საკითხავი
როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი აგარაკის უნიტაზიდან
აგარაკი თავისი სილამაზით, ჩიტების ჟღურტუნით, ნერგებითა და ყვავილებით გვახარებს. როცა ცხვირის დაპუდვრის დრო მოდის, ზრდასრულ ადამიანსაც კი აგარაკის უნიტაზის უსიამოვნო სუნი დისკომფორტს უქმნის. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ უნიტაზის მყრალი სუნი აგარაკზე.
პრინციპი
უსიამოვნო სუნის გაქრობის პრინციპი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს. მეთოდის გასახორციელებლად ფიტოსპორინის ნაყენი დაგჭირდებათ. მისი კონცენტრირებული შემადგენლობა ნარჩენების გადამუშავებაში დაგეხმარებათ.
დაგჭირდებათ:
- 5 ლ წყალი
- 100 გრ ფიტოსპორინი
თუ ცოტა შაქარს გამოიყენებთ, პროცესი დაჩქარდება.
გარდა ამისა, იზრუნეთ იმაზე, რომ ხელთ ნახშირი გქონდეთ. სამწვადე ნახშირიც გამოგადგებათ.
პროცედურა:
1. ვედრო წყლით გაავსეთ.
2. ფიტოსპორინი გახსენით.
3. თბილ ადგილას 3 დღე შეინახეთ.
4. 1 ლ მიღებული საშუალება 1 ვედრო წყალში გახსენით.
5. უნიტაზში ჩაასხით.
6. ნახევარი ვედრო ნახშირი ჩაყარეთ.
7. გაზავებული ფიტოსპორინის ხსნარი ჩაასხით.
ბაქტერიები, რომლებიც ნარჩენებში ხვდება, მათ სწრაფად გადამუშავებას დაიწყებს. ნახშირი ბუნებრივი მშთანთქმელის როლს შეასრულებს.
საკმარისია, ამ მარტივი მეთოდით უნიტაზი 3 წელიწადში ერთხელ გაწმინდოთ.