ჯანმრთელობა
როგორ მოქმედებს თაფლის გამოყენება ადამიანზე
თაფლი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. მის შემადგენლობაში 300 ნივთიერება შედის.მათ შორის 23 ამინომჟავა და 40 მიკროელემტზე მეტია, თუმცა თაფლი ზოგჯერ შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიშიც იყოს.
საკვები ტვინისთვის
მეცნიერები და მედიკოსები ერთსულვნად თანხმდებიან იმაზე, რომ თაფლი ტვინის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. ამ პროდუქტის რეგულარული გამოყენებისას ზრდასრულ ადამიანში რეაქცია და მეხსიერება უმჯობესდება. ძილის წინა 1 ჩაის კოვზი თაფლის მიღება ტვინის ფუნქციებს აუმჯობესებს და აღდგენით პროცესს აჩქარებს. ფრუქტოზა რომელსაც თაფლი შეიცავს – ღვიძლში გროვდება, რაც ექიმების აზრით ტვინის გარკვეულ სათადარიგო “საკვებს” წარმოადგენს.
ბალზამი სხეულისთვის
ძველი ეგვიპტელები თაფლს გარდაცვლილების ბალზამირებისთვის იყენებდნენ, ძველი ბერძენი ათლეტები თაფლს ისვამდნენ სხეულზე რათა გამძლეობა შემატებოთ, ტიბეტელებმა კი მსოფლიოს, თაფლის სამკურნალო თვისებები გააცნეს.
შაქრის შემცვლელი
დიეტოლოგები გვირჩევენ თაფლი ნატურალურ დამატკბობლად გამოვიყენოთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ფრუქტოზის მაღალი შემადგენლობის წყალობით თაფლი უფრო ტკბილი და კალორიულია ვიდრე შაქარი. თუ ჩაის კოვზი შაქარ დაახლოებით 15 კალორიას შეიცავს, ტაფლი – 22 კალორიისგან შედგება. თუმცა აქ გლიკემიური ინდექსიც უნდა აღინიშნოს: რაც უფრო მაღალია გლიკემიური ინდექსი, მით უფრო მაღალია წონის ომატების შანსიც. თაფლის გლიკემიური ინდექსი 55-ია, შაქრის კი 61! თაფლის კიდევ ერთ უპირატესობას მისი ორგანული მჟავები, აზოტური ელემენტები და ენზიმები წარმოადგენენ.
სპორტული კვება
ნახშირწყლების მაღალი შემცველობის წყალობით და თითქმის 100% ათვისებით თაფლი საკმაოდ ეფექტური ენერგეტიკული საკვებია. მისი მიღება რეკომენდებულია მათთვის ვინც სპორტულ კვებას მისდევს. ზოგჯერ თაფლი სხვადასხვა ენერგეტიკული კოქტეილების შემადგენლობაში გამოიყენება. ერ-ერთ კანადურ სპორტულ კოლეჯში ექპერიმენტმა აჩვენა, რომ მოკლე დისტანციაზე სირბილისას 2 სუფრის კოვზი თაფლის მირება საუკეთესო ეფექტს იძლევა, ის შეჯიბრამდე 30 წუთით ადრე უნდა მიირთვათ.
სტომატოლოგიაში
სტომატოლოგიის ამერიკულმა აკადემიამ ჩაატარა კვლევა, სადაც მოხალისეებს 0,5 გრამ თაფლს აძლევდნენ და თხოვდნენ პირის ღრუში კბილებზე გადაენაწილებინათ, 4 წუთი გაეჩერებინათ, შემდეგ კი წყალი გამოევლოთ. შემდეგ ჩაატარეს ნერწყვის ანალიზი რომლიდანაც დადგინდა, რომ გამოვლების შემდეგ პირში ბაქტერიების რაოდენობა 70%-ით შემცირდა.
ბუნებრივი პრებიოტიკი
თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ბიფიდობაქტერიების მნიშვნელობაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუმჯობესებისთვის. სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის გასაზრდელად რაციონში აუცილებელია პრებიოტიკების დამატება. ერთ-ერთ ასეთ პრებიოტიკს – ოლიგოსაქარიდს – ტაფლი შეიცავს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის კვების მეცნიერების კათედრის კვლევამ აჩვენა, რომ თაფლი ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების რაოდენობის ზრდას, მათი აქტივობისა და სისცოცხლისუნარიანობის მატებას.
თაფლი და დარიჩინი
ბოლო დროს მეცნიერებმა თაფლისა და დარიჩინის ერთად გამოყენების ეფექტურობა გამოავლინეს. აშშ-ს რამდენიმე მოხუცთა თავშესაფარში, გარკვეული დროის მანძილზე მოხუცებს თაფლისა და დარიჩინის ნარევს აჭმევდნენ, შედეგმა აჩვენა, რომ იმ მოხუცებში რომლებიც ამ ნარევს რეგულარულად იღებდნენ გულის მუშაობა გაუმჯობესდა სისხლძარღვები კი უფრო გასუფთავდა.
თაფლისა და დარიჩინის ნარევი ართრიტის დროს გვეხმარება. კოპენჰაგენის უნივერისტეტის ერთ-ერთმა კვლევამ ამ საშუალობის ეფექტურობა დაადასტურა. ექპერიმენტის დროს, 200-დან 73 ადამიანი სრულაიდ გათავისუფლდა ტკივილისგან. 1 სუფრის კოვზი ტაფლი და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი – საუზმის წინ, საგრძნობლად შეგიმცირებთ სახსრების ტკივილს.
გაცილებით უფრო სენსაციური შედეგები გაგვიზიარეს იაპონიისა და ავსტრალიის მეცნიერებმა. მათ განაცხადეს, რომ ნარევის 1 თვის მანძილზე გამოყენების შედეგად ზოგიერთი ავადმყოფი კუჭის სიმსივნისგანაც გათავისუფლდა.
ტოქსიკური თაფლი
თაფლი რომელიც შემდეგი ყვავილების მტვრისგან დამზადდა შესაძლოა ტოქსიკური იყოს: ოლეანდრა, როდოდენდრონი, მთის დაფნა, აზალია და ა.შ. თაფლით მოწამვლის სიმპტომატიკა თავბრუს ხვევით, გულის რევით, სისუსტით, ოფლდენით გამოიხატება და შეიძლება საქმე გონების დაკარგვამდეც მივიდეს. თურქმა ექიმმა, უგურ თიურქმა ყურადება გაამახვილა იმაზე, რომ იმ თაფლის გამოყენება რომელიც Rhododendron luteum და Rhododendron ponticum ნექტარით დამზადდა, ზოგჯერ გულის მუშაობის დარღვევებს იწვევს. ასეთი თაფლის შემადგენლობაში შემავალი ტოქსინები ორგანიზმის ქიმიურ პროცესებში დარღვევებს იწვევს, მათ შორის შედის არითმიაც. ექიმი ტიურკი გვირჩევს შავიზღვისირეთის ტაფლი მხოლოდ გამოზომილი პორციებით მივირთვათ. როდედნდრუმზე გაცილებით ტოქსიკურია Coriaria Arborea-ს მტვრით დამზადებული თაფლი. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ კრუნჩხვებს და გულის რევას არამედ, ფსიქიკურ დარღვევებსაც იწვევს.