Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ ვუმკურნალოთ მტკივნეულ სახსრებს ჯანჯაფილის ფესვების დახმარებით

კოჭას (ჯანჯაფილის) ფესვები უკვე წლებია ბევრი უსიამოვნების წინააღმდეგ გამოიყენება. მისი ფასდაუდებელი დახმარება უბრალოდ უნიკალურია. კოჭას ფესვები ართრიტით და მსგავსი დაავადების მქონე ადამიანებზე ძალიან სასარგებლო გავლენას ახდენს. კოჭა მტკივნეული სახსრების ანთებით პროცესს და უსიამოვნო შეგრძნებას შესანიშნავად აქრობს.

ახლა კოჭას ფესვებზე დაფუძნებული სააფთიაქო საშუალებების შეძენაც შეგიძლიათ. ხშირად მალამოს ან ჩაის სახით გხვდება, რომელიც სახსრებს მოქნილობას უბრუნებს.

რით არის სასარგებლო?

თუ კოჭას სამკურნალო თვისებებს სწორად გამოიყენებთ, იმუნიტეტს გაზრდით, კარგ მადას შეიძენთ და სხეულს ენერგიით აავსებთ, რაც არა ერთ ბედნიერ წელს მოგიტანთ. კოჭას ფესვები გაჯერებულია B, E და C ვიტამინებით, ასევე ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ნატრიუმი და ა.შ.

აი, რა გავლენას ახდენს კოჭა ადამიანის ორგანიზმზე:

  • ქოლესტერინის დონეს ამცირებს;
  • სისხლძარღვებს აძლიერებს;
  • ტვინში სისხლძარღვების მიმოქცევას არეგულირებს;
  • ვირუსულ გაციებას კურნავს;
  • იმუნიტეტს აძლიერებს;
  • საჭმლის მომნელებელ სისტემას არეგულირებს;
  • ბუნებრივი აფროდიზიაკია

კოჭა ანტიოქსიდანტია, რომელსაც ორგანიზმიდან ყველა წიდა და ტოქსიკი გამოაქვს, ამასთან ნაწლავების მიკროფლორას აწესრიგებს.

როგორ გამოვიყენოთ კოჭა სახსრების სამკურნალოდ

კოჭის გამოყენების ერთ-ერთი მეთოდი მასაჟის სახით გამოყენება. ასეთ შემთხვევაში კოჭის ფესვებზე დაფუძნებული ზეთოვანი შემადგენლობა შეიძინეთ და საჭირო პროცედურები, მასაჟი და სახსრებზე შეზილვა, ჩაიტარეთ.

მტკივნეულ სახსრებზე კოჭის ფესვების სახვევის გაკეთება ძალიან ეფექტურია. თავისი მოქმედებით ფუტკრის შხამის მსგავსი იქნება! თუმცა კოჭას უკუჩვენება იშვიათად ახლავს.

ყველაზე ხშირად კოჭას აქუცმაცებენ და თაფლში ურევენ. მიღებული მალამო სახსრების ტკივილის დროს ეფექტურია. რეკომენდებულია ყოველდღე გამოიყენოთ და დაზიანებულ სახსრებზე წაისვათ.

სახსრების ტკივილის და ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ კოჭის სპირტიანი ნაყენი მოამზადოთ. ამისთვის 1 /კ კოჭის ფხვნილს 1 ჭიქა სამედიცინო სპირტი დაასხით და მუქი ფერის მინის ბოთლში 1 კვირა დააყენეთ. მიღებული საშუალება მტკივნეულ ადგილას დღეში 4-ჯერ შეიზილეთ. კანის სიმშრალე და გაღიზიანება თავიდან რომ აიცილოთ, წინასწარ დაზიანებულ ადგილას ნებისმიერი ზეთი ან კრემი წაისვით.

კოჭის ფესვების ჩაის სახსრებსა და ზოგადად მთელ ორგანიზმზე შესანიშნავი მოქმედება აქვს. დაახლოებით 5 სმ კოჭა გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ. ჭიქაში მოათავსეთ და 1 ჩ/კ თაფლი და ¼ ნაწილი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ასეთი სასმელი დაღლილობას მოხსნის, ძალებს აღადგენს, სტრესის დროს ნერვებს დაამშვიდებს, ტვინში სისხლის მიმოქცევას გაზრდის, ასევე წონაში დაკლებას ხელს შეუწყობს.

უკუჩვენება

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ კოჭის ფესვს, როგორც სხვა პროდუქტს რიგი უკუჩვენება აქვს. მათი უგულებელყოფა არ შეიძლება, რომ ორგანიზმს სარგებლის ნაცვლად ზიანი არ მიაყენოთ.

კოჭის გამოყენება არ შეიძლება, თუ გაქვთ:

  • კუჭის წყლული
  • ღვიძლის ციროზი
  • ჰეპატიტი
  • შარდკენჭოვანი დაავადება
  • ჰიპერტონია
  • სხვადასხვა სახის სისხლდენა

სანამ თვითმკურნალობას შეუდგებით, გირჩევთ სპეციალისტს მიმართოთ, რომ ზუსტი დიაგნოზის შესახებ გაიგოთ და ეფექტური მკურნალობა მიიღოთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.