Connect with us

საკითხავი

როგორ მოვაშოროთ ცხიმიანი ლაქა ჯინსს: 5 საიდუმლო მეთოდი

როგორ უნდა მოვაშოროთ ცხიმიანი ლაქა ჯინსის ქსოვილს?

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • მარილი
  • დიასახლისის საპონი
  • ჭურჭლის სარეცხი თხევადი საპონი
  • ცარცი ან ტალკი
  • ლაქის ამომყვანი საშუალება
  • ბენზინი
  • ნიშადურის სპირტი
  • საშრობი ქაღალდი
  • ბამბის ჩხირები

1. ტანსაცმელზე, ამ შემთხვევაში ჯინსის ქსოვილზე ახალ წარმოქმნილი ცხიმიანი და ზეთოვანი ლაქის ამოყვანას ჩვეულებრივი დიასახლისის საპნის ან სოდის დახმარებით მარტივად შეძლებთ. ჩამჯდარი ლაქის მოშორება ბევრად უფრო რთულია. სწორედ ამიტომ, მთავარი წესია – გარეცხვა არ გადადოთ. სწრაფი რეაგირებით სასურველ შედეგს მიაღწევთ.

2. სანამ ჯინსიდან ცხიმიანი ლაქის ამოყვანას შეუდგებით, ნაწარმს მშრალი ჯაგრისის დახმარებით მტვერი მოაშორეთ, შემდეგ წყალში დაალბეთ და კვლავ გაწმინდეთ. ლაქები შიდა მხრიდან დაამუშავეთ. ჯინსის ქსოვილის ქვეშ სუფთა ქსოვილის ფენაში გახვეული დაფა დადეთ.

3. ჯინსის ქსოვილზე ცხიმიანი ლაქის გაჩენისთანავე მარილი აიღეთ და ჭუჭყიან ადგილას დააყარეთ, ფრთხილად გახეხეთ (იგივე შეგიძლიათ თბილი პურის დახმარებით გააკეთოთ). მარილი რამდენჯერმე გამოცვალეთ და გახეხვა ლაქის ამოყვანამდე გააგრძელეთ. თუ ლაქის ბოლომდე მოშორება ვერ შეძელით, დალაქავებული ადგილი დიასახლის საპნით და ჭურჭლის სარეცხი თხევადი საშუალებით გარეცხეთ, რომელიც ცხიმს შესანიშნავად გაუმკლავდება.

4. სანამ ჯინსის გარეცხვას შეუდგებით, ჭუჭყიან ადგილს ცარცი ან ტალკი უხვად დააყარეთ (სასურველია ორივე მხრიდან), ზემოდან და ქვემოდან საშრობი ქაღალდი დააფინეთ. საშუალოდ გაცხელებული უთოთი გააუთოვეთ. ცარცი ზეთოვანი ლაქის ნაწილს შეიწოვს, ამის შემდეგ უბრალოდ ლაქის ამომყვანი საშუალებით ან ბენზინით გაწმინდეთ.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ხსნარი: 3 ს/კ ნიშადურის სპირტი და ნახევარი ჩ/კ საკვები მარილი აურიეთ.

ეს საშუალება ჯინსზე ბამბის ჩხირით ან თეთრი მასალით წაუსვით, ლაქის დამუშავების დროს გვერდიდან გვერდზე ძლიერად არ გახეხოთ. მასზე მოქმედება კუთხიდან დაიწყეთ და ნელ-ნელა ცენტრისკენ იმოძრავეთ.

5. ასევე შეგიძლიათ ლაქის ამომყვანი სპეციალური საშუალება გამოიყენოთ, რომელიც რთულ ლაქას მარტივად გაუმკლავდება. ცხიმიანი ლაქა ლაქის ამომყვანი საშუალებით დაამუშავეთ და 20-30 წუთით ღრმა მოქმედებისთვის გააჩერეთ. ამის შემდეგ ჯერ ხელით, შემდეგ სარეცხი მანქანით გარეცხეთ.