Connect with us

თავის მოვლა

როგორ შევავსოთ კოლაგენის მარაგი სახლის პირობებში. 60 წლის ასაკში 45 წლის ქალივით გამოვიყურები

ნაოჭებს ვერსად გაექცევით: ასაკობრივი ცვლილებები გარდაუვალია. თუმცა ყველა ოცნებობს, რომ მისი აშკარა გამოვლენის მომენტი, რაც შეიძლება გვიან დადგეს. ზოგი მემკვიდრეობას ადანაშაულებს, ზოგი ეკოლოგიას, ზოგიც – კრემებს, რომლებიც ეფექტური არაა. და მაინც, თუ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ფიბრილალური ცილა გექნებათ, სიბერე მალე არ შეგაწუხებთ. დღეს გიამბობთ, თუ რა არის კოლაგენი და სად ვიპოვოთ.

კოლაგენი (ან სილამაზის ცილა) ძალიან მუხთალი რამაა! მაშინაც კი, თუ სუფთა სახით კანზე შეიზელთ, ეფექტი ნულოვანი ექნება. ამ ნივთიერების მოლეკულები ძალიან მსხვილია, რომ პირდაპირ კანში შევიდეს. აქ, დელიკატური მიდგომაა საჭირო: ერთდროულად რამდენიმე ნაცნობი საშუალება და კიდევ ერთი სუპერ პროდუქტი, რომელსაც ნებისმიერ სამზარეულოში იპოვით.

როგორ გავზარდოთ კოლაგენის დონე

თუ მარტივ გზას ეძებთ (გაუმარჯოს კოსმეტოლოგიას), ხრიკი გამოიყენეთ: კოლაგენის დიდი რაოდენობით შემცველი კრემები არ ეძებოთ. არამედ ის, რომელიც მის წარმოებას ხელს უწყობს. ასეთი საშუალება ჩვეულებრივ გამდიდრებულია პეპტიდებით, ბაკუჩიოლებით, რეტინოლით, Q10 კოეზინით და C ვიტამინით.

თუმცა ესეც საკმარისი არ იქნება. უფრო მეტიც, საშუალება, რომლის შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ, ძვირადღირებულ პერსპექტივაზე უფრო სასარგებლოა.

პროდუქტები C ვიტამინით

უფრო მარტივია რაციონში მეტი ციტრუსის, ბოსტნეულის მწნილის, ახალი კენკრის და ხილის ჩართვა. სასარგებლო ნივთიერებების მიღება კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს და იმუნიტეტს ზრდის. ზამთარში კანს ვიტამინების სახით მხარდაჭერა სჭირდება.

ალოეს წვენი

შემახორცებელი, დამამშვიდებელი და აღმდგენი ეფექტის გარდა, ალოეს წვენი კანში კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს. სუფთა სახით მისი წასმა არ ღირს: მხოლოდ გელის სახით ან კრემში არეული. ასევე ეფექტურია ალოეს შინაურული ნიღბები.

წყალმცენარეები

ზღვის ფლორა იოდით და ბევრი სხვა მიკროელემენტით მდიდარია. ამასთან წყალმცენარე თავისუფალ რადიკალებს შესანიშნავად ანეიტრალებს. ზღვის კომბოსტოს ულუფა ან სპირულინის დამატება კანის და სხვა ორგანოების დაბერებას აფერხებს. რაციონში ბევრი წყალმცენარის არსებობა იაპონელების ხანგრძლივი სიცოცხლის ერთ–ერთი მიზეზია.

ახალგაზრდობის პროდუქტი

ახლა იმ პროდუქტზე, რომლის მოპოვებაც უფრო მარტივია, ვიდრე ალოეს წვენის და წყალმცენარის. ეს ყველაზე უბრალო ლობიოა! ბოლო კვლევებმა დაადგინა, რომ პარკოსნები კანში ტენიანობას კარგად ინარჩუნებენ. ეს კი შეუცვლელი ჰიალურონის მჟავის წყალობით, რომლითაც ის მდიდარია.

რაციონში ლობიო ჩართეთ, რომ კოლაგენის სინთეზი დაარეგულიროთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს რაციონში სხვა მასტიმულირებელი პროდუქტებიც შედიოდეს. მათ შორისაა კვერცხი, ავოკადო, თესლი, მოცვი, სტაფილო, ალუბალი, სელი და დარიჩინი.

ვინ იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივი ლობიო ე.წ. „სუპერფუდის“ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. სხვათა შორის, ორგანიზმს ცილებით იმდენად კარგად ამდიდრებს, რომ ხორცის ჩანაცვლება შეუძლია. ვიმედოვნებთ, ეს სტატია თქვენი კანისთვის სასარგებლო ნატურალური საშუალებების მოძებნას შთაგაგონებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.