Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოვიშოროთ ბრტყელი მეჭეჭები: 5 რეცეპტი

ბრტყელი მეჭეჭები ადამიანის პაპილომა ვირუსის ერთ-ერთი ქვეტიპის გავრცელებული ნიშანია. ძალიან ხშირად ასეთი მეჭეჭები ახალგაზრდა ადამიანებსა და მოზარდებში გვხვდება.

ისინი ყავისფერ, ოდნავ ამოწეულ ახალწარმონაქმნს წარმოადგენენ. მათი ზედაპირი ბრტყელი და ოდნავ ხორკლინია. ჩვეულებრივ, ბრტყელი მეჭეჭები სახეზე ჩნდება, თუმცა ხშირად ხელებსა და ყელზეც გვხვდება.

ასეთი მეჭეჭები ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის გადამდებია და ხშირად იმ მომენტში ჩნდება, როცა იმუნური სისტემა დასუსტებულია.

საბედნიეროდ, მსგავსი მეჭეჭების მოსაშორებლად ნატურალური საშუალებები არსებობს. ასეთი ხალხური რეცეპტების დახმარებით აგრესიული ქიმიური საშუალებების გამოყენების აუცილებლობა გაქრება.

დღეს 5 საუკეთესო შინაურულ რეცეპტს გთავაზობთ, რომლის გამოყენებას ამ პრობლემის მოსაშორებლად შეძლებთ.

1. აბუსალათინის ზეთი და საცხობი ფხვნილი

აბუსალათინის ზეთი ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ხოლო საცხობი ფხვნილი სხვადასხვა ვიტამინების და მინერალების წყაროა.

ამ ორი ინგრედიენტის კომბინაციით ბრტყელი მეჭეჭის მოსაშორებლად ეფექტურ საშუალებას მიიღებთ.

ამ ორი ინგრედიენტით სქელი წებოვანი ნიღაბი მოამზადეთ. მიღებული მასის პრობლემურ ზონაზე წასმით ახალწარმონაქმნის მოშორებას შეძლებთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ (30 გრ) აბუსალათინის ზეთი
  • 1 ჩ/კ (5 გრ) საცხობი ფხვნილი

მომზადება:

მითითებული რაოდენობის აბუსალათინის ზეთი და საცხობი ფხვნილი აურიეთ.

როგორ გამოვიყენოთ?

  1. მზა საშუალებით კანის პრობლემური ნაწილები დაიმუშავეთ, შემდეგ ბინტით ან სახვევით დაიფიქსირეთ.
  2. ნიღაბი ეფექტური მოქმედებისთვის მთელი ღამე გაიჩერეთ, პროცედურა ყოველ საღამოს, ძილის წინ, 1 თვის განმავლობაში გაიკეთეთ.

2. ალოე ვერა და გვირილას ზეთი

ალოე ვერას გელი კანს შესანიშნავად ატენიანებს და მის აღდგენას ხელს უწყობს. ალოე ვერას ეს თვისება მასში შემავალი სხვადასხვა ანტიოქსიდანტით და მინერალით აიხსნება.

ამ ინგრედიენტის ეფექტის გასაძლიერებლად გვირილას ზეთი გამოიყენეთ. ის მეჭეჭის ზედაპირს დაარბილებს და მის მოშორებას გაამარტივებს.

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ (45 გრ) ალოე ვერას გელი
  • 1 ს/კ (15 გრ) გვირილას ზეთი

მომზადება:

საჭირო ზომის ჭურჭელი აიღეთ და მასში მითითებული ინგრედიენტები აურიეთ.

როგორ გამოვიყენოთ?

  1. ძილის წინ მიღებული საშუალებით ბრტყელი მეჭეჭების ადგილას კანის ზედაპირი კარგად დაიმუშავეთ.
  2. წებოვანი სახვევი დაიდეთ ისე, რომ საშუალება კანზე მთელი ღამე გაჩერდეს.
  3. დილით წყლით მოიშორეთ. პროცედურა ყოველდღე გაიკეთეთ მანამ, სანამ უკეთესობას არ დაინახავთ.

3. ხახვის წვენი და მარილი

ხახვი შეიცავს გოგირდის ნაერთებს, რომელსაც ანტივირუსული თვისებები გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხახვის წვენს ბრტყელი მეჭეჭის მიერ გამოწვეულ ვირუსებთან ბრძოლა შეუძლია. მასში შემავალი ნატურალური მჟავები PH ნორმალურ ბალანსს აღადგენს, გაუხეშებულ კანს არბილებს და მკვდარი უჯრედებს აშორებს.

ინგრედიენტები:

  • 1 ხახვი
  • 1 ჩ/კ (5 გრ) მარილი

მომზადება:

  • ხახვს ფურცლები მოაშორეთ და ნაჭრებად დაჭერით.
  • შესაფერის ჭურჭელში ჩაყარეთ და მარილი მოაყარეთ.
  • საშუალება 10 წუთით დააყენეთ. ამის შემდეგ დააბლენდერეთ, რომ ხახვის წვენი მიიღოთ.

როგორ გამოვიყენოთ?

  1. მზა ხახვის წვენში ბამბის ნაჭერი დაასველეთ და პრობლემურ ზონაზე რამდენიმე საათით გაიჩერეთ.
  2. რეკომენდებულია, რომ საშუალება ყოველდღე პრობლემის მოგვარებამდე გამოიყენოთ.

4. ნატრიუმის ბიკარბონატი

ნატრიუმის ბიკარბონატი შესანიშნავი ექსფოლიატორია, რაც სახესა და ხელზე ბრტყელი მეჭეჭების ზომის შემცირებაში დაგეხმარებათ. მისი დახმარებით მკვდარი უჯრედების მოშორებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას შეძლებთ, რაც კანის უჯრედების აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანია.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ (10 გრ) ნატრიუმის ბიკარბონატი
  • 2 ს/კ (30 მლ) წყალი

მომზადება:

ორივე ინგრედიენტი აურიეთ ისე, რომ სქელ პასტა მიიღოთ.

როგორ გამოვიყენოთ?

  1. მზა პასტით პრობლემური ზონა დაიმუშავეთ. კანის მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ.
  2. საშუალება 40 წუთით გაიჩერეთ.
  3. ნატრიუმის ბიკარბონატის პასტა ყოველდღე მეჭეჭების გაქრობამდე გამოიყენეთ.

5. C ვიტამინი

C ვიტამინის აბებს მჟავე PH აქვთ, რაც მას მეჭეჭების და ნაწიბურების სამკურნალოდ ეფექტურ საშუალებად აქცევს. C ვიტამინის წასმით კანის უჯრედების აღდგენას, ასევე ჭუჭის და მკვდარი უჯრედების მოშორებას ხელს შეუწყობთ.

ინგრედიენტები:

  • 2 აბი C ვიტამინი
  • 1 ს/კ (15 მლ) წყალი

მომზადება:

  • პირველ რიგში, C ვიტამინის აბები დაფშვენით.
  • ამის შემდეგ აუცილებელი რაოდენობის წყალი დაუმატეთ ისე, რომ ერთგვაროვანი პასტა მიიღოთ.

როგორ გამოვიყენოთ?

  1. ამ პასტით კანის პრობლემური ადგილები დაიმუშავეთ. 30-40 წუთით გაიჩერეთ.
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ კანზე თბილი წყალი გადაივლეთ. პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ.

აუცილებლად გახსოვდეთ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად პროცედურები რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ. ერთჯერადი გამოყენება პრობლემას ვერ მოგიგვარებთ. სხვა სიტყვებით, შეუპოვარი იყავით და მოთმინება გამოიჩინეთ.

თუ ამის მიუხედავად მეჭეჭების მოშორება ვერ შეძელით, კონსულტანციისთვის ექიმს მიმართეთ. ის გირჩევთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ სიტუაციაში.