Connect with us

ყვავილები

როგორ ვიზრუნოთ ქლიავზე გაზაფხულის პერიოდში, რომ უწყვეტლივ ნაყოფიერი იყოს

გაზაფხული ისეთი ნაადრევი არაა, როგორც გასულ წელს. დროა, ხილის ხეების და კენკრის მომავალ მოსავალზე დაფიქრდეთ. ბაღში ქლიავი ნასკვების დაცემისა და ზამთრის მავნებლებისგან ხშირად იტანჯება. გამოცდილმა მებაღეებმა ამ უსიამოვნებების მოშორების გზები იციან.

ქლიავი ბაღში

ზამთრის მავნებლების მოსაშორებლად ბუჩქებს მდუღარე წყლით ამუშავებენ. ამის გაკეთება მაღალ ხეებზე რთულია. თან ყველა მავნებელს და დაავადებას მაინც ვერ მოაშორებთ.

სწორედ ამიტომ, საზრიანმა მეაგარაკეებმა უკეთესი და მარტივი მეთოდი იპოვეს. გრძელი არმატურის წნელის ბოლოში ზეთში ამოვლებულ ჩვარს ამაგრებენ. შემდეგ ცეცხლის ალით ტოტების წვერების გასწვრივ სწრაფად ატარებენ. ცეცხლი 80%–მდე მავნებლებს ანადგურებს. გამოდის, ქიმიური საშუალებებით დამუშავების აუცილებლობა მცირდება.

ეს ადრეულ გაზაფხულზე უნდა გააკეთოთ, სანამ სიცივეა და კვირტებს ჯერ კიდევ სძინავთ. ამავდროულად, ქლიავი შეგიძლიათ შარდოვანას კონცენტრირებული ხსნარით დაამუშაოთ.

ბაღის დამუშავება შარდოვანით

შარდოვანა (კარბამიდი)

შარდოვანა მავნებლების ჭუპრებს, ბუგრებს, ბოსმეჭებს, ცხვირგრძელებს, კვერცხუჯრედებს ეფექტურად ანადგურებს, ქეცის და ბაღის ლპობას ებრძვის.

მხსნელი საშუალების მომზადება რთული არა. ამისთვის დაგჭირდებათ 700 გრ შარდოვანა (ლიტრიანი ქილა) და 10 ლ ცხელი წყალი.

უსაფრთხოების ზომები დაიცავით, ნებისმიერ ჭურჭელში ცხელი წყალი ჩაასხით, შემდეგ შარდოვანა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. დანამვის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ტოტის წვერებს, სადაც ბუგრები ბუდობენ.

მავნებლები რომ გამოდევნოთ და ხე არ დააზიანოთ, წვიმიან ამინდში და 5 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის დროს არ მორწყათ. შარდოვანას კონცენტრაცია არ გაზარდოთ და სხვა ნივთიერებებს არ აურიოთ. გახსნილ კვირტებზე არ დანამოთ.

დანამვა რკინის ჰელატით

ხელმისაწვდომი რკინის სულფატიდან შეგიძლიათ რკინის ჰელატის ხსნარი დამოუკიდებლად მოამზადოთ. 2 ლ თბილ წყალში 8 გრ რკინის სულფატი გახსენით.

ცალკე ჭურჭელში 2 ლ წყალში 5 გრ ლიმონმჟავა გახსენით. წვრილ–წვრილად რკინის სულფატის ხსნარი ლიმონმჟავას ხსნარს დაუმატეთ. კიდევ ერთი ლიტრი წყალი დაუმატეთ. 5 ლ სრულყოფილი ნარინჯისფერი ხსნარი გამოვა. ამ ხსნარით ყვავილობამდე, ფოთლების გაშლისას დანამეთ.

ქლიავის გამოკვება

უხვი მოსავლისთვის ქლიავს გამოკვება სჭირდება. თითოეული ხისთვის 3 ს/კ სუპერფოსფატი, 2 ს/კ კალიუმი და 1 ს/კ კალციუმის ნიტრატი აურიეთ. თუ მშრალი გაზაფხულია, გამოკვებამდე ხეები მორწყეთ.

რა ვუყოთ გამოზამთრებულ მავნებლებს

სითბოს დადგომისას და ქლიავის ყვავილობის დაწყებამდე მიწიდან გამოზამთრებული მავნებლები გამოდიან. მათგან მოსავალი რომ დაიცვათ, წრე აგროქსოვილით დაფარეთ და დაჭრილი ბალახის სქელი ფენა დააყარეთ.

ფართო მოქმედების ინსექტიციდებით დამუშავება ხეებს მფრინავი მავნებლებისგან დაიცავს. მწერები დამუშავებიდან 8 საათის შემდეგ კვების უნარს კარგავენ, ხოლო რამდენიმე დღეში კვდებიან. პრეპარატი ფოთლების ზედაპირზე 2-3 დღე იშლება, ხოლო მიწაში 30 საათამდე.

ახლა უკვე იცით, როგორ იზრუნოთ ხილის ხეებზე. ზემოთ მოცემული მეთოდები საკმარისია, რომ ბაღში სუფთა ქლიავი გქონდეთ და არა მხოლოდ ზაფხულში გახარებდეთ კარგი მოსავლით, არამედ ზამთარში ოჯახი გემრიელი კონსერვებით უზრუნველყოს.