Connect with us

თავის მოვლა

როგორ მივიღოთ სქელი წარბები და წამწამები აბუსალათინის ზეთით

გსურთ სქელი წარბების და წამწამების მიღება? მაშინ ცნობილი აბუსალათინის ზეთი გაიხსენეთ. აბუსალათინის ზეთი ერთ–ერთი საუკეთესო ნატურალური საშუალებაა თმის გამოსაკვებად. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო აბუსალათინის ზეთი და როგორ გამოიყენოთ თმის და წარბების მოსავლელად.

თანამედროვე მოდის ერთ–ერთი ტრენდი სქელი წარბები და წამწამებია. ასეთი ეფექტის მისაღებად ბევრი ქალი მოცულობით წამწამების ტუჩს, ხელოვნურ წამწამებს და წარბის ფანქარს იყენებს. უფრო ხანგრძლივი ეფექტის მისაღებად ქალები წამწამებს იგრძელებენ, წარბებს ტატუირებით აფართოებენ.

იცით თუ არა, რომ ყველა ამ პროცედურას ნატურალური ალტერნატივა აქვს. DailyHealthPost–ის მიხედვით მისი დახმარებით წარბების და თმის დათხელების თავიდან აცილება შეიძლება. იქნებ მის შესახებ გსმენიათ ან არა? ეს აბუსალათინის ზეთია.

აბუსალათინის ზეთი და მისი თვისებები

აბუსალათინის ზეთი – მცენარეული ზეთი, რომელიც აბუსალათინის ნაყოფის დაწურვის შედეგად მიიღება. ის ბევრ ომეგა 6 ცხიმოვან მჟავას და რიცინოლინის მჟავას შეიცავს.ზეთი თმის ფოლიკულებში შეღწევისას წარბების და თმის ზრდას აუმჯობესებს. მას თმის გასაძლიერებლად ხშირად იყენებენ.

კვლევამ დაადგინა, რომ რიცინოლინის მჟავას კაპსაიცინის მსგავსი ანტიოქსიდანტური თვისება აქვს. სწორედ ამიტომ, აბუსალათინის ზეთს კანის გაღიზიანების დროს იყენებენ. სხვა ზეთებისგან განსხვავებით, რომლებიც რიცინოლინის მჟავას მცირე რაოდენობით შეიცავენ, აბუსალათინის ზეთი 90% რიცინოლინის მჟავაა.

ასეთ აბუსალათინის ზეთს კანის სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ, როგორიცაა დერმატიტი, აკნე, სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები. აბუსალათინის ზეთი ჭრილობის შეხორცებას აჩქარებს, კელოიდური ნაწიბურების გაწოვას ხელს უწყობს.

აბუსალათინის ზეთი შეიცავს E ვიტამინს, მინერალებს, პროტეინებს, ომეგა 6 და ომეგა 9 ცხიმოვან მჟავებს, ამიტომ თმის ზრდას აჩქარებს. ამ მიზნით საკმარისია კვირაში 1-2 ზეთოვანი აპლიკაცია გამოიყენოთ.

როგორ გამოვიყენოთ აბუსალათინის ზეთი

პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ცივი დაწურვის ორგანული ზეთი შეიძინეთ, რომელიც ჰექსანს არ შეიცავს. ასეთ ზეთს ჯანსაღი კვების, კოსმეტიკის და პარფიუმერის მაღაზიებში, აფთიაქში შეიძენთ ან ინტერნეტში გამოწერით.

საღამოს, ძილის წინ ზეთი წარბებსა და წამწამებზე წაისვით. წინასწარ წყლით დაისველეთ და გაშრობა აცადეთ. აბუსალათინის ზეთს გამწმენდი და დამატენიანებელი ეფექტი აქვს, ამიტომ მის წასმამდე სახის დაბანა არ დაგჭირდებათ.

აბუსალათინის ზეთის 1 თვიანი ყოველდღიური გამოყენების შემდეგ თმის ზრდის დაჩქარებას, მოცულობის გაზრდას შეამჩნევთ, ხოლო 3 თვეში სქელი წარბებით და წამწამებით თავს მოიწონებთ.

აბუსალათინის ზეთი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა თმის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. მთავარია, პროცედურა რეგულარულად ჩაიტაროთ.