Connect with us

ჰოროსკოპი

როგორ უნდა დაიკლოთ წონაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: ვარსკვლავების რჩევები

თუ ასტროლოგიას ჩვენი ცხოვრების თითოეული ასპექტის წინასწარმეტყველება შეუძლია, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით გახდომაც შეიძლება. თუ წონაში დასაკლებად კიდევ ერთ მეთოდს ეძებთ ან გსურთ გაიგოთ, რატომ ვერ იკლებთ ზედმეტ კილოგრამებს, Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო სტატიას, როგორ უნდა დაიკლოს წონაში სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანმა.

ვერძი

სავარაუდოდ, გახდომის რეჟიმზე უარს იტყვით, თუ შედეგს სწრაფად ვერ დაინახავთ. და მაინც, მსგავსი პრაქტიკა უნდა შეწყვიტოთ და რეგულარულად ვარჯიში დაიწყოთ, თუნდაც ეს არ მოგწონდეთ. დღეში დაახლოებით 5-6-ჯერ ფეხით ისეირნეთ. თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გრეიფრუტი და მწვანე ჩაი, ალკოჰოლს თავი აარიდეთ. ტკბილეულისკენ ლტოლვა გაქვთ, ამიტომ მხოლოდ ჯანსაღი ტკბილეული მიირთვით.

კურო

კურო წონაში ნელა იკლებს, მაგრამ მისი ძალისხმევა სათანადოდ ანაზღაურდება, თუ ეცდება. თქვენი ნივთიერებათა ცვლა ნელია, ამიტომ ყურადღება ისეთ პროდუქტებზე გაამახვილეთ, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. მაგალითად, ცხარე საკვები და ვაშლი. იოგურტი და შვრიის ფანტელები სასაუზმოდ საუკეთესო ვარიანტია. მეორე მხრივ, ტკბილეულს მოერიდეთ და მის ნაცვლად ახალი ხილი მიირთვით.

ტყუპები

თქვენ შეგიძლიათ მთელი დღე არაფერი ჭამოთ, ღამით კი სამზარეულოში მძიმე ცოდვა ჩაიდინოთ. ამის ნაცვლად დღის განმავლობაში უფრო ჯანსაღად წაიხემსეთ. ბევრი ყავა ან ჩაი არ დალიოთ. რაციონში მეტი ბოსტნეული და მწვანილი ჩართეთ. ცხიმიან საკვებს და ალკოჰოლს თავი აარიდეთ, რადგან ისინი კუჭში ნელა იშლებიან.

კირჩხიბი

კირჩხიბი ჭამით განსაკუთრებით გატაცებულია. გემრიელად ჭამა და მომზადება უყვარს. ეს კი დიეტაზე ყოფნას ართულებს. არაჯანსაღი საკვები და თეთრი პური თქვენთვის არასასურველია, სჯობს ხილზე გადახვიდეთ. ფორმების შესანარჩუნებლად დიეტის დაცვა აუცილებელია. სიტუაცია აკონტროლეთ, როცა სტრესის ჩახშობას ჭამით ეცდებით.

ლომი

ყველა იმ კვების პროდუქტის და სასმელის ნამდვილი მოყვარული ხართ, რომელთაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „უსარგებლო“ და „სწრაფი“! ცხიმიანი კერძების მიმართ სიყვარულის მიუხედავად წონაში დიდად არ იმატებთ, რადგან ძალიან კარგი ნივთიერებათა ცვლა გაქვთ. მსუბუქი ვარჯიში საკმარისია, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია, თუ ბევრ წყალს დალევთ და გემოვნებით კაკალს მიირთმევთ.

ქალწული

ზედმეტად არ ინერვიულოთ, რადგან ისედაც ყველაფერი გაქვთ, რაც გასახდომად გჭირდებათ. ოღონდ საყვარელ პრაქტიკას არ მიმართოთ და შიმშილით თავი არ დაიტანჯოთ. ჩვეულებრივ, ცხიმიანი კერძები და გადამუშავებული ხორცი არ გიყვართ, რაც თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. შინაურული კერძები მინიმალური ცხიმებით – თქვენი ფავორიტია. რეგულარულად ივარჯიშეთ, რომ ფორმები შეინარჩუნოთ.

სასწორი

სასწორი კვებაში შეზღუდვას და შიმშილს ვერ იტანს. სწორედ ამიტომ, წონაში დაკლების რეჟიმის პირველი დღე ძალიან უჭირს. გასახდომად გჭირდებათ მეგობრების მორალური მხარდაჭერა, ფიზიკური ვარჯიში და დიეტა. ფორმების შესანარჩუნებლად მეტი თევზი, წვნიანი, ბრინჯი და იოგურტი მიიღეთ.

მორიელი

მორიელს დიეტის დაცვა ძალიან უჭირს. ეს იმიტომ, რომ სამსახურსა და სხვა საქმიანობაში იმდენად ეფლობა, რომ სადილობა ან ვახშმობა ავიწყდება. ეს არასწორია! საუზმე და სხვა საკვები არასდროს გამოტოვოთ, თუ ფორმების შენარჩუნება გსურთ. თქვენთვის რეკომენდებულია უცხიმო ყველი, ბროკოლი, ნიახური და შვრიის ფანტელები. ალკოჰოლმა არ გაგიტაცოთ.

მშვილდოსანი

სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით წონას უფრო სწრაფად იმატებთ. ამას არაჯანსაღი საკვების, კანფეტების და სხვა ტკბილეულის სიყვარული იწვევს. რაც ყველაზე ცუდია, სხვადასხვა სახის დიეტას ვერ იტანთ. და მაინც, სჯობს მკაცრი დიეტა დაიცვათ. სალათები და ბოსტნეული, ნიორი და C ვიტამინი მიიღეთ, რომ კილოგრამები აკონტროლოთ. ვარჯიში და რეგულარული ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თხის რქა

თხის რქისთვის გახდომა დიდი პრობლემა არაა, რადგან ძალიან დისციპლინირებულია. სრული კონტროლის აღება გიყვართ და ეს საკვებსაც ეხება. ცხარე საკვებს და მაკარონის ნაწარმს თავი აარიდეთ. მეტი თინუსი, ბოსტნეული და წვნიანი მიირთვით, თუ ნორმალური წონის შენარჩუნება გსურთ. კარგია, რომ თქვენი სული კანფეტებსა და სხვა ტკბილეულობაზე არ გაყიდეთ.

მერწყული

დიეტის სფეროში პროფესიონალი ხართ, მაგრამ კვების წესები მაინც უნდა დაიცვათ. რატომ? რადგან კვების დაგეგმვა ან ჯანსაღი საკვების არჩევა არ გიყვართ. ამან კი ჭარბი წონა შეიძლება გამოიწვიოს. თქვენთვის უფრო ხარისხიანი საკვები აირჩიეთ და ზედმეტ კალორიებს თავი აარიდეთ. ასევე ალკოჰოლი და ჩიფსები შეზღუდეთ.

თევზები

გადაძღომა თქვენი სისუსტე და სიმსუქნის ყველაზე ხშირი მიზეზია. დაუყონებლივ დეტოქსის პროცესი უნდა დაიწყოთ, რომ ყველაფერი გააკონტროლოთ. ბოსტნეული, ხილი, მწვანილი და უცხიმო ხორცი დაგეხმარებათ. ცუდი ნახშირწყლები ბოროტად არ გამოიყენოთ. დიეტის დაცვა შეიძლება გაგიჭირდეთ, ამიტომ დარწმუნდით, რომ გვერდით ისეთი მეგობარი გყავთ, ვინც ამ რთულ წუთებში მხარს დაგიჭერთ.