Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ ნახეთქები ქუსლებზე რძის და სოდის დახმარებით

ბევრ ქალს ფეხის სიმშრალე და ქუსლებზე ნახეთქები აწუხებს. კოჟრების და აქერცლილი კანის გამო ტერფები მოუვლელად გამოიყურება, თან შეიძლება დისკომფორტსაც იწვევდეს. ამ პრობლემის მოსაშორებლად Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სამკურნალო აბაზანას, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად მოამზადებთ.

ტერფების აღმდგენი აბაზანის რეცეპტი

თუ ერთხელ მაინც გქონიათ ისეთი პრობლემა, როგორიცაა ქუსლებზე ნახეთქები და მშრალი კანი, ქალთევზას ისტორია გაიხსენეთ. ზღაპრის და პოპულარული მულტფილმის მთავარი გმირი მზად იყო ნებისმიერი ტკივილი აეტანა, რომ სიარულის შესაძლებლობა ჰქონოდა. თუმცა ჩვეულებრივ ადამიანს ასეთი ტკივილის ატანა ნამდვილად არ მოეწონება.

ტერფების სიმშრალე, კოჟრები და ნახეთქები – პრობლემები, რომლებსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ეჯახება. სიტუაცია ზაფხულში მწვავდება, როცა კანს მშრალი ჰაერის გამო დატენიანება არ ყოფნის. ადამიანების უმეტესობა პრობლემას კრემებით ან სალონებში კოსმეტიკური პროცედურებით ნიღბავს.

უსიამოვნო პრობლემებთან გამკლავება სახლის პირობებში შეიძლება. დღეს გთავაზობთ გამოცდილი შინაურული ნიღაბი გამოიყენოთ. ის კანის მკვდარ ნაწილებს მოგაშორებთ და კანს უფრო გლუვი და ნაზი გახდება.

კოსმეტიკური საშუალების მოსამზადებლად მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ესაა რძე და სოდა. სავარაუდოდ, ორივე პროდუქტს თქვენს სამზარეულოში იპოვით. დაგჭირდებათ 2-4 ჭიქა რძე და 3 ს/კ ჩვეულებრივი სოდა.

მომზადების პროცესი მარტივია. წინასწარ მოამზადეთ ტაშტი ან სხვა ჭურჭელი, სადაც ფეხებს ჩააწყობთ. რძე გააცხელეთ, სოდა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ტერფები აბაზანაში მინიმუმ 10 წუთით გააჩერეთ.

ამის შემდეგ თბილი წყალი გადაივლეთ და კარგად გაიმშრალეთ. ჩვეულებრივი ფეხის კრემი წაისვით. პროცედურა რაც შეიძლება ხშირად, მინიმუმ კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორეთ.

კარგი ეფექტის მისაღებად მთელი კურსი (1-2 თვე) ჩაიტარეთ. რაც უფრო ხშირად გაიკეთებთ ასეთ აბაზანას, შედეგს მით უფრო სწრაფად დაინახავთ.

ვიმედოვნებთ, რომ რეცეპტი გამოგადგებათ. გახსოვდეთ, ტერფების სილამაზეზე მუდმივად უნდა იზრუნოთ და არა მხოლოდ ზაფხულში. ასე ფეხების სილამაზეს დიდხანს შეინარჩუნებთ.