თავის მოვლა
როგორ შევამციროთ კანის გაფართოებული ფორები? 8 ძალიან ეფექტური მეთოდი
გაფართოებული ფორები მნიშვნელოვანი კოსმეტიკური ნაკლია, რომელიც როგორც ახალგაზრდა, ასევე ზრდასრულ ქალებს აწუხებთ.
სახეზე ფორების გაფართოების ბევრი მიზეზი არსებობს: არასწორი კვება, სტრესი, უხარისხო კოსმეტიკა, გენეტიკური მიდრეკილება, ასაკი 35 წლის შემდეგ…
ამ პრობლემას უნდა გაუმკლავდეთ! ზოგჯერ, ესა თუ ის პროდუქტი ნაკლებად ეფექტურია! გაფართოებული ფორების მკურნალობა დროს და მოთმინებას მოითხოვს. გიზიარებთ გამოცდილ რეცეპტებს, რომლებიც ზუსტად მუშაობს.
რეცეპტის გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ მის შემადგენელ კომპონენტებზე ალერგია არ გაქვთ.
როგორ შევავიწროოთ სახეზე ფორები
1. კალენდულას და გვირილას ყვავილების ტონიკი
½ ს/კ ხმელი კალენდულას და ½ ს/კ გვირილას ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 30-40 წუთით დააყენეთ. ნაყენი გადაწურეთ და მასში ბამბის შემცველი სალფეთქი დაასველეთ.
სალფეთქი კომპრესის სახით სუფთა, გაწმენდილ სახეზე დაიდეთ. რამდენიმე წუთით მოდუნდით. ამ ბალახებს შემკვრელი თვისებები აქვთ, კანს შესანიშნავად ატენიანებენ და ჭიმავენ.
2. ბალახების ნაყენზე დაფუძნებული ნიღაბი
1 ს/კ ბალახების ნაყენს (კალენდულას და გვირილას ყვავილები) 1 კვერცხის ცილა და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ნიღაბი სუფთა და წინასწარ ორთქლით დამუშავებულ სახეზე 15-20 წუთით გაიჩერეთ.
3. კოსმეტიკური ყინული
ზემოთ მოცემული რეცეპტის მიხედვით ბალახების ნაყენი შეგიძლიათ ყინულის ფორმებში გაყინოთ. გვირილას და კალენდულას გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ კრაზანა, რომელიც კანის ანთებას შესანიშნავად აქრობს. სახე ყინულის კუბებით დილით და საღამოს გამწმენდი პროცედურის შემდეგ გაიწმინდეთ.
4. თიხის ნიღაბი და ლიმონის წვენი
ცხიმიანი კანის მფლობელები ამ ნიღაბს დააფასებენ! 1 ს/კ კოსმეტიკური თიხა წყალს აურიეთ ისე, რომ სქელი არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ. 1 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. სახეზე ნიღაბი სქელ ფენად წაისვით და სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ. ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი შესანიშნავად ასუფთავებს და ავიწროებს ფორებს.
5. ჟელატინის ნიღაბი
1 ს/კ ჟელატინი და 2 ს/კ რძე ერთმანეთს აურიეთ. ნარევი 5 წუთით სითბოში გააჩერეთ, შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში 20 წამით შედგით.
ნიღაბი წინასწარ დაორთქლილ სახეზე რამდენიმე ფენად(თითოეული ფენის გაშრობის შემდეგ) წაისვით. წარბების, თვალის და თმის ძირების ირგვლივ კანს მოერიდეთ. ბოლო ფენის გაშრობიდან 15 წუთის შემდეგ წარმოიქმნება ფირფიტა, რომელიც ერთი მოძრაობით მოიშორეთ.
6. იოგურტი
სახეზე ნატურალური იოგურტის ყოველდღე 20 წუთით წასმა ფორების მნიშვნელოვნად შემცირებაში დაგეხმარებათ. ასევე კანი უფრო ნათელი და დაჭიმული გახდება. უკვე ერთ კვირაში პირველ შედეგს შეამჩნევთ.
7. თაფლიანი სკრაბი
თაფლი სახლის კოსმეტოლოგიის განუყოფელი ნაწილია, რომელიც გაფართოებული ფორების პრობლემასაც გაუმკლავდება.
2 ჩ/კ დაშაქრული თაფლი რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს აურიეთ. მიღებული ნარევი სახეზე შეიზილეთ, განსაკუთრებული ყურადღება პრობლემურ ზონაზე გაამახვილეთ. კიდევ 10 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.
8. შვრიის ნიღაბი
შვრიის ნიღაბი დაგეხმარებათ კანი უფრო გლუვი გახადოთ. 2 ს/კ შვრიის ფქვილი 1 კვერცხის ცილას აურიეთ. საშუალება სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, ეცადეთ კანი არ გაჭიმოთ. პროცედურის შემდეგ სახე პირველი რეცეპტების მიხედვით მომზადებული ბალახების ნაყენით გაიწმინდეთ.
რომელი საშუალებაც არ უნდა გამოიყენოთ, გახსოვდეთ, რომ ისინი რეგულარულად უნდა მოიხმაროთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.