Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოვიშოროთ ფეხზე წამოზრდილი ძვალი სახლის პირობებში

მსგავსი პრობლემა ყველაზე ხშირად ქალებს აწუხებთ. ექიმები ირწმუნებიან, რომ კუნთოვან-მყესოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტე სწორედ ქალებს აღენიშნებათ. ქალებმა კი ამის შესახებ არ იციან და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას ცდილობენ.

ტერფები დატვირთვას ვერ უძლებენ და დეფორმირებას განიცდიან. ამასთან ფეხის თითის დეფორმაცია მხოლოდ მოუხერხებელი ფეხსაცმლით განპირობებული არაა. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს: ჭარბი წონა, ხანგრძლივი სიარული, მემკვიდრეობა და ბრტყელტერფიანობა.

დღემდე ამ დაავადების მოსაშორებლად ყველაზე ეფექტურ საშუალებად ქირურგიული ჩარევა ითვლება. თუმცა, მის თავიდან აცილებას, ასევე დაავადების განვითარების შეფერხებას ხალხური საშუალებების დახმარებით შეძლებთ. დღეს ამ დაავადების საწინააღმდეგოდ ყველაზე ეფექტურ მეთოდებზე გიამბობთ.

ფეხზე წამოზრდილი ძვლის მკურნალობა სახლის პირობებში

1. ენდრო

დაავადების პირველივე ნიშნებისთანავე ამ ბალახის ნახარში გამოიყენეთ. 1 ჩ/კ ენდროს ფესვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 10 წუთით წყლის ორთქლზე დადგით, შემდეგ გაგრილება აცადეთ. სასმელი გადაწურეთ და 100 მლ დღეში 2-ჯერ დალიეთ.

2. ბაბუაწვერა და იოდი

100 გრ ბაბუაწვერას ყვავილი დააქუცმაცეთ ან სააფთიაქო ბაბუაწვერა შეიძინეთ. ყვავილებს იოდი ისე დაასხით, რომ ბოლომდე დაიფაროს. საშუალება ფეხების კარგად დაორთქვლის შემდეგ გამოიყენეთ. მიღებული ნარევი მტკივნეულ ადგილას ბადეს სახით წაისვით. ასეთი პროცედურა ღამით, 2 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ.

3. მდოგვი, ბადიაგა, მანქანის ზეთი და სკიპიდარი

ენდროს ნახარშით მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება, თუ თან სახლში მომზადებულ მალამოს წაისვამთ. 1 ს/კ ხმელი მდოგვი ამავე რაოდენობის ბადიაგს და მანქანის ზეთს, ასევე 2 ს/კ სკიპიდარს აურიეთ. მალამოს უსიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

4. ოროვანდი და სკიპიდარი

ამ დაავადების საწინააღმდეგოდ ოროვანდის და სკიპიდარის კომპრესი შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს. პროცედურის ჩატარების დროს ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან სკიპიდარმა შეიძლება კანი დაგწვათ. ოროვანდის გარე მხარეს ცოტა სკიპიდარი წაუსვით. ამ ფოთლებით ფეხი მუხლებამდე შეიხვიეთ. ზემოდან პოლიეთილენის პაკეტი დაიხვიეთ და ბეწვის ქსოვილით შეიფუთეთ. ასეთი კომპრესი ყოველდღე 3 თვის განმავლობაში გააკეთეთ.

5. იოდი და მარილი

მტკივნეული შეგრძნება რომ შეამსუბუქოთ სპეციალური აბაზანა გაიკეთეთ. 1 ლ წყალში 2 ს/კ მარილი გახსენით და 10 წვეთი იოდი დაუმატეთ. ასეთი პროცედურა დღეში 2-ჯერ გაიკეთეთ.

6. ძმრის ესენცია, კვერცხი, გადამდნარი ქონი და სკიპიდარი

ამ ინგრედიენტების შემდგარი მალამო  ფეხზე ძვლის წამოზრდას აფერხებს. თეთრი ქათმის კვერცხი აიღეთ და ჭიქაში ჩადეთ. ძმრის ესენცია ისე დაასხით, რომ კვერცხი ბოლომდე სითხეში დაიფაროს.

ჭიქა თბილ ადგილას 2 კვირა დადეთ და ნაჭუჭის ბოლომდე გახსნას დაელოდეთ. კვერცხის გარსის ნარჩენები გადაყარეთ. ნარევს 10 გრ სკიპიდარი და 1 ს/კ გადამდნარი ქონი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. შესანიშნავ მალამოს მიიღებთ. მტკივნეულ ადგილას ყოველ მეორე დღეს წაისვით და იოდის ბადის პროცედურასთან მონაცვლეობით გამოიყენეთ.

7. პროპოლისი

პროპოლისის კომპრესი ამ პრობლემის მოსაშორებლად ეფექტური საშუალებაა. მცირე ნაჭერი პროპოლისი ხელით დაარბილეთ და ღამით მტკივნეულ ადგილას წაისვით, ბინტით ფეხზე დააფიქსირეთ. პროცედურისთვის შეგიძლიათ პროპოლისის ნაყენი გამოიყენოთ. ასეთი კომპრესები ყოველ ღამით, 2 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ.

8. იოდი და ასპირინი

5 აბი ასპირინი 10 მგ იოდში გახსენით. მიღებული საშუალება მტკივნეულ ადგილას ძილის წინ წაისვით. პროცედურა 3 დღე გაიმეორეთ, შემდეგ 2 კვირიანი შესვენება გააკეთეთ.

სანამ თვითმკურნალობას შეუდგებით, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ. გახსოვდეთ, რომ ეს მეთოდები პროფესიონალური დახმარების ალტერნატივას არ წარმოადგენენ. ასეთი ხალხური საშუალებებით მხოლოდ მტკივნეულ სიმპტომებს მოიშორებთ და უსიამოვნო დაავადების განვითარებას შეაფერხებთ.