ყვავილები
როგორ შევაგროვოთ კენკრა ბუჩქიდან სწრაფად
კენკრის მოსავლის აღების სეზონი დაიწყო. მოცხარის და ჟოლოს მოკრეფა რთული არა, მაგრამ მონოტორული საქმიანობაა, რომელიც ყურადღებასაც მოითხოვს. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ხელნაკეთ ნივთს, რომელიც კენკრის მოკრეფას გაგიმარტივებთ და დროსაც დაგიზოგავთ.
იდეა ძალიან მარტივია და გამეორებას ადვილად შეძლებთ. ამისთვის დაგჭირდებათ:
- ბოთლი
- საკანცელარიო დანა
- სანთებელა
1. ხელნაკეთი ნივთის გასაკეთებლად 5 ლიტრიანი წყლის ბოთლი დაგჭირდებათ, უფრო დიდი ან პატარა ბოთლი არ გამოგადგებათ.
2. მარკერით ბოთლის ერთი გვერდის ცენტრში წრე მოხაზეთ.
3. ახლა ეს წრე დანით ამოჭერით. შეამოწმეთ, ხელი თუ ჩაეტევა.
4. ახლა ბოთლის ზედა ნაწილი მონიშნეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
5. დანით მონიშნული ბოთლის თავი გადაჭერით.
6. ბოთლის გადაჭრილი კუთხეები სანთებელით მოწვით, რომ კენკრის მოკრეფისას კანი არ გაიჭრათ.
საქმე ქუდშია. დროა, ხელი ბოთლის ნახვრეტში გაყოთ და კენკრის მოკრეფას შეუდგეთ.
ამ მარტივი მოწყობილობით ბევრ დროს დაზოგავთ. მოკრეფილი კენკრა ბოთლში ჩაყარეთ და შემდეგ ვედროში გადაიტანეთ. თქვენ რომელ მეთოდებს იყენებთ კენკრის სწრაფად მოსაკრეფად?