Connect with us

ყვავილები

როგორ დავიცვათ კომბოსტო მუხლუხოსა და სხვა მავნებლებისგან

ბაღის დაუპატიჟებელი სტუმრები ახალი ნერგების მირთმევაზე უარს არ ამბობენ. ერთ–ერთი ასეთი მავნებელია მუხლუხო. მას ერთ სეზონზე შეუძლია სამი თაობა ლარვის დაყრა, რომლებიც ბაღში აქტიურად მრავლდებიან და კომბოსტოს მოსავალს ანადგურებენ. როგორც კი ბოსტანში მათ აღმოაჩენთ, სასწრაფოდ საჭირო ზომები უნდა მიიღოთ, რომ მოსავალი გადაარჩინოთ.

გამოცდილი მებოსტნეები მუხლუხოებთან ბრძოლაში უპირატესობას ანიჭებენ ისეთ საშუალებებს, რომლებიც მცენარეზე დამღუპველ გავლენას არ ახდენენ. ყველაზე ეკოლოგიურ საშუალებად ითვლება მავნებლებთან ბრძოლის ხალხური მეთოდები. დღეს გიამბობთ, როგორ მოაშოროთ კომბოსტოს მუხლუხო ეფექტური ხალხური საშუალებების გამოყენებით.

როგორ მოვაშოროთ მუხლუხო კომბოსტოს

1. კომბოსტოს ირგვლივ მიწა ხის ნაცრით დაამუშავეთ. ზოგჯერ 100  გრ ნაცრის და 1 ლ წყლის ხსნარს კომბოსტოს ფოთლების დასანამად იყენებენ. გამოყენებამდე საშუალება აუცილებლად 2 დღე დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და მცენარე პულვერიზატორით დანამეთ.

2. შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდის ხსნარი: 120 გრ სოდა 5 ლ თბილ წყალში გახსენით. ასეთი ხსნარით კომბოსტოს თავები დანამეთ.

3. ხახვის ფურცლები უსიამოვნო სუნის ხარჯზე მავნებლებს აფრთხობს. აქ, მუხლუხოს ვერ შეეკამათებით, ხახვის სუნი ნაკლებად ვინმეს მოსწონდეს. ხსნარისთვის 2 ლ ხმელი ხახვის ფურცლები შეაგროვეთ და შემდეგ 5 ლ თბილ წყალში 12 საათით ჩაალბეთ. ამის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და კომბოსტო დანამეთ.

4. თუ პომიდორს ზრდით, თქვენ პომიდვრის ფოჩი დაგჭირდებათ. 4 კგ ახალ ან ხმელ ფოჩს 10 ლ წყალი დაასხით და 30 წუთით ადუღეთ. ამის შემდეგ ხსნარი წყალში 1:3 პროპორციით გააზავეთ.

5. კარტოფილის ფოჩი მუხლუხოს დასაფრთხობადაც გამოგადგებათ. ამისთვის 1,5 კგ ახალ ფოჩს 10 ლ წყალი დაასხით. ფოჩი 5 დღე თავსახურ დახურულ ჭურჭელში დააყენეთ.

6. ძმარი ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება, რომელიც ბოსტნის კულტურას არ აზიანებს. 1 ს/კ ძმარი 50 მლ ნიშადურის სპირტში გახსენით. ნარევს 10 ლ წყალი დაასხით და კომბოსტო დაამუშავეთ. სასურველია, რამდენჯერმე ერთკვირიანი შესვენებით.

7. ცხარე წიწაკის ბომბა ნარევი ერთ მუხლუხოსაც ცოცხალს არ დატოვებს. 1 კგ წიწაკა ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ. მიღებულ ფაფას 10 ლ თბილი წყალი დაასხით. შემდეგ ნაყენი 2 დღე დააყენეთ და გადაწურეთ. მიღებული კონცენტრირებული ხსნარი გამოყენების წინ გააზავეთ (150 მლ ნარევი 10 ლ წყალზე) და 2 ს/კ დიასახლისის საპონი დაუმატეთ.

8. დაფნის ფოთოლის ნახარში მოსავალს არ დააზიანებს და მკვეთრი სუნით მავნებლებს დააფრთხობს. ამ ნახარშით კომბოსტოს თითოეული თავის ქვეშ მიწა მორწყეთ.

9. სეზონზე მისი ერთხელ გამოყენება საკმარისია, რომ მუხლუხოები დააფრთხოთ. საუბარია ნიშადურის სპირტზე. მის შეძენას აფთიაქში შეძლებთ. ასეთი საშუალება 1:6 პროპორციით წყალში გააზავეთ, შემდეგ თითოეული კომბოსტოს ფოთოლი დანამეთ.

დამუშავებამდე კომბოსტოს ზრდასრული მუხლუხოები ხელით უნდა მოაშოროთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მზა საშუალება შეიძინოთ, მაგალითად, ლეპიდოციდი, ენტობაქტერინი, ბუტიზანი და ბევრი სხვა ბიოლოგიური საშუალება. თქვენ როგორ იცავთ მოსავალს მუხლუხოსგან?