სხვა
როგორ მოვაცილოთ სამოსს ლაქები
ლამაზი სამოსის ჩასაცმელად მიზეზი ყოველთვის გამოჩნდება და შერჩეული კოსტუმის ან კაბის შეძენის შემდეგ, წვეულებაზე შემთხვევითი ცხიმიანი ლაქა რთული ასატანია. შეგიძლიათ ლაქის მოცილება თქვენივე ძალებით სცადოთ, მაგრამ, ჩვეულებრივი სარეცხი მანქანა იშვიათად თუ შეძლებს ამ რთულ დავალებასთან გამკლავებას.
ძვირფასი ნივთები აჯობებს ქიმწმენდაში წაიღოთ. თანამდეროვე საშუალებები სასწაულებს ჩადიან, მათ შემდეგ სამოსი ახალივით გამოიყურება. ეს სიამოვნება იაფი ნამდვილად არ ჯდება. თუ ამ პრობლემას კვლავ გადაეყარეთ, აჯობებს ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი ქიმწმენდის 4 ხრიკი გამოიყენოთ.
ქიმწმენდის საიდუმლოებანი
ცხიმიანი ლაქების ბენზინის მეშვეობით მოცილება
ბენზინი – ორგანული გამხსნელი, რომელიც კარგად აცილებს ქონისა და ზეთის ლაქებს ქსოვილებიდან. დასვრილი ადგილის გასაწმენდად შეგიძლიათ ბამბა ან ბამბის ჩხირი გამოიყენოთ. ფრთხილად მოუსვით ის ლაქას, კარგად გაპოხეთ ლაქის ადგილი ბენზინით.
ქონის გასახსნელად 15-20 წუთი დაგჭირდებათ. ამ შემთხვევის შემდეგ უბრალოდ გარეცხეთ ნივთი. გახსოვდეთ რომ ბენზინს ძლიერი და მძაფრი სუნი აქვს. ის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენეთ. პროცედურის დროს ცეცხლს ერიდეთ რადგან ნივთი შეიძლება აალდეს.
ცხიმის ახალი ლაქების უთოს მეშვეობით მოცილება
თუ ლაქა ახალია და გაშრობა ჯერ ვერ მოასწრო მისი მოცილება უთოს მეშვეობით შეგიძლიათ. აიღეთ საპოხი ქაღალდი და ისე მოათავსეთ, რომ ლაქა ფენებს შორის აღმოჩნდეს. უთო 100 გრადუსამდე გააცხელეთ და დაბინძურების ადგილი გააუთავეთ. ამ გზით ცხიმი იოლად გამოვა, ყობველგვარი ქიმიური საშუალების გარეშე.
ლაქების ამიაკით მოცილება
ამიაკი სუფთა მდგომარეობაში იშვიათად გამოიყენება, მაგრამ, ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ მის პოვნას. ნუ იჩქარებთ მის პირდაპირ ლაქაზე დასხმას, ამან შეიძლება ქსოვილი დააზიანოს და მისი სუნის გამოყვანაც ძალიან გაგიჭირდებათ. გააკეთეთ 1 სუფრის კოვზი ამიაკისა და 0.5 ჭიქა წყლის ხსნარი და კარგად აურიეთ. დაასველეთ ბამბის დისკი და ქსოვილი ლაქის ბოლომდე გაშორებამდე წმინდეთ.
ზოგჯერ დაბინძურება ძალიან ღრმაა და ამ შემთხვევაში პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ! ამიაკის ხსნარი მხოლოდ ღია ფერის სამოსისთვის გამოიყენეთ. მუქი ნივთების გასარეცხად კი სხვა ხერხებს მიმართეთ!
შემოწმება გამოყენებამდე
სანამ ნებისმიერ ქიმიურ საშუალებას გამოიყენებთ, აუცილებელია მისი შემოწმება. ხშირად ეს გვავიწყდება და შედეგად გაფუჭებულ ნივთსა და საშინელ განწყობას ვიღებთ!
აირეთ სამოსი მსგავსი ქსოვილით ან იმავე სამოსის შეუმჩნეველი ნაწილი და გამოცადეთ. თუ ამ საწმენდის აშუალებით გარეცხვის შემდეგ მან ფერი და სტრუქტურა არ შეიცვალა ესეიგი შეგიძლიათ სრულფასოვან პროცედურაზე გადახვიდეთ!
ამ რჩევების მეშვეობით თქვენ იოლად შეძლებთ თქვენი საყვარელი ნივთების მოულოდნელი ლაქებისგან გათავისუფლებას. ხსენებული ხრიკები ხშირად გამოიყენება ქიმწმენდებში. მთავარია ისნი სწორად გამოიყენოთ!