Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოვიშოროთ თავის ტკივილი ხალხური მეთოდებით

სეზონებს შუა ამინდი ხშირად არასტაბილურია და ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს უამრავ პრობლემებს უქმნის. თან საზრუნავიც მატულობს: ბავშვები სკოლაში წავიდნენ, მოსავლის დამუშავება უნდა მოესწროს. გასაოცარი არაა, რომ თავის ტკივილი გაწუხებთ! სააფთიაქო აბების დალევა არ იჩქაროთ. თავის ტკივილის მოსაშორებლად უფრო ნაზი ხალხური მეთოდების გამოყენება სცადეთ.

თავის ტკივილი არის სიმპტომი, რომელიც ორგანიზმში ამა თუ იმ პრობლემაზე მინიშნებას გაძლევთ. ყველაზე სწორი მასთან ბრძოლა იქნება და არა სიმპტომთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა თავის ტკივილი არა ერთჯერადი, არამედ რეგულარული შემთხვევაა. ამ შემთხვევაში სიმპტომურმა მკურნალობამ (უფრო ზუსტად, თვითმკურნალობა) შეიძლება პრობლემის გამწვავება და მთავარი დაავადების, ტკივილის მიზეზის განვითარება გამოიწვიოს. ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ!

დღეს გთავაზობთ მარტივ და ხელმისაწვდომ ხალხურ საშუალებებს, რომლებიც თავის ტკივილის მოშორებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია: ბალახების ნაკრებში შემავალ მცენარეს აქვს უკუჩვენება – ნებისმიერი რეცეპტის გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ ის თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს.

ბალახების ნაკრები სააფთიაქო გვირილით

სააფთიაქო გვირილა მსუბუქ დამამშვიდებელ, სპაზმის მომხსნელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებებს ფლობს. მას სხვადასხვა წარმოშობის თავის ტკივილის დროს იყენებენ. პროფილაქტიკის მიზნით გვირილას ხმელი ყვავილი ჩვეულებრივ შავ ან მწვანე ჩაის დაუმატეთ. ასევე შეგიძლიათ სხვა ბალახებთან ერთად ნარევი მოამზადოთ და თავის ტკივილის დროს გამოიყენოთ.

  • სააფთიაქო გვირილა და წყალნაწყენი

თითო სუფრის კოვზი ხმელი, დაქუცმაცებული ნედლი აურიეთ, 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ, 30-40 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ დალიეთ.

  • სააფთიაქო გვირილა და პიტნა

თითო სუფრის კოვზი ხმელი, დაქუცმაცებული ბალახი აიღეთ, 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, ნახევარი საათით დააყენეთ და გადაწურეთ. დალიეთ როგორც ჩაი.

  • სააფთიაქო გვირილა და სამკურნალო ბარამბო

ნაყენი მოამზადეთ ისე, როგორც წინა რეცეპტში. ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

კომპრესი და სახვევები თავის ტკივილის დროს

ზოგიერთს თავის ტკივილის დროს თბილი სახვევი ეხმარება (მაგალითად, თავზე შემოხვეული შარფი), სხვებს კი – ცივ წყალში დასველებული პირსახოცი. ამის ნაცვლად შეგიძლიათ მცენარეული საშუალებების კომპრესების გამოყენება სცადოთ.

