ჯანმრთელობა
როგორ დავიკლოთ მწვანე ჩაის დახმარებით
ჩაი გიყვართ? გაზიანი სასმელის და წვენის ჯანსაღი ალტერნატივით სიამოვნებას იღებთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს კლუბში: მხოლოდ ამერიკაში 158 მლნ თანამოაზრე გყავთ და მათ ბოლო წელს არც მეტი არც ნაკლები 80 მილიარდი ჭიქა ჩაი დალიეს. და ეს შტატებში, რომელიც ტრადიციულად „ყავის“ ქვეყანაა.
შავი ჩაი ჯერ კიდევ ყველაზე პოპულარულად ითვლება, მასზე მთელი მოცულობის 84% მოდის, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ მწვანე ჩაის მოხმარება იზრდება. დიდი ალბათობით, ეს უკავშირდება არა მხოლოდ მსუბუქ არომატს, არამედ იმ ფაქტს რომ ის წონის კლებას ხელს უწყობს. გადავწყვიტეთ, ამ საკითხის შესწავლა და გარკვევა, თუ როგორ დავლიოთ მწვანე ჩაი გასახდომად.
მწვანე ჩაი გახდომაში ნამდვილად დაგეხმარებათ
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე ჩაიში შემავალი ფლავონოიდები და კოფეინი ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს, ცხიმების დამჟავებას და ინსულინის მიმართ მგრძნობელობას ზრდის. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე ჩაის და კოფეინის მომხმარებლებმა ჩვეული კვების რაციონის შეცვლის გარეშე საშუალოდ 3 თვეში 1,5 კგ დაიკლეს. მეცნიერებმა დაითვალეს, რომ ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება დამატებით დღეში 100 კალორიას უდრის.
მწვანე ჩაის ზოგიერთი სახეობა გასახდომად უფრო ეფექტურია
თუ მზად ხართ ჩაი მოიმარაგოთ და ჭარბ წონას ებრძოლოთ, გონივრული იქნება მატჩას ჩაი შეიძინოთ – სასარგებლო ნივთიერებებით და ანტიოქსიდანტებით უფრო მდიდარია. დიეტოლოგები ამას მატჩის დამზადების ტექნოლოგიით ხსნიან, რომლის დროსაც მთელი ფოთოლი გამოიყენება. ჩაი ფხვნილის მიღებამდე იფშვნება, დუღდება და სრულად მოიხმარება. უმეტესად ჩვენ ჩაის ნახარშს ვსვამთ.
მწვანე ჩაის მომზადების სწორი და არასწორი მეთოდი
მდუღარე წყალი ძვირფასი კატეხინებისთვის (სასარგებლო ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ჩაი შეიცავს) საზიანოა, ამიტომ ფრთხილად იყავით და მაქსიმალური სარგებელი შეინარჩუნეთ! წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და 10 წუთით დააყენეთ. ცხელი წყალი ჩაის დაასხით და კიდევ 1 წუთით გააჩრეთ, სანამ სუფრაზე გაიტანეთ. რა თქმა უნდა, მომზადების დრო შეიძლება გაზარდოთ ან შეამციროთ თქვენი გემოვნების და უპირატესობის მიხედვით, მაგრამ რეცეპტის ძლიერ შეცვლა არ ღირს, რადგან ეფექტი ისეთი აღარ იქნება. გემო შეიძლება დაზიანდეს: მდუღარე წყალში მომზადებული ჩაი ძლიერ მწარდება.
მწვანე ჩაი ზოგადად ჯანმრთელობაზე კარგ გავლენას ახდენს
მწვანე ჩაი არა მხოლოდ ჯადოსნურ ანტიოქსიდანტებს, არამედ სხვა სასარგებლო კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც ტვინის მუშაობას აუმჯობესებენ და ანტიკანცეროგენულ ეფექტს ფლობენ. ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სასმელია, რომლის მიღებაც ღირს მაშინაც კი, თუ წონით სრულად კმაყოფილი ხართ. ჩაის „კომპანიონთან“ ფრთხილად იყავით: შაქარი ან თაფლი სასმელი სარგებელს ანეიტრალებს.
ბევრი კარგს არ ნიშნავს
ლიტრობით მწვანე ჩაის დალევა არ ღირს, დიდი მოცულობა წონის დაკლებას არ დააჩქარებს. მნიშვნელოვან ეფექტს დღეში 2-2,5 ჭიქა ჩაით მიაღწევთ. უფრო მეტიც, ჭარბმა მიღებამ შეიძლება უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს.
რა მოხდება, თუ ძალიან ბევრ მწვანე ჩაის დალევთ?
პარაცელსუსი წერდა „ყველაფერი არის შხამი და ყველაფერი არის მედიკამენტი, მხოლოდ დოზა აქცევს მედიკამენტს შხამად და შხამს მედიკამენტად“. მწვანე ჩაის ეს ციტატა სრულად შეეფერება.
მცირე დოზით ჩაი მხნეობას შეგმატებთ, გადაჭარბება კი უძილობას გამოიწვევს. კოფეინი მატონიზირებელია, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ არტერიული წნევის შეიძლება გაზარდოს. ჩაი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, მაგრამ ტანინებით ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო გასტრიტს ამწვავებს. შარდმდენი ეფექტი შეიძლება შეშუპების დროს დაგეხმაროთ ან მდგომარეობა გაამწვავოს (ან მხიარული ღამე მოგიწყოთ). ახალგაზრდა დედას შეიძლება ლაქტაცია გაუუმჯობესოს ან შფოთვა გამოიწვიოს.
მწვანე ჩაი ალკოჰოლთან საერთოდ არ მეგობრობს, მათი კომბინაცია ღვიძლზე ტოქსიკურ გავლენას ახდენს.
ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქციის დამოუკიდებლად განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მაქსიმუმი სარგებლის მიღებას და ნეგატიური გვერდითი ეფექტების თავიდან აცილებას შეძლებთ.