Connect with us

საკითხავი

როგორ მოვაშოროთ ჭურჭელს მიმწვარი რძე სწრაფად

როგორ ძლიერადაც არ უნდა ბუყბუყებდეს მდუღარე წყალი, ქვაბიდან არასდროს გადმოდის. რძესთან სხვა სიტუაციაა. ადუღებისას მოულოდნელად ადიდება და ქვაბიდან გადმოღვრა ახასიათებს. წამით ყურადღების გაფანტვა საკმარისია, რომ არა მხოლოდ ქვაბის, არამედ ქურის გაწმენდაც მოგიწევთ. გიზიარებთ რჩევებს, როგორ გაწმინდოთ ჭურჭელი მიმწვარი რძისგან.

გაქცეულ რძეზე უარესი მიმწვარი რძეა. რა თქმა უნდა, მყისიერად და შეუფერებელ მომენტში იწვება. სამწუხაროდ, ამით უსიამოვნებები არ მთავრდება. შენობაში სუნთქვა რთულდება, რძის ნამწვი ჭურჭლის ზედაპირზე მტკიცედ ჯდება. აქ, ყველაზე მოხერხებულმა დიასახლისებმა შეიძლება ხელი ჩაიქნიონ.

როგორ მოვიშოროთ მიმწვარი რძე

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხალხური საშუალება უნდა გამოიყენოთ, თუ საყოფაცხოვრებო ქიმია და ჯაგრისი შედეგს არ გაძლევთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ნახშირი, სოდა და ლიმონის წვენი ჭურჭლისა და ქურის გასაწმენდად.

აქტივირებული ნახშირის აბები დაფშვენით. მიმწვარ ლაქას წაუსვით და 30 წუთით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ დაზიანებულ ზედაპირს ყინულიანი წყალი დაასხით და 20-40 წუთით გააჩერეთ. ახლა სითხე გადაასხით და ჭურჭელი ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

ქურის ზედაპირს მიმწვარი რძისგან სოდით გადაარჩენთ. უნივერსალური საწმენდი საშუალებით ფაფა მოამზადეთ. ამისთვის სოდის ფხვნილს ცოტა წყალი დაასხით. მიღებული მასა ლაქას წაუსვით და 30 წუთით გააჩერეთ. აუცილებლობის შემთხვევაში შეაზილეთ. მთავარია, ფრთხილად იმოქმედოთ, რომ ზედაპირი არ დააზიანოთ. ვადის გასვლის შემდეგ სველი ღრუბლით ან სალფეთქით გადაწმინდეთ.

მიმწვარ რძის ლაქას ლიმონის წვენიც უმკლავდება. ლაქას ცოტა ლიმონის წვენი დაასხით და სოდა დაუმატეთ. რამდენიმე წუთში ჭურჭლის სარეცხი სითხით გარეცხეთ. ლიმონის წვენი ლაქას უმკლავდება და მიმწვარი რძის მუქ ლაქებს ნაზად ათეთრებს.

გაქცეული ან მიმწვარი რძის მოშორება შესაძლებელია, მთავარია, სწრაფად იმოქმედოთ. დაე, თქვენი ქურა და ჭურჭელი სისუფთავით ბრწყინავდეს და ლაქებმა აღარ შეგაშინოთ!

Advertisement