Connect with us

სახლი და დიზაინი

როგორ მოვაწყოთ პატარა სამზარეულო

პატარა სამზარეულოც კი თვალს გვიხარებს, თუკი ჩვენია. ხშირად ჩნდება კითხვა, როგორ დავატიოთ ყველა საჭირო ნივთი და ტექნიკა პატარა სამზარეულოში ისე, რომ ყველაფერი აკურატულად გამოიყურებოდეს და სამზარეულოშიც წესრიგი იყოს?! როგორ მოვაწყოთ ლამაზად პატარა სამზარეულო და მაქსიმალურად მივუახლოვოთ ის თანამედროვე სტანდარტებს?! ზოგჯერ გვიწვს დავფიქრდეთ გვჭირდება თუ არა გამწოვი,რათა კარადისთვის სივრცის დაზოგვა შევძლოთ.

პატარა სამზარეულოში ყველა კუთხეს თავისი დანიშნულება უნდა ჰქონდეს. იმისთვის რომ ქაოსსა და უწესრიგობას დავაღწიოთ თავი, სივრცის ფუნქციონალური ავეჯით გაწყობა პრობლემის გონიერი გადაწყვეტა იქნება.

1. თხელი, ვერტიკალური უჯრა მარცვლეულის, სანელებლებისა და ბოთლებისათვის. იკავებს ნაკლებ ადგილს და მასში საკმაო რაოდენობის ნივთები ეტევა.

2. დიდი უჯრები რომელიც სამზარეულოს ავეჯის ნახევარს იკავებენ – ეხლა მოდაშია. ნაკლები ჭრილები აქვს თუმცა სურათზე თუ დააკვირდებით, მასში ჩამონტაჟებული დანაჩანგლის უჯრის გამოსაღებად, ჯერ დიდი უჯრის გაღება მოგიწევთ.

3. ალბათ ბევრჯერ დაგჭირვებიათ, კარდაში ღრმად შეძრომა თქვენთვის სასურველი ქვაბის გამოსაღებად. უფრო მოსახერხებელია კუთხის უჯრის გაკეთება.

4. დამატებითი მექანიზმი უფრო ძვირი ღირს, სამაგიეროდ ქვაბების თაროს უხმაუროდ გამოღებას შეძლებთ, გადმოლაგების გარეშე ააღცევთ თქვენთვის სასურველ ქვაბს და დახურავთ.

5. ასეთი უჯრების დალაგებაც გაცილებით მარტივია. არ გიწევთ მთელი ჭურჭლის გადმოლაგება. საკმარისია სასურველი თროს გამოწევა, დალაგება და უკან შეწევა.

6. უჯრა პერფექციონისტებისთვის, მათთვის ვინც გარემოზე ზრუნავს. ვინ თქვა რომ ნაგვის დანაწევრება სირთულეს წარმოადგენს?!

7. თუ მაცივარსა და კედელს შორის 20-30 სანტიმეტრის დაშორებაა, შესანიშნავი მიზეზი გაქვთ ბრტყელი, მოძრავი კარდის დასამზადებლად. მასში შეგიძლიათ შეინახოთ ყველაფერი რაც თვალში ცუდად გხვდებათ.

8. ალბათ ერთხელ მაინც გაგიჭრიათ ხელი ჩანგალზე როდესაც უჯრაში კოვზს ეძებდით… მშინ ასეთ უჯრას ნამდვილად დააფასებთ!

9. როდესაც სარეცხი საშუალებებისა და ნაგვის ყუთის ერთ უჯრაშ განთავსება გიწევთ , აი გამოსავალიც. მოწესრიგებული და რაც მთავარია – მოსახერხებელი.

აი როგორ უნდა მოაწყოთ პატარას ამზარეულო ისე, რომ ის თანამდეროვეც იყოს და კომფორტულიც.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.