Connect with us

ყვავილები

როგორ შევარჩიოთ „სახლი“ სწორად სხვადასხვა ზომის ორქიდეასთვის

ჩემს თავს პროფესიონალ მეყვავილეს ვერ ვუწოდებ. რა თქმა უნდა, ლამაზი ოთახის მცენარეები მიყვარს. გაოცებას ვერ ვმალავ, როცა ვიღაც ჯანმრთელი და აყვავებული ორქიდეას გაზრდას ახერხებს. ის ხომ ძალიან პრეტენზიულია! აღმოჩნდა, რომ მთელ ამ ისტორიაში ქოთანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ახლახანს მეგობარს ვესაუბრე, რომელიც ოთახის ყვავილებით გატაცებულია. ის საქმეს უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება, ვიდრე მე. მეგობარმა მითხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ქოთანი ორქიდეასთვის. გიზიარებთ სიას, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ორქიდეას „სახლის“ არჩევისას.

არასაკმარისი დრენაჟი ქოთანში

დიახ, ორქიდეას ტენიანობა უყვარს, მაგრამ ზომიერად. სწორედ ამიტომ, ამ ყვავილის სპეციალური ქოთანი საცერს ჰგავს. ქოთნის ძირში ბევრი მსხვილი ნახვრეტია. თუ შენობაში ჰაერი ძალიან ნოტიოა, გირჩევთ აიღოთ გვერდებზე ჩაჭრილი ქოთანი და კედელზე დასაკიდი.

საქმე იმაშია, რომ ჭარბი ტენიანობის და ჰაერის ცვლის არ არსებობის პირობებში მცენარის ფესვები ლპება. ეს კი ყვავილის კვდომას იწვევს.

ძალიან დიდი ქოთანი

დაიმახსოვრეთ ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება: ორქიდეა – ბავშვი არაა, მისთვის სიმაღლის მიხედვით ქოთნის შეძენა არ შეიძლება. ყვავილის სახლი ზუსტად ფესვების სისტემის ზომის უნდა იყოს. თუ ორქიდეას ძალიან დიდ ქოთანში დარგავთ, ის ფესვების და მწვანე მასის ზრდას დაიწყებს, ხოლო ყვავილები დაცვივდება.

თუ ხედავთ, რომ ორქიდეა ქოთანში ვიწროდაა, 1 სმ დიამეტრით უფრო დიდი ზომის ქოთანში გადარგეთ. გამოცდილი ფლორისტები ირწმუნებიან, რომ ქოთნის დიამეტრი მისი სიმაღლის ტოლი უნდა იყოს.

ქოთნის გლუვი ზედაპირი

დაფიქრებულხართ, რატომ არის ორქიდეას ქოთნების უმეტესობა გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე? საქმე იმაშია, რომ ყვავილის ფესვების სისტემა ფოთლებთან და ღეროებთან ერთად ფოტოსინთეზში მონაწილეობენ, ფესვებმა საკმარისი სინათლე უნდა მიიღოს, რომ ორქიდეა ჯანსაღი გაიზარდოს და აყვავილდეს.

ქოთნის ფოროვანი ზედაპირი

ზოგიერთი ფლორისტი დარწმუნებულია, რომ კერამიკის ან თიხის ქოთანი ორქიდეას ბუნებრივი ჰაერის ცვლით უზრუნველყოფს. იდეაში, ასეთი მასალები ჰაერს ატარებს, მაგრამ ხშირად კერამიკის ქოთანს უხეში შიდა ზედაპირი აქვს და მასზე ფესვები იზრდება.

პრობლემა იმაშია, რომ თუ სხვა ქოთანში გადარგვას მოინდომებთ, ფესვების დაუზიანებლად ამას ვერ გააკეთებთ. ფესვების დაზიანებით კი შეიძლება მცენარე დაღუპოთ.

თუ მაინც კერამიკის ქოთანში ორქიდეას დარგვა გადაწყვიტეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ მასში გლუვი შიდა ზედაპირი იყოს. მცენარე ხარისხიანი ჰაერის ცვლით და რეგულარული თბილი აბაზანებით უზრუნველყეთ. ასე მცენარის აყვავილების იმედი თამამად შეიძლება გქონდეთ.

რა თქმა უნდა, დიასახლისების უმეტესობა ორქიდეას ქოთანს ყურადღებას ნაკლებად აქცევს. ყველაზე იაფ ქოთანს ყიდულობენ, რომელიც ცოტათი მაინც ოთახის ინტერიერს უხდება. უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ყვავილს არა მხოლოდ ხარისხიანი გამოკვება და მორწყვა სჭირდება. თქვენ როგორ ზრუნავთ ორქიდეებზე?