ჯანმრთელობა
როგორ მუშაობს თქვენი ფარისებრი ჯირკვალი? ამის შესამოწმებლად მხოლოდ თერმომეტრი დაგჭირდებათ
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა, ბროდა ოტო ბარნსმა, ენდოკრინოლოგიური ქირურგიის შესახებ კვლევის მსვლელობისას აღმოაჩინა, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების მთავარი მაჩვენებელია.
როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი
მაშ ასე, იმისათვის, რომ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა განვსაზღვროთ, საკმარისია ჩვეულებრივი თერმომეტრის ქონაც.
- მოამზადეთ თერმომეტრი საღამოს, მასზე ტემპერატურა 35 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.
- გაღვიძებისთანავე, მოათავსეთ თერმომეტრი იღლიის ქვეშ და გაიჩერეთ 10 წუთით. მიღებული მაჩვენებელი – თქვენი ბაზალური ტემპერატურაა.
- თუ ბაზალური ტემპერატურა 36,5–36,8 °С-ს შორის მერყეობს, ესე იგი ფარისებრი ჯირკვალი და, საერთო ჯამში, ორგანიზმი ნორმაშია. მენსტრუაციისა და ფეხმძიმობის დროს, ქალებში მაჩვენებელი, შესაძლოა, ფარგლებს გასცდეს.
- თუ ტემპერატურა 36.5 გრადუსზე დაბალია, ეს ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებულ ფუნქციონირებაზე(ჰიპოთირეოზი) მიუთითებს. გაამახვილეთ ყურადღება შემდეგ სიმპტომებზე: დაღლილობა და ძალის გამოცლა, ხშირი თავის ტკივილები და გაციება, მეხსიერების გაუარესება, თმისცვენა.
- თუ დილის ტემპერატურა 36.8-ზე მაღალია, ესე იგი ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე მეტად ფუნქციონირებს. შესაძლებელია, ორგანიზმში ანთებითი პროცესის არსებობაც.
- მაქსიმალურად ზუსტი შედეგის მისაღებად, ჩაიტარეთ ტესტი 3 დღის მანძილზე, ზედიზედ. ნორმიდან გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან.
იმისათვის, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, უნდა მოერიდოთ სტრესს და იკვებოთ სწორად. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სელენის, მაგნიუმის, კორტიზოლის, A და B ჯგუფის ვიტამინების შემცველ საკვებს.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!