საკითხავი
როგორ მოვაშოროთ ოფლის სუნი ტანსაცმელს, რომლის გარეცხვაც არ შეიძლება
ჩვეულებრივ რეცხვას ტანსაცმლიდან ლაქების და ოფლის სუნის მოშორება და მათთვის ახალი იერის დაბრუნება შეუძლია. რა გავაკეთოთ, თუ ტანსაცმლის ქსოვილი წყალთან და სტანდარტულ სარეცხ საშუალებებთან კონტაქტს ვერ იტანს? პრობლემის გადაჭრა არსებობს – ქიმწმენდა.
სუფთა ჰაერი
ქუჩაში განიავება – ყველაზე გამოცდილი მეთოდი უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. თუ ბინაში ცხოვრობთ და ქუჩაში ნივთების გატანა არ შეგიძლიათ, ყველაზე განათებული და ქარიანი ადგილი შეარჩიეთ. ეფექტი ვენტილიატორით გააძლიერეთ.
საკვები სოდა
საკვები სოდა წყალს სქელი პასტის მიღებამდე აურიეთ და ჭუჭყიან ლაქას წაუსვით (წინასწარ ტანსაცმელი გადმოაბრუნეთ). დაელოდეთ, სანამ საშუალება სრულად გაშრება, შემდეგ პასტის ნარჩენები უხეში ჯაგრისით მოაშორეთ.
სოდის გამოყენების კიდევ ერთი მეთოდი: ნივთი ნახევარ ჭიქა ფხვნილთან ერთად პაკეტში მოათავსეთ. პაკეტი გაკვანძეთ და კარგად შეანჟღრიეთ, რომ სოდა ტანსაცმელზე თანაბრად გადანაწილდეს. 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ნივთი გამოიღეთ და ჯაგრისით გაწმინდეთ.
არაყი
არაყი წყალს 6:1 პროპორციით აურიეთ, სითხე პულვერიზატორში გადაიტანეთ და საყელოსა და იღლიების ადგილებში წაუსვით. წყლიანი ხსნარი არა მხოლოდ სუნს და ოფლის ლაქებს გააქრობს, არამედ ბაქტერიებს გაანეიტრალებს.
ლიმონი
მძიმე არტილერიაზე გადადით. ლიმონის წვენი ხშირად მაღაზიის „ქიმიაზე“ უფრო ეფექტურია. უბრალოდ წყალს აურიეთ და ჭუჭყიან ადგილას წაუსვით. ტანსაცმელს გაშრობა აცადეთ და ციტრუსის არომატით ისიამოვნეთ.
საყინულე
ეს მეთოდი შთამნთქმელი ქსოვილიდან, მაგალითად, ჯინსიდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ. ნივთი ბამბის ჩანთაში მოათავსეთ და საყინულეში რამდენიმე საათით შეინახეთ.
დაფქული ყავა
ახალი, დაფქული ყავა უცხო სუნის მოსაშორებლად ეფექტური საშუალებაა. ფხვნილი მკვრივ შარფში ჩაყარეთ, შეკარით და ზედა ტანსაცმელში, იღლიებთან ახლოს მოათავსეთ. „კომპრესი“ მთელი ღამე დატოვეთ – დილით უსიამოვნო სუნის კვალიც კი გაქრება.
ეთერზეთი
ეთერზეთი არასასურველ არომატს კარგად ნიღბავს. პულვერიზატორი წყლით აავსეთ, რამდენიმე წვეთი საყვარელი ზეთი (ლავანდა, ლიმონი, მუსკატის სალბი და გრეიფრუტი) დაუმატეთ. სითხით ტანსაცმლის სარჩული დანამეთ და გაშრობა აცადეთ.