სხვა
როგორ შევარჩიოთ ტკბილი საზამთრო მისი გაჭრის გარეშე
ნამდვილი ზაფხულის გემო – მწიფე და ტკბილ საზამთროსთან ასოცირდება. მოკბეჩ უგემრიელეს წვნიან ნაყოფს და თვალები სიხარულით გევსება.
ბაზარსა და მაღაიებში სხვადასხვა სახეობის საზამთრო იყიდება, მათი ზომა და წარმომავლობაც განსხვავებულია, როგორ უნდა შევარჩიოთ საზამთრო ისე, რომ მისი რბილობის გასინჯვამ არ მოგვიწიოს?!
მწიფე საზამთრო
დღევანდელ სტატიაში გასწავლით თუ როგორ შეარჩიოთ მწიფე და გემრიელი საზამთრო.
უპირველეს ყოვლისა ყურადღება მიაქციეთ კუდს. საზამთროს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კუდი, რადგან სწორედ ის არის სიმწიფის მაჩვენებელი. მოყვითალო და მშრალი კუდი საზამთროს გადამწიფებაზე მიგვითითებს, მწვანე კუდი კი დაუმწიფებელი საზამთროს ნიშანია.
შეარჩიეთ საშუალო ზომის საზამთროები, რადგან ძალიან დიდი საზამთროები ხშირ შემთხვევაში ნიტრატებით არის გაზრდილი. იდეალური ზომა ნაყოფისთვის 6 – 10 კილოგრამია.
საზამთროს სწორი ფერი – კონტრასტული: მუქი და ღია ზოლები მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული. რაც უფრო მუქია საზამთროს ზოლები მით უფრო მეტი საკვები ნივთიერებაა საზამთროში. რაც შეეხება ქერქს – ის პრიალა უნდა იყოს და არა გლუვი.
ერთმა ფერმერმა საზამთროს ხმით შერჩევაც მასწავლა. როდესაც საზამთროს ფრჩხილს ჩაარჭობთ ის იოლად უნდა “იბზარებოდეს”, ხელის დარტყმისას კი ყრუ ხმას არ უნდა გამოსცემდეს.
ახლა კი საზამთროს ლაქებზე ვისაუბროთ: ყვითელი ლაქა რომელიც საზამთროებს აქვთ, ის ადგილი გახლავთ რომლითაც საზამთრო მინდორში იდო. საშუალო ზომის საზამთროზე მისი ზომა 5-10 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. დიდი ლაქა იმის ნიშანია, რომ მომწიფების პერიოდში საზამთროს მზის სინათლე არ ყოფნიდა, რაც შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ საზამთრო მწიფე და ტკბილი არ იქნება. რაც შეეხება თეთრ ლაქას, ასეთი საზამთრო აჯობებს საერთოდ არ შეიძინოთ, რადგან თეთრი ლაქა მიგვანიშნებს, რომ საზამთრო არახელსაყრელ პირობებში იზრდებოდა.
საზამთროები “გოგო” და “ბიჭ” საზამთროებადაც იყოფიან, ბიჭ საზამთროებს უფრო მოგრძო ფორმა აქვთ და ზომაშიც დიდები არიან. გოგონა საზამთროები კი უფრო მცირე ზომის და დაალი ვიზუალი აქვთ, მაგრამ უფრო ტკბილი გემოთი გამოირჩევიან.
რაც შეეხება საზამთროს შეძენისთვის იდეალურ დროს – ყველაზე ოპტიმალური აგვისტოს შეუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. ამ დროს არც ნაადრევად დამწიფებული, ქიმიკატებით გამდიდრებული ხილის შეძენა მოგიწვეთ და არც ზედმეტად გადამწიფებულის!
ნიკო გოგინაშვილი
July 9, 2020 at 12:22 am
ასევე მწიფეს არუნდა ჰქონდეს ზოლებად ჩაღრმავებები.