  • ახალი კომბოსტოს ფოთლები წვენის მიღებამდე დანაყეთ და შუბლსა და საფეთქლებზე დაიდეთ;
  • ანალოგიურად გამოიყენეთ პიტნის, ვირისტერფას, იასამნის და ცაცხვის ახალი ფოთლები;
  • პატარა ხახვი შუაზე გაჭერით და მისი გადანაჭერი საფეთქლებზე 15-20 წუთით გაიჩერეთ;
  • ბეგქონდარას ნახარში მოამზადეთ ( 1 ს/კ დაქუცმაცებულ ბალახს 1 ჭიქა წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე ადუღეთ), გადაწურეთ, გააგრილეთ, პირსახოცი მასში დაასველეთ და 20-25 წუთით შუბლზე დაიდეთ;
  • ლიმონის ცედრა (მხოლოდ ზედა ნაწილი) მოჭერით და საფეთქლებზე დაიდეთ, ზემოდან კი თავზე შარფი შემოიხვიეთ. ფრთხილად! – მოსალოდნელია კანის გაღიზიანება! ცედრის ნაცვლად შეგიძლიათ ლიმონის წვენი გამოიყენოთ.
  • მსგავსი მეთოდით გამოიყენეთ კოჭის ძირნაყოფი ან დაქუცმაცებული ნიორი. ფრთხილად! – მოსალოდნელია გაღიზიანება, მაღალი ტემპერატურის და კანზე ანთების დროს არ გამოიყენოთ!)
  • უმი კარტოფილი თხელ ნაჭრებად დაჭერით და შუბლსა და საფეთქლებზე დაიდეთ.

სურნელოვანი ბალახები თავის ტკივილის დროს

ბევრ მებაღეს სურნელოვანი ბალახების გაზრდა უყვარს, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ზოგიერთი მცენარე სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად ტკივილგამაყუჩებელ თვისებას ფლობენ. თავის ტკივილის დროს რეჰანი, ბეგქონდარა, ბარამბო, მაიორანი, ოროვანდი და სხვა პოპულარული, არომატული კულტურები დაგეხმარებათ.

  • თავშავას ნახარში

2 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ბალახს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ, 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. თავის ხშირი ტკივილის დროს ამ ნახარშით საღამოს, ძილის წინ თავი დაიბანეთ.

  • რეჰანის ჩაი

2 ჩ/კ ხმელ, დაქუცმაცებულ რეჰანს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავსახურ დახურულ ჭურჭელში ნახევარი საათით გააჩერეთ და გადაწურეთ. დალიეთ როგორც ჩაი.

  • ბალახების ნაკრები პიტნით და დიდი კამით

თანაბარი პროპორციით აიღეთ და აურიეთ ხმელი, დაქუცმაცებული მცენარეული ნედლი:

  • პიტნის ფოთლები
  • კატაბალახის ფესვი
  • სააფთიაქო გვირილას ყვავილი
  • დიდი კამის ნაყოფი

1 ს/კ ნაკრები თერმოსში ჩაყარეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10-12 საათით დააყენეთ, დილით გადაწურეთ და დალიეთ. ნაკრები სტრესით და გადაღლილობით გამოწვეული თავის ტკივილის დროს ეფექტურია.

სხვა ხალხური საშუალებების თავისი ტკივილის დროს

თუ საჭირო მცენარეული ინგრედიენტი ხელთ არ გაქვთ, თავის ტკივილის გასაქრობად შეგიძლიათ სხვა საშუალების გამოყენება სცადოთ, მაგალითად:

  • ხის სავარცხლით თმა ნელა დაივარცხნეთ. პროცედურის ხანგრძლივობა – 10 წუთი;
  • 3 წვეთი პიტნის, ლავანდის და აბზინდის ეთერზეთი აურიეთ. მიღებული ნარევი საფეთქლებზე, შუბლსა და კეფაზე წაისვით. ფრთხილად! – დარწმუნდით, რომ ინგრედიენტებზე ალერგია არ გაქვთ.
  • თბილი აბაზანა მიიღეთ, შეგიძლიათ აბაზანას რეჰანის, ლავანდის ან სალბის ეთერზეთები დაუმატოთ.
  • უკუჩვენებების არ არსებობის შემთხვევაში – ხელის ან ფეხის ცხელი აბაზანა გაიკეთეთ.
  • თავის ხშირი ტკივილის დროს 1 კვირის განმავლობაში დილით, უზმოზე ვაშლი შეჭამეთ და საუზმის წინ 1 ჭიქა წყალი 1 ჩ/კ თაფლთან ერთად დალიეთ.