Connect with us

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ თვალების ქვეშ ტომრები

თვალების ქვეშ ტომრები საერთო იერსახეს ძლიერ აფუჭებს. ხშირად, ეს ასაკობრივი ცვლილებებით არის გამოწვეული, მაგრამ ზოგჯერ ნაადრევად ვლინდება, მაგალითად, ქუთუთოს სტრუქტურის ინდივიდუალური მახასიათებლების ან გენეტიკის გამო.

ამ უსიამოვნო ნაკლოვანების ეფექტურად მოსაშორებლად მისი გამოვლენის მიზეზი უნდა იცოდეთ. ზოგჯერ გარკვეული ჩვევის შეცვლა საკმარისია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მისი მოშორება საკუთარი ძალისხმევით შეუძლებელია. ასეთ სიტუაციაში სპეციალისტების დახმარება დაგჭირდებათ. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოიშოროთ თვალების ქვეშ ტომრები.

შესაფერისი კოსმეტიკის არჩევა

ზოგჯერ თვალების ქვეშ ტომრები, შეშუპება და მუქი წრეები კანის მოვლის არ არსებობაზე ან არასწორად შერჩეულ საშუალებებზე მიგითითებთ. რეკომენდებულია, ქუთუთოს ირგვლივ ნაზი კანის მოსავლელად გამოიყენოთ პროფესიონალური საშუალებები: თვალის კრემები, სპეციალური პატჩები, შრატები. საშუალება წინასწარ კარგად გასუფთავებულ კანზე წაისვით, გაწელვას და ძლიერ ზეწოლას თავი აარიდეთ.

ცხოვრების წესის შეცვლა

თვალების ქვეშ ტომრებს იწვევს ზოგიერთი ჩვევა: რაციონში ჭარბი მარილი, ალკოჰოლის მიღება, უძილობა. ამ შემთხვევაში მარილიანი საკვების მიღება შეზღუდეთ და ალკოჰოლურ სასმელებზე უარი თქვით, ძილის და დასვენების რეჟიმი დაიცავით, ადრე დაწექით და კარგად გამოიძინეთ. რეკომენდებულია, შეარჩიოთ სწორი ბალიში ორთოპედიული ეფექტით. უპირატესობა მიანიჭეთ ზურგზე წოლას.

კოსმეტოლოგიური პროცედურები

თანამედროვე კოსმეტოლოგია საშუალებას გაძლევთ, რომ მცირე ნაკლოვანებები სპეციალური საშუალებებით დააკორექტიროთ. თვალების ირგვლივ დეფექტების მოსაშორებლად ხშირად ფილერებს იყენებენ. ასევე ინიშნება ლაზერი, მეზოთერაპია ან ბიორევიტალიზაცია.

პლასტიკური ქირურგია

ზემოთ ნახსენები მეთოდები დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ თვალების ქვეშ ტომრები არა გენეტიკური, არამედ ანატომიური ან ასაკობრივი ფაქტორით არის გამოწვეული და ძლიერ განვითარებული არაა. სხვა შემთხვევაში ეს მეთოდები მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებენ, მაგრამ პრობლემას არ აქრობს.

საიმედო და ეფექტური გზა: ბლეფაროპლასტიკა. ასეთი პლასტიკური ოპერაცია მოგაშორებთ თიაქარს, რომელიც ამ ე.წ. „ტომრებს“ ქმნის, ქუთუთოს კანს დაჭიმავს და ნაოჭებს გააქრობს. ბლეფაროპლასტიკა ხედვას უფრო ჯანსაღს, ახალგაზრდულს და ვიზუალურად ლამაზს ხდის. ოპერაცია უსაფრთხო და ეფექტურია, თუ სერთიფიცირებულ კლინიკებში გამოცდილი ქირურგის ხელმძღვანელობით ტარდება.