თავის მოვლა
როგორ მოვაშოროთ კანს სუპერ წებო: 4 ნამდვილად ეფექტური მეთოდი
სუპერ წებომ ასეთი სახელი ტყუილად არ მიიღო. ის პრაქტიკულად ნებისმიერ ზედაპირს სწრაფად და მყარად აწებებს. თუ უბედური შემთხვევით ხელის კანი დაიზიანეთ, პანიკას არ აჰყვეთ და ჩვენი რჩევები გამოიყენეთ. ეს 4 საშუალება ნამდვილად დაგეხმარებათ.
აცეტონი
როგორც უმეტესობა წებოს შემთხვევაში, სუპერ წებო გამხსნელის კერძოდ, აცეტონის მიმართ მგრძნობიარეა. ალტერნატივის სახით შეგიძლიათ ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი სითხე გამოიყენოთ. კანზე რაც შეიძლება სწრაფად წაისვით, სანამ წებომ „ათვისება“ მოასწრო. ძლიერი გაჭუჭყიანების შემთხვევაში თითი აცეტონით სავსე ღრმა თასში 5-7 წუთით გააჩერეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ წებო კანს ადვილად მოშორდება.
პროცედურის შემდეგ ხელები თბილი წყლით და საპნით კარგად დაიბანეთ, შემდეგ დამატენიანებელი კრემის სქელი ფენა წაისვით. აცეტონი კანს ძლიერ აშრობს და შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.
მარილიანი წყალი
თუ ხელთ აცეტონი, ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი სითხე არ გაქვთ, სუპერ წებოს მოშორება მექანიკური მეთოდით სცადეთ. სკრაბის სახით ჩვვეულებრივი სუფრის მარილი გამოიყენეთ.
პროცედურის წინ წებო თბილ წყალში დაარბილეთ. თითები 10 წუთით სითხეში ჩაყავით, შემდეგ წებოს ნარჩენები მსხვილი მარილით დაისკრაბეთ. შესაძლოა, პროცედურის რამდენჯერმე გამეორება დაგჭირდეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ წებომ კარგად გამაგრება მოასწრო.
პროცესის დასაჩქარებლად წყალს 1 ლიმონის წვენი დაუმატეთ.
თუ წებო სხეულის ნაწილზე მოხვდა, ამ შემთხვევაში ცხელ წყალში დასველებული პირსახოცის კომპრესი გამოიყენეთ.
ჭურჭლის სარეცხი სითხე
თუ სახლში მარილი არ გაქვთ, თქვენ ყველაზე მარტივი ჭურჭლის სარეცხი სითხე გიშველით. საშუალება გამოგადგებათ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, რომელიც უხეში ნაწილაკების და აგრესიული ქიმიური საშუალებების ზემოქმედებას ცუდად იტანს.
ჭურჭლის სარეცხი სითხე უფრო რბილად მოქმედებს, მაგრამ წებოს ნივთიერებების მოლეკულების კავშირს კარგად შლის.
ღრმა თასში 1 ჭიქა თბილი წყალი ჩაასხით და 5-6 წვეთი სარეცხი საშუალება დაუმატეთ. სითხეში თითები 5-7 წუთით გააჩერეთ. შემდეგ სუპერ წებოს ფენის თითებით მოშორება სცადეთ. თუ არ გამოგდით, პროცედურა გაიმეორეთ, სანამ წებო კანს თავისუფლად არ მოშორდება. როგორც კი წებოს ყველა ნაწილს მოიშორებთ, ხელზე ცხიმიანი კანი წაისვით.
სამედიცინო სპირტი
სამედიცინო სპირტი რთული ლაქების, მათ შორის სუპერ წებოს მოსაშორებლად ხშირად გამოიყენება.
სპირტი გამხსნელ მოქმედებას ფლობს, მაგრამ სუპერ წებოს სრულად გასაქრობად ცოტა დრო დაგჭირდებათ.
პირველ რიგში, წებო თბილ წყალში დაარბილეთ და ჩვეულებრივი ტუალეტის ქაღალდით ან დიასახლისის საპნით გახეხეთ. ამის შემდეგ სამედიცინო სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით დაამუშავეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ბამბა წებოს ფენაზე 1-2 წუთით დააჭირეთ. კანის გახეხვა გააგრძელეთ, სანამ ლაქა სრულად არ გაქრება. შემდეგ ხელები სუფთა წყლით დაიბანეთ და დაზიანებულ კანზე კრემი წაისვით.