Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ დავლიოთ თაფლიანი წყალი სწორად: დეტალები და სარგებელი

რა თქმა უნდა, ბევრს სმენია ნატურალური თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ამ შესანიშნავი პროდუქტის მისაღებად უფრო ეფექტური მეთოდიც არსებობს, ვიდრე უბრალოდ კოვზობით ჭამა. დღეს Alltime გიამბობთ, რატომ აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას უზმოზე თაფლიანი სასმელის დალევა.

თაფლიანი წყალი არა მხოლოდ შესანიშნავი სასმელია, რომელიც დილით ორგანიზმს აცოცხლებს, არამედ უცვლელი დამხმარე საშუალებაა სტრესთან, ჭარბ წონასთან, ასევე თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში. თუმცა მისი სწორად მომზადება უნდა იცოდეთ.

თაფლიანი წყალი უზმოზე

თითოეული თაფლის შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეზე, რომლის ნექტარიდანაც მიიღეს. და მაინც, ნებისმიერ თაფლში შემავალი მიკროელემენტების განზოგადებული სიაც კი შთამბეჭდავია. ეს რკინის, კალიუმის, ფრუქტოზის, ასევე ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების შესანიშნავი წყაროა.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანის ორგანიზმი ყველაზე უკეთ და სწრაფად თაფლის 30%–იანი ხსნარს ითვისებს. ასეთი სასმელის რეგულარული მიღება დაგეხმარებათ:

  •  ორგანიზმიდან წიდების გამოდევნაში;
  • ნაწლავების მუშაობის დარეგულირებაში;
  • სტრესულ სიტუაციაში ორგანიზმის დაცვაში;
  • ყელის გაღიზიანების გაქრობაში;
  • ორგანიზმიდან პარაზიტებს გამოდევნაში;
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დარეგულირებაში;

სასარგებლო თაფლიანი სასმელის მოსამზადებლად 1 ჭიქა მოუდუღებელი წყალი  (ფილტრის ან ბოთლის) და 1 ს/კ ნატურალური თაფლი აურიეთ. თაფლიანი წყალი უზმოზე სულმოუთქმელად დალიეთ.

სჯობს თაფლიანი წყალი ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიოთ. გემოსთვის სასმელს შეგიძლიათ 0,5 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატოთ.

როგორც ხედავთ, რთულია გადაჭარბებით შევაფასოთ თაფლზე დაფუძნებული სასმელის ორგანიზმზე სარგებელი. წონაში დაკლება გსურთ თუ უბრალოდ ორგანიზმის მუშაობის გაუმჯობესება, ნებისმიერ შემთხვევაში მის მიღებას გირჩევთ.