Connect with us

სხვა

როგორ უნდა შევაქოთ კატა სწორად

კატის სწორად აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. კატა საკმაოდ თავნება ცხოვერლია და ადამიანების ნებაზე საერთოდ არ ემორჩილებიან. კატებს პატივს ცემენ, უყვართ, ესმით, რომ კატას საკუთარ ნებაზე ვერასდროს დაიმორჩილებენ. აუცილებელი არ არის კატას უყვიროთ ან მკაცრად დასაჯოთ, რადგან ამ სტატიაშიგასწავლით თუ როგორ უნდა მიუდგეთ კატას იმისთვის, რომ ის დამაკმაყოფილებლად იქცეოდეს.

პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ კატის მოქმედება პირდაპირ კავშირშია მასთან ოჯახის წევრების დამოკიდებულებასა და სახლში არსებულ სხვა შინაურ ცხოველებთან. არავითარ შემთხვევაში დაუყვიროთ კატას, ჯერ გაერკვიეთ რატომ გადაწყვიტა მავნებლობა. მათ არ ესმით “მათრახის” პრინციპი, აჯობებს ისინი “თაფლაკვერას” პრინციპით გაზარდოთ. იმის ნაცვლად, რომ ის ყოველ ჯერზე მაგიდიდან ჩააგდოთ და ეჩხუბოთ აჯობებს მისი კარგი საქციელი შეაქოთ. არსებობს კატის შექების რამდდენიმე მეთოდი რომლებიც ნამდვილად კარგად მუშაობს.

თამაშ

თუ კნუტი დედას ადრე მოწყვიტეს ის ქაღალდების და თოკების ჩხაპნას და ღეჭვას იწყებს და პატრონს უსიამოვნებებს აყეებს. ამიტომ აუცილებელია კნუტს ბევრი დრო დაუთმოთ, ეთამაშოთ, მოეფეროთ და თბილი ასოციაციები გაუჩინოთ.

საჩუქრები

ფუმგფულა ცხოველის განებივრება აუცილებელია. აჩუქეთ მას გემრიელობები და სათამაშოები, განსაკუთრებით თუ ხედავთ რომ ის კარგად იქცევა. ამ ცნობისმოყვარე ცხოველებისთვის მუყაოს ყუთის ან ბრჭყვიალა ქაღალდის მირთმევაც საკმარისია, რომ საკმაო დროის მანძილზე გულიანად გაერთოს და დაკავდეს. ბედნიერება წვრილმანებშია, ჩვენ ცხოველებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.

მოფერება

კატებს ძალიან უყვართ პირდაპირი კონტაქტი, ისინი თავზე ხელის გადასმასა და მოფერებას ისე აღიქვამენ როგორც შექებას. ნერვიული და შეშინებული კნუტი მოფერებას კარგად ვერ აღიქვამს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი პატარა მეგობარი ვეტერინართან უნდა წაიყვანოთ.

თბილი სიტყვა

კატას გაუხარდება თუ შეაქებთ. შეაქეთ კატა იმისთვის, რომ ბრჭყალები დივანზე არ გაილესა, ასე მას აჩვენებთ, რომ კმაყოფილი ხართ მისი საქციელით. არ დაგავიწყდეთ, რომ კატები ღიმილზე, თავის დაკვრასა და ჟესტებზე რაგირებენ. კმაყოფილი კატა – დამჯერი კატაა.