Connect with us

ყვავილები

როგორ მივიღოთ პომიდვრის ძლიერი ნერგები ცივ გაზაფხულზეც

ჩვენთან გაზაფხული ცოტა ცივი და მოღრუბლული იყო. თუ ჩვეულებრივ, ფანჯრის რაფაზე გაძლიერებული პომიდვრებს მიწაში შუა აპრილში რგავენ, ამჯერად ბევრი მაისს ელოდება. თუმცა არ დაპანიკდეთ. კარგი მეთოდი არსებობს, რომ პომიდვრის თესლით ნერგები გაზარდოთ. ამის წყალობით გვიანდელი ბუჩქები უხვ მოსავალს მოგცემთ.

არ არსებობს იმაზე უფრო უხეში შეცდომა, ვიდრე პომიდვრის დარგვა ცივ მიწაში. ტემპერატურა დღისით დაახლოებით 20 გრადუსი, ხოლო ღამით მინიმუმ 8-10 გრადუსი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დაიღუპება! ამის ნაცვლად სჯობს თბილ დღეებს დაელოდოთ და შუა აპრილში პომიდორი ნერგების მისაღებად დათესოთ.

როგორ დავთესოთ პომიდორი ნერგებისთვის

თვე უკვე განვსაზღვრეთ – შუა აპრილი, მესამედ დეკადიც გვიანი არაა. სჯობს სტაბილურ მზიან ამინდებს დაელოდოთ. ძაღლყურძენის ჯიში სინათლის დეფიციტით შეიძლება ამოიწვეროს და გახმეს. მნიშვნელოვანია, დღეების გამოთვლა. 55-65 დღეში უნდა დათესოთ. ამ დროში ყლორტები საკმარისად გაძლიერდება. რომელ ჯიშებს მივაქციოთ ყურადღება:

  • გვიანი ნერგებისთვის რეკომენდებულია ჯიში „ჩიბისი“, რომელსაც მოგრძო ნაყოფი და დასამწნილებლად იდეალური ფორმა აქვს. ღია მიწაში გამძლეობით და სწრაფად დამწიფებით გამოირჩევა.
  • თუ სამეფო ზომის პომიდვრის მიღება გსურთ, აირჩიეთ „ისპოლინი“. პომიდორი 300-800 გრ–მდე იზრდება.
  • თუ სათბურში რგავთ, გაითვალისწინეთ, რომ იქ ტენიანობა უფრო მაღალია. დღისით შეიძლება გადახურდეს, ხოლო მცენარე დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარეა. ამ შეთხვევაში უპირატესობა ჰიბრიდულ ჯიშებს, მაგალითად, მაზარინს, მიანიჭეთ.

პომიდვრის ჯიშის არჩევის შემდეგ დროა თესლი დათესოთ. უბრალოდ ფორმაში დათესვა და მორწყვა საკმარისი არაა. ერთი ხრიკი არსებობს, რომელსაც ყველა გამოცდილი მებოსტნე იყენებს.

თესლი პატარა კონტეინერში წყალში ჩაალბეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ამ დროში ზოგიერთი თესლი კონტეინერის ფსკერზე დაეშვება – ეს ხარისხიანი, ნაყოფიერი თესლია, რომელიც ძლიერ ყლორტებს მოგცემთ. ის, რომელიც წყლის ზედაპირზე დარჩა – სუსტი და დეფექტიანია. წყალი ზემოთ მცურავი თესლებით ფრთხილად გადაასხით. მიღებული სრულწონიანი თესლები მომზადებულ ფორმებში დათესეთ. ერთი დეტალი: მიწა სპეციალურად პომიდვრისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, ანუ მჟავე. სჯობს ნახვრეტებიან ყუთებში დათესოთ, რომ ზედმეტი სითხე არ დაგროვდეს. ბოლომდე მიწით გაავსეთ, რომ აღმონაცენი არ ამოიწვეროს.

თითოეულ ორმოში 2 თესლი ჩარგეთ, რომ ერთ–ერთი მაინც ამოვიდეს. ისღა დაგრჩენიათ უხვად მორწყათ, პირველ აღმოცენებამდე პარკი დააფაროთ, შემდეგ კი ნერგებს ფანჯრის რაფაზე თბილი ადგილი შეურჩიოთ.

ამ დეტალების ცოდნით პომიდორი შეგიძლიათ დარგოთ მაშინ, როცა თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, და იქ, სადაც გსურთ: თბილ თუ ცივ წელს, სათბურში თუ ღია მიწაში. იქნებ, სხვა დეტალებიც იცით, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!