Connect with us

საკითხავი

როგორ მოვაშოროთ ყვითელი ლაქები ტანსაცმელს მარტივად

ეს რეცეპტი სცადეთ და თქვენს ნივთებს თავდაპირველ სიქათქათეს დაუბრუნებთ.

თეთრ მაისურზე ან პერანგზე გაჩენილ ყვითელ ლაქებს თქვენი საყვარელი ნივთის გაფუჭება შეუძლია. რა იწვევს ასეთ ლაქებს? ოფლში შემავალი მარილები დეზოდორანტის ინგრედიენტებთან ქიმიურ რეაქციაში შედის და პერანგზე იღლიის ზონაში ლაქებს წარმოქმნის.

ოფლის საწინააღმდეგო საშუალებების უმეტესობა ალუმინის ნაერთებს შეიცავს, რაც ოფლდენას ამცირებს. ტანსაცმელზე ყვითელ ლაქებს სწორედ ალუმინი ტოვებს.

ლაქა ერთ დღეში არ ჩნდება, მაგრამ არასწორი მოვლის პირობებში ქსოვილი ყვითლდება. ოფლის ლაქების წარმოქმნა თავიდან რომ აიცილოთ, მათ ქვეშ უფრო თხელი ტანსაცმელი ჩაიცვით, დეზოდორანტები ალუმინის შემცველობის გარეშე გამოიყენეთ, ან დეზოდორანტს გაშრობის საშუალება მიეცით, სანამ ტანსაცმელს ჩაიცვამთ.

სანამ ყვითელი ლაქების მოშორებას შეუდგებით, დარწმუნდით, რომ ნივთის გარეცხვა შეიძლება. თუ ტანსაცმელი მხოლოდ მშრალ რეცხვას ექვემდებარება, ყოველი ტარების შემდეგ ეს პროცედურა შეასრულეთ.

თუ გარეცხვა ნებადართულია, შემდეგი რეცეპტი გამოიყენეთ. თქვენ 1 ნაწილი სოდა, 1 ნაწილი წყალბადის ზეჟანგი და 1 ნაწილი წყალი დაგჭირდებათ. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ერთ ტანსაცმელზე ლაქის ამოსაყვანად ზუსტად 60 მლ თითოეული კომპონენტი დაგჭირდებათ.

მიღებული საშუალებით გაყვითლებული ზონა გაწმინდეთ და მინიმუმ ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ საშუალების ნარჩენები ძველი კბილის ჯაგრისით მოაშორეთ და თბილი ან ცივი წყლით გარეცხეთ.