ჯანმრთელობა
როგორ იცვლება ქალის სახე 20, 30 და 40 წლის ასაკში
იცით, რომ ყოველ წელს თქვენი კანი და სახის ფორმაც კი იცვლება?! საბედნიეროდ ასაკობრივ ცვლილებებთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს. დღეს მოგიყვებით თუ როგორ იცვლება სახე ქალის ცხოვრების მეორე, მესამე და მეოტხე ათწლეულებში.
20 წლის ასაკში: კოლაგენი სახეს სიგლუვეს უნარჩუნებს და ჯანმრთელ მბზინვარებასაც მატებს. ბევრს ამ ასაკში ისევ უვლინდება გამონაყარი, ასეთ შემთხვევაში ვიტამინი В3 გამოიყენეთ. ეცადეთ კარგად მოუაროთ თქვენს კანს, რადგან ის თუ როგორ უვლით მას ადრეულ ასაკში დიდ გავლენას ახდენს ზრდასრულ ასაკში კანის მდგომარეობაზე.
30 წლის ასაკში: კანის არათანაბარი ტონი და მზის ლაქები, თვალებთან “ბატის თათები”. თუ ახალგაზრდობაში არასწორ ცხოვრების წესს მისდევდით მაგალითადბევრს სვამდით ან ეწეოდით, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ახლა ნაოჭები გაქვთ!
ამ ასაკში თქვენი ცოდები გარეთ გამოდიან, შეიძლება ჰიპერპიგმენტაციის პრობლემასაც წააწყდეთ.
40 წლის ასაკი: თქვენი კანი უფრო მშრალი ხდება და ნაოჭებიც უფრო მკვეთრად გამოხატულია. კარგავთ კანქვეშა ცხიმს. ცხვირის ზედა ნაწილი ნელ-ნელა დაბლა ეშვება. ასეთ შემთხვევაში დამატენიანებელი კრემი გიშველით, ისინი ჰიალურონის მჟავას შეიცავენ და კანის გაღიავებაშიც დაგეხმარებათ.
ასე იცვლება სახე წლების განმავლობაში, ამიტომ აჯობებს ადრეული ასაკიდანვე დაიწყოთ მასზე ზრუნვა!