ყვავილები
როგორ მოვამზადოთ ნიადაგის ნარევი: 4 რეცეპტი ნებისმიერი ოთახის მცენარისთვის
გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ მცენარის წარმატებულად გაზრდის გარანტია ნიადაგია. მნიშვნელობა არ აქვს, ბოსტნეულს აივანზე ქოთანში თუ ბოსტანში ზრდით. სჯობს ძვირადღირებული ნიადაგი იყიდოთ და შედეგში დარწმუნებული იყოთ.
თანამედროვე მებაღეობა პრაქტიკულად ქიმიურ საშუალებებს ეფუძნება. თქვენ გაოცდებით, თუ ხარისხიანი ნიადაგის ნარევის დამოუკიდებლად მომზადება რამდენად მარტივია. შედეგით კი საერთოდ აღფრთოვანებული იქნებით!
კარგი ნიადაგის მახასიათებლები
- კარგი ნიადაგის მჟავიანობა 6,5-7,0 ph უნდა იყოს;
- ის მაკრო და მიკროელემენტების ოპტიმალურ კომპლექსს უნდა შეიცავდეს;
- ნიადაგის მიკროფლორა ასევე მნიშვნელოვანია. ის სასარგებლო და უსაფრთხო უნდა იყოს. დარწმუნდით, რომ ნიადაგში მძიმე ლითონები, მავნებლების კვერცხი და ჭიები არ არსებობს;
- კარგი ნიადაგი ტენს უპრობლემოდ იწოვს და ინარჩუნებს;
- ასეთი ნიადაგი ფხვიერია, ფოროვანი სტრუქტურა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფესვებში ჰაერს ადვილად ატარებს;
ნერგებისთვის საუკეთესო ნიადაგი ფოთლოვან, ბელტის და ბოსტნის მიწას შეიცავს. გარდა ამისა, ის მდიდარია ტორფით, ჰუმუსით და კომპოსტით.
ზოგიერთი მზრუნველი მებაღე ნიადაგს დამპალ ნახერხს, კვერცხის ნაჭუჭს და ხის ნაცარს უმატებს. განსაკუთრებით ღირებულია ნიადაგი, რომლის შემადგენლობაშიც შედის მდინარის ქვიშა, პერლიტი, ვერმიკულიტი, დაქუცმაცებული თიხა და ჰიდროგელი.
როგორ შევარჩიოთ ნიადაგი მაღაზიაში
პირველ რიგში, შეფუთვაზე მითითებული შემადგენლობა შეისწავლეთ. თქვენ კვების ელემენტების ზუსტი დოზით, მჟავიანობის მაჩვენებლით, ასევე დანარჩენი კომპონენტების პროპორციით უნდა დაინტერესდეთ.
ასევე მნიშვნელოვანია ნიადაგის ვარგისიანობის ვადა. მაგალითად, ცხენის ტორფი გარკვეული დროის შემდეგ ცალკეულ ელემენტებად იშლება. ასე კი სარგებელს ვერ მოგიტანთ.
თუ შეფუთვა გახსენით და წებოვანი ნიადაგი, ობის ნიშნები ან უსიამოვნო სუნი აღმოაჩინეთ, სჯობს პროდუქტი არ გამოიყენოთ.
ძალიან ფხვიერი და ერთგვაროვანი სტრუქტურა ასევე დაბალი ხარისხის მაჩვენებელია. ხარისხიანი ნიადაგის მოჭერით, თქვენ პატარა მუჭას მიიღებთ, რომელიც ხელის შეხებით იშლება.
როგორ გავაუმჯობესოთ ნაყიდი ნიადაგი
ნაყიდი ნიადაგის ხარისხის გასაუმჯობესებლად მას თქვენი ბაღის მიწა დაუმატეთ. მცენარე ამ ნიადაგს მიჩვეულია და უფრო ადვილად გაიზრდება.
დოლომიტის ფქვილი ნიადაგის ჭარბი მჟავიანობის განეიტრალებაში დაგეხმარებათ. პროდუქტის პორცია ლაქმუსის ქაღალდით გაზომეთ.
ფოთლოვანი ნიადაგი და მწიფე ჰუმუსი ნიადაგს უფრო ჰაერგამტარს გახდის. ხოლო ხის ნაცარი და კვერცხის ნაჭუჭი ნიადაგს მინერალებით გაამდიდრებს.
როგორ მოვამზადოთ ნიადაგის ნარევი
უნივერსალური ნიადაგის ნარევი
3 ნაწილი მიწის ბელტი, ფოთლოვანი მიწა და ჰუმუსი 1 ნაწილ პერლიტს აურიეთ. თუ ასეთი 10 ლიტრი ნარევი გამოგივათ, 1 ჭიქა ნაცარი და 2 ს/კ ნიტროფოსკი დაუმატეთ.
ბადრიჯნის, წითელი წიწაკის და პომიდვრის ნიადაგი
თითო ნაწილი ტორფი, დამპალი ნახერხი და ფოთლოვანი მიწა აურიეთ. 2 ნაწილი ბოსტნის მიწა დაუმატეთ. 10 ლ ნარევს 1 ჭიქა ნაცარი და 1 ს/კ კალიუმის სულფატი და შარდოვანა, ასევე 3 ს/კ სუპერფოსფატი დაუმატეთ.
კომბოსტოს ნიადაგი
1 ნაწილ მიწის ბელტს და მდინარის ქვიშას 2 ნაწილი კომპოსტი აურიეთ. 10 ლიტრ ასეთ ნარევს 2 ჭიქა ნაცარი დაუმატეთ.
ყაბაყის, საზამთროს და კიტრის ნიადაგი
მიწის ბელტი და ჰუმუსი თანაბარი რაოდენობით აურიეთ. თუ 10 ლიტრი ნარევი გამოგივათ, 10 გრ სუპერფოსფატი, კალიუმის სულფატი და შარდოვანა დაუმატეთ. 0,5 ჭიქა ნაცარი ზედმეტი არ იქნება.
როგორ გავუკეთოთ ნიადაგს დეზინფექცია
მავნებლებისგან თავდასაცავად შეგიძლიათ ასეთი მეთოდები გამოიყენოთ:
- ნიადაგი კალიუმის პერმანგანატის ძლიერი ხსნარით ან ფუნგიციდით წვრილი საწურით მორწყეთ.
- ნიადაგი ყინვაში რამდენიმე კვირა გააჩერეთ. შემდეგ რამდენიმე საათით სითბოში გაიტანეთ, ამის შემდეგ კვლავ სიცივეში. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ;
- ნიადაგის ნარევი 85 გრადუსზე 25 წუთით გააცხელეთ. ნიადაგი წვრილ საცერზე დაყარეთ და მდუღარე წყალი რამდენჯერმე დაასხით.
თერმული დეზინფექციის შემდეგ ნიადაგის ნარევი ბიოპრეპარატების (ფიტოვერმი, ფიტოლავინი, ტრიქოდერმინი, ფიტოსპორინი-მ) ხსნარით გააცოცხლეთ. ნიადაგი უხვად მორწყეთ.
რა თქმა უნდა, მცენარის წარმატებულად გაზრდა მხოლოდ ხარისხიან ნიადაგზე არაა დამოკიდებული. მცენარის ზრდის პროცესში სასუქიც მნიშვნელოვანია. გამოცდილი მებაღეები უპირატესობას ნატურალურ სასუქს ანიჭებენ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?