Connect with us

ყვავილები

როგორ მოვახდინოთ კვალის ოპტიმიზაცია აგარაკზე და უფრო მეტი საჭირო კულტურა გავზარდოთ

ჩემი მეზობელი ბოსტნის დიდი გულშემატკივარია, თითოეული მიწის ნაკვეთი გამოყენებული აქვს. სარდაფშიც კი განათება აქვს და იქ რაღაცას ზრდის. სახურავზე უკვე არაფერს ვამბობ, მან არა მხოლოდ სახლში, არამედ ბეღელშიც ყველა სახის წვრილმანი დარგო. კედლებზეც ყუთები და კონტეინერები აქვს მიდგმული, რომ მზესთან უფრო ახლოს იყოს. ერთი სიტყვით, ამ ადამიანმა იცის, თუ როგორ გამოიყენოს მიწის ნაკვეთი ნორმალური მოსავლის მისაღებად. მთელი წელი საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტებით იკვებება.

ენთუზიაზმი ირგვლივ ყველას გადადო. ჩემი მეუღლე მისი მოშორებით დაიღალე, ეუბნება, რომ ბაღში ისედაც ყველაფერი რიგზე აქვს. აი, დეიდა კი სრულად მისი გავლენის ქვეშაა, ამასთან პროფესიით დეკორატორია და ფართო ხედვა აქვს: ის არა მხოლოდ პომიდორს და ლობიოს რგავს, არამედ უამრავ ყვავილს ზრდის. მართალია, სახურავზე მცენარეების გაზრდაზე უარს ამბობს. დღეს სიამოვნებით გიამბობთ, თუ როგორ აქვს დეიდა ნანას ყველაფერი მოწყობილი.

როგორ გავაკეთოთ კვლები საკუთარი ხელით

1. კონტეინერები

ღრმა ქოთნები და ძველი პლასტმასის ჭურჭელი. როცა მიწის მცირე ნაკვეთი გაქვთ და მასში გამოსაყენებლად ვარგისი მიწა ცოტაა, ყველაფერი გამოდგება. რამდენიმე ნიუანსი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, რამდენიმე ტომარა კარგი მიწა უნდა მოიტანოთ. მეორეც, კონტეინერების უხვად მორწყვა მოგიწევთ, განსაკუთრებით ცხელ ამინდში. მესამეც – არაფერი მსხვილი არ გაიზრდება. მარწყვის ან კამის მოსაყვანად შესანიშნავი ვარიანტია. კონტეინერებში ყვავილებიც თავს კარგად გრძნობენ.

2. კასრი

თავისი არსით, ესეც კონტეინერია, ოღონდ უფრო უკეთესი. მასში ბევრი მიწა ეტევა, ფესვებს თავისუფლება აქვთ და დიდი რაოდენობით წყალს არ მოითხოვს. ამასთან კასრში მიწა ჩვეულებრივ თბილია. მასში კიტრი შესანიშნავად იზრდება. რამდენიმე დეტალი: თავად კასრის პოვნა საკმაოდ რთულია. ასეთი ნივთები ქუჩაში უბრალოდ არ ყრია. მისი ყიდვა ან სხვა ვარიანტის მოძებნა მოგიწევთ.

3. კასკადი

ასეთი ვარიანტი ყვავილებისთვის გამოდგება და ბევრ კონტეინერს მოითხოვს. სამაგიეროდ, პეტუნიების გარდა შეგიძლიათ ჯუჯა პომიდორი გაზარდოთ. ბაზილიკიც აქ თავს კარგად იგრძნობს: პირველ რიგში, პომიდორთან კომბინაციაში კარგად იზრდება. მეორეც, სითბოს მოყვარული და გვალვა გამძლეა.

4. დასაკიდი ქოთნები

კონტეინერების კიდევ ერთი ვარიანტია, რომელიც სხვადასხვა კულტურის გასაზრდელად გამოგადგებათ. მთავარი სირთულე – მორწყვა. თქვენ დაგჭირდებათ ან მოქნილი შლანგი საფრქვეველით, ან ძლიერი ხელები. თუ ხელით მორწყავთ, კარგი ფიტნესი გარანტირებული გექნებათ.

5. ხე

თუ აგარაკის ნაკვეთზე რამდენიმე ხე გაქვთ, შეგიძლიათ საშუალო ზომის გოგრის საყრდენად გამოიყენოთ. ამავე მეთოდით შეგიძლიათ კიტრის გაზრდა სცადოთ, მაგრამ ეს უფრო თეორიაა, ვიდრე პრაქტიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი, რასაც საყრდენი სჭირდება, შეგიძლიათ კიტრს შემოახვიოთ.

6. ღობე

შემდეგი ჩანაფიქრი, რომელიც წინა აბზაციდან მომდინარეობს. ხშირად აგარაკზე ორი ტიპის ღობე არსებობს: ბადისებრი და მესერი. ბადისებრ ღობეს ლობიო და ბარდა მშვენივრად ემეგობრება, ასევე შეგიძლიათ ყვავილების დეკორატიული სახეობები შემოახვიოთ. მესერი, თუ საკმადო ძლიერია, შეგიძლიათ აივნის კონტეინერები დაამაგროთ, რაც ცოტა სივრცეს შეგმატებთ.

7. დროებითი კვლები

ის შემთხვევა, როცა კვალი ნამდვილად თქვენი ხელით არის შექმნილი. საფუძვლად გამოყენებულია ფიჩხი ან სხვა არასაჭირო ხე, შემდეგ მიწის ფენა, ჰუმუსის ფენა, თუ იშოვით ორგანული ნივთიერება (ნაკელი, ნეხვი, სათიბი ბალახი) და კვლავ მიწის ფენა. ასეთი კვალი ერთ სეზონისთვის გამოგადგებათ და ძალიან მობილურია, შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას განათავსოთ.

8. კომპოსტის გროვა

თუ ასეთი რამ სადღაც ბეღელში გაქვთ, შეგიძლიათ ბოსტნის ობიექტად გამოიყენოთ. მასზე მარტივად შეგიძლიათ გაზარდოთ კიტრი ან გოგრა. კომპოსტზე ყვავილებიც კარგად იზრდებიან, ასე შეგიძლიათ ყველაზე უშნო გროვაც კი გაალამაზოთ.

რედაქციის მინიშნებები

1. კიტრის გასაზრდელად მსხვილი პლასტმასის ბადე შესანიშნავად გამოდგება. ის შეგიძლიათ მოსახერხებელ ადგილას მჭიდროდ გაჭიმოთ. თუ აგარაკზე გზის გასწვრივ ვარდის თაღები გაქვთ, მათი გამოყენებაც შეგიძლიათ.

2. მუყაოს ყუთები (მაგალითად, ფეხსაცმლის) შეიძლება კონტეინერად გამოიყენოთ. ის ცალკე კატეგორიად არ გამოვყავით, რადგან დიდხანს ვერ ძლებს. თუ მუყაო საკმაოდ მკვრივია და წებოვანი ლენტით კარგად შეკრავთ, შეიძლება მთელი სეზონიც გაძლოს. მნიშვნელოვანია: ძალიან ფერადი ყუთები არ გამოიყენოთ, ის შეიძლება მავნებელი იყოს. სიმაგრისთვის შეგიძლიათ რამდენიმე ყუთი ერთმანეთში ჩადოთ.

3. დიდი სიფრთხილით მიუდექით საკითხს, თუ რას დარგავთ კვლებში: უმჯობესია გადაიკითხოთ, რაც თესლის შეფუთვაზე წერია, ვიდრე გამყიდველს ენდოთ. ახლა ბევრი სახეობა არსებობს, რომლებიც ღია ნიადაგში თავს შესანიშნავად გრძნობს, ამასთან საკმაოდ კომპაქტურია: კიტრი და პომიდორი, კონუსური თეთრი კომბოსტო და სხვა. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი სახეობა ერთმანეთთან კარგად მეზობლობს. მაგალითად, ხახვი და სტაფილო, გოგრა და ლობიო.

ამით დეიდა ნანას სასარგებლო მეთოდები მთავრდება. გირჩევთ, ნაკვეთზე კვლების ადგილმდებარეობა წინასწარ მოიფიქროთ, შეგიძლიათ გეგმაც შეადგინოთ. მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ! უხვ მოსავალს გისურვებთ!