, მცენარეული ცხიმები და რაიმე სხვა სიურპრიზი არ შეგვხვდება. ექსპერტები ამბობენ, რომ სხვადასხვა დანამატებით ხშირად სცოდავენ ისინი, ვინც ფიქრობს, რომ მათ ვერ დაიჭერენ. მაგალითად, პატარა მწარმოებლები და კერძო მოვაჭრეები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბებიასთან ნაყიდი რძე ლაბორატორიაში წაიღოთ. აი, მსხვილ მწარმოებლებს ყველა ხედავს და მომხმარებლის მოტყუების მცდელობა მათ შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ.
სწორი ტემპერატურის რეჟიმი
მიღებულ რძეს იმწამსვე 4 გრადუსამდე აგრილებენ – ამისთვის ფერმერებს 40 წუთი აქვთ. ასეთ ტემპერატურაზე მაღაზიის თაროზე მოხვედრამდე უნდა დარჩეს. რა თქმა უნდა, თუ საქმე ხარისხიან პროდუქტს ეხება, ანუ სუფთას!
შენახვის სისუფთავე
კარგი რძის შერჩევა რომ გაგიადვილეთ, ექსპერტებმა სპეციალური ნიშანი შეიმუშავეს „სისუფთავე დაცულია“. მას მიიღებენ მწარმოებლები, რომელთა პროდუქტებიც სისუფთავის სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ასე რომ, რძის ბოთლზე ასეთი ნიშნის დანახვისას მის სისუფთავეში დარწმუნებული იქნებით.