Connect with us

ყვავილები

როგორ ვიზრუნოთ ნემსიწვერაზე შემოდგომაზე

იცოდით, რომ ადრე ნემსიწვერას ყვავილი ყველა არისტოკრატის ოჯახში იზრდებოდა? სამხრეთ აფრიკიდან იმპორტირებულმა ამ უპრეტენზიო ყვავილმა მე-17 საუკუნის დიდგვაროვანთა სახლებში თავი სწრაფად დაიმკვიდრა. უკვე რამდენიმე ათეულ წელში ყვავილს თითქმის ყველგან შეხვდებოდით. დღეს გიამბობთ, როგორ უნდა იზრუნოთ ნემსიწვერაზე შემოდგომაზე.

თბილ სეზონზე ყვავილი შეგიძლიათ ბაღში ან ღია აივანზე გაიტანოთ, აქ თავს კარგად იგრძნობს. ყვავილი შეიძლება გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობდეს. თუმცა, მომავალი წლისთვის უხვი ყვავილობის მისაღწევად, მასზე სექტემბერში უნდა იზრუნოთ.

რატომ უნდა შეიტანოთ ნემსიწვერა სახლში?

ნემსიწვერა ბევრ სასარგებლო თვისებებს ფლობს. მის სამშობლოში ჭრილობების შეხორცების და სადეზინფექციო თვისებების გამო აფასებენ. ითვლება, რომ მას სახლში სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს: ნემსიწვერას ეთერზეთი ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენს და თავის ტკივილს კურნავს.

ნემსიწვერას სურნელოვან სუნს მავნებლები ვერ იტანენ! სწორედ ამიტომ, თუ ყვავილის ქოთანს ფანჯარასთან ახლოს დადებთ ბუზები სახლში ვეღარ შემოვლენ. ბევრი მავნებელი, მაგალითად ბუგრი, ნემსიწვერას არ ეკარება. სწორედ ამიტომ, ოთახის მცენარეები მავნებლებისგან რომ დაიცვან, ბევრი მებაღე სხვა კულტურების გვერდით ნემსიწვერას ქოთანს დებს.

როგორ ვიზრუნოთ ნემსიწვერაზე შემოდგომაზე

სექტემბერი – ყვავილის ქოთანში გადარგვის და ზამთარში შენახვის დროა. ყვავილზე ზრუნვა გადაჭრასაც გულისხმობს. ამის გარეშე ღერო დაჭნება და მომავალ წელს ნაკლები ყვავილით გაგახარებთ. ამასთან დაავადებების მიმართ უფრო სუსტი გახდება. დღეს გასწავლით, როგორ მიანიჭოთ მდიდრულ ბუჩქს ფორმა.

  • გადარგვამდე ნემსიწვერა უხვად მორწყეთ და მიწაში წყლის სრულად შეწოვას დაელოდეთ.
  • შემდეგ ნემსიწვერა მიწასთან ერთად ფრთხილად ამოთხარეთ, ზედმეტი მიწა მოაშორეთ და მზა, დრენაჟიან ქოთანში ჩარგეთ, ქოთანი ძალიან დიდი ზომის არ უნდა იყოს.
  • გადარგვის შემდეგ ნემსიწვერა კიდევ ერთხელ მორწყეთ და გადაჭრა დაიწყეთ.
  • პირველ რიგში, ხმელი ფოთლები, ყლორტები და ყვავილები გადაჭერით. ლამაზი ბუჩქის მისაღებად მცენარის ნახევარი სიმაღლე გადაჭერით. უკვე მზადაა!

ყვავილის გადარგვის და გადაჭრის შემდეგ მის მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ეს პროცესები მცენარისთვის სტრესია. ნემსიწვერა მაღალ ტემპერატურას რომ მიეჩვიოს, ამიტომ თავიდან აივანზე დადეთ და მხოლოდ რამდენიმე დღეში შეიტანეთ სახლში.

ყვავილს კარგად განათებული ადგილი შეურჩიეთ, შეგიძლიათ პირდაპირ მზის სხივების ქვეშ მოათავსოთ. სინათლის დეფიციტის შემთხვევაში ფოთლები და ყვავილები პატარავდება. სწორედ ამიტომ შეიძლება ფიტონათურა დაგჭირდეთ. დრო და დრო ქოთნის შემობრუნება არ დაგავიწყდეთ. ეს საჭიროა, რომ ნემსიწვერას ბუჩქი ყველა მხრიდან თანაბრად გაიზარდოს. ზაფხულში შეგიძლიათ კვირაში 4-ჯერ მორწყათ, ხოლო ზამთარში – მხოლოდ 1-2-ჯერ.

ნემსიწვერას ძალიან ლამაზი მოგრძო ყვავილები აქვს, რომელსაც ხშირად წეროვანს უწოდებენ, რადგან თავისი ფორმით წეროს ან ყარყატის ნისკარტს ჰგავს. ნემსიწვერა აივნების და ბაღების ერთ–ერთ ულამაზეს დეკორაციად ითვლება. შემოდგომაზე სათანადო მოვლის პირობებში საერთოდ განსაცვიფრებელი გახდება